საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციებით შეპყრობის გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს გადაუჭრელ შედეგებს - რიგ ქვეყნებს უკვე ექმნებათ შიმშილის საფრთხე" - პუტინი
"სანქციებით შეპყრობის გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს გადაუჭრელ შედეგებს - რიგ ქვეყნებს უკვე ექმნებათ შიმშილის საფრთხე" - პუტინი

და­სავ­ლე­თის მიერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მათი ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ წინ­და­უ­ხე­და­ვი, გა­ბე­რი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბით, რუ­სო­ფო­ბი­ით, უფრო მეტ დარ­ტყმას აყე­ნე­ბენ სა­კუ­თარ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, სა­კუ­თარ ეკო­ნო­მი­კას, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას. ამას ჩვენ ვხე­დავთ, პირ­ველ რიგ­ში, ევ­რო­პა­ში ინფლა­ცი­ის მკვეთრ ზრდა­ში“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, და­სავ­ლე­თის "სან­ქცი­ე­ბით შე­პყრო­ბის" გაგ­რძე­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს "ყვე­ლა­ზე რთულ, გა­და­უჭ­რელ შე­დე­გებს" რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის­თვის. პუ­ტი­ნის მტკი­ცე­ბით, რიგ ქვეყ­ნებს უკვე ექ­მნე­ბათ შიმ­ში­ლის საფრ­თხე და თუ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­საც შე­საძ­ლოა, და­ე­მუქ­როს შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თა შეც­ვლაც რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

"ამა­ში მთლი­ა­ნად დამ­ნა­შა­ვე არი­ან და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ელი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი გლო­ბა­ლუ­რი ბა­ტო­ნო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მზად არი­ან მსხვერ­პლად შე­წი­რონ და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თი უმკლავ­დე­ბა და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბით პრო­ვო­ცი­რე­ბულ გარე გა­მოწ­ვე­ვებს და ქვე­ყა­ნა­ში ინფლა­ცია მცირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mamluqi
12

ამ ტერორისტს ეკუთვნის ყველაზე სასტიკი სასჯელი თუ რამე არსებობს სამყაროში.

ამირანი
11

ჩაძაღლდი შე ოლე და თან წაიყოლე ყველა შენი თანამოაზრე

ავტორი:

"სანქციებით შეპყრობის გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს გადაუჭრელ შედეგებს - რიგ ქვეყნებს უკვე ექმნებათ შიმშილის საფრთხე" - პუტინი

"სანქციებით შეპყრობის გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს გადაუჭრელ შედეგებს - რიგ ქვეყნებს უკვე ექმნებათ შიმშილის საფრთხე" - პუტინი

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ წინდაუხედავი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტ დარტყმას აყენებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას. ამას ჩვენ ვხედავთ, პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთის "სანქციებით შეპყრობის" გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს "ყველაზე რთულ, გადაუჭრელ შედეგებს" როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის. პუტინის მტკიცებით, რიგ ქვეყნებს უკვე ექმნებათ შიმშილის საფრთხე და თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება, ევროკავშირსაც შესაძლოა, დაემუქროს შედეგები, რომელთა შეცვლაც რთული იქნება.

"ამაში მთლიანად დამნაშავე არიან დასავლური ქვეყნების ელიტები, რომლებიც თავიანთი გლობალური ბატონობის შესანარჩუნებლად მზად არიან მსხვერპლად შეწირონ დანარჩენი მსოფლიო", - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი უმკლავდება დასავლეთის სანქციებით პროვოცირებულ გარე გამოწვევებს და ქვეყანაში ინფლაცია მცირდება.