საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ნიკოლოზ სამხარაძე
"ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ნიკოლოზ სამხარაძე

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის გა­უქ­მე­ბის თუ გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი არის ბა­ტო­ნი სტოლ­ტენ­ბერ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, სამ­ხა­რა­ძე გა­მო­რი­ცხავს შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო და აღ­ნიშ­ნავს, რომ გუ­შინ პრე­მი­ერს ჰქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი ბრი­უ­სელ­ში.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მას ჰქონ­და კო­ვი­დი და ამის გამო ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებ­ში წინა კვი­რა­ში და ამ კვი­რის და­სა­წყის­შიც. ერ­თა­დერ­თი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სტოლ­ტენ­ბერგს ჰქონ­და, ეს იყო ფი­ნე­თის და შვე­დე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნეს გა­ნა­ცხა­დი ნატო- ში წევ­რო­ბა­ზე და ამ შეხ­ვედ­რის გარ­და, სხვა ყვე­ლა შეხ­ვედ­რა გა­უქ­მდა. ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მე მაქვს ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­დან ბრი­უ­სელ­ში.

არა­ნა­ი­რი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა ამ შეხ­ვედ­რის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი არ შე­იძ­ლე­ბა რომ იყოს. შეხ­ვედ­რა გა­უქ­მდა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო,", - გა­ნა­ცხა­და სამ­ხა­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუკი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა მი­ზე­ზი, მა­შინ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა სტოლ­ტენ­ბერ­გმა ფი­ნეთ­სა და შვე­დეთ­თან შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვა, სამ­ხა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ვერ შევა დე­ტა­ლებ­ში, რო­დის გახ­და სტოლ­ტენ­ბერ­გი ცუ­დად.

"მე იქ ვი­ყა­ვი ად­გილ­ზე? რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ამას გე­უბ­ნე­ბით, იქ ად­გილ­ზე გახ­და ცუ­დად თუ დი­ლით ყა­ვის სმის დროს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია (ასე­თი მსჯე­ლო­ბა),"- გა­ნა­ცხა­და სამ­ხა­რა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, იენს სტოლ­ტენ­ბერგს შო­რის დღეს და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა გა­უქ­მდა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ალი­ან­სის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"შეხ­ვედ­რა გა­უქ­მე­ბუ­ლია,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ალი­ან­სი სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ დრო­ის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილე
3

სულ ტყუილად ხარობთ,შეხვდა შეუძლოდ იყო და სახლში მიიღო .დასკდით გულზე

ნიკ
0

აი თურმე რაში ყოფილა საქმე

ავტორი:

"ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ნიკოლოზ სამხარაძე

"ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ნიკოლოზ სამხარაძე

ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, სამხარაძე გამორიცხავს შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გაუქმებულიყო და აღნიშნავს, რომ გუშინ პრემიერს ჰქონდა ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ბრიუსელში.

"მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სტოლტენბერგს ჰქონდა, ეს იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო- ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ჩვენი საელჩოდან ბრიუსელში.

არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს. შეხვედრა გაუქმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,", - განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მიზეზი, მაშინ როგორ მოახერხა სტოლტენბერგმა ფინეთსა და შვედეთთან შეხვედრის გამართვა, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ვერ შევა დეტალებში, როდის გახდა სტოლტენბერგი ცუდად.

"მე იქ ვიყავი ადგილზე? რა ინფორმაციაც მაქვს, ამას გეუბნებით, იქ ადგილზე გახდა ცუდად თუ დილით ყავის სმის დროს, არასერიოზულია (ასეთი მსჯელობა),"- განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"შეხვედრა გაუქმებულია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალიანსი სხვა დეტალების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.