მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიფიქრია საბრძოლველად წასვლაზე..." - პირდაპირ ეთერში ატირებული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა: როგორ ეხმარება ანდრეი შევჩენკო სამშობლოს?
"მიფიქრია საბრძოლველად წასვლაზე..." - პირდაპირ ეთერში ატირებული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა: როგორ ეხმარება ანდრეი შევჩენკო სამშობლოს?

ლე­გენ­და­რულ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ან­დრეი შევ­ჩენ­კომ ერთ-ერთ იტა­ლი­ურ ტე­ლე­არხზე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე სა­უბ­რი­სას ცრემ­ლი ვერ შე­ი­კა­ვა. მან ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და თქვა, რომ ის თით­ქოს კოშ­მა­რულ სიზ­მარ­შია, რომ­ლი­და­ნაც გა­მოღ­ვი­ძე­ბა უნდა.

"მი­ლა­ნის" ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმელ­მა და უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა მწვრთნელ­მა ისიც თქვა, რომ ბევ­რჯერ უფიქ­რია სამ­შობ­ლოს ია­რა­ღით დაც­ვა­ზეც.

"ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია საბ­რძოლ­ვე­ლად წას­ვლა­ზე, მაგ­რამ ჩემი მხრი­დან, არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ახლა უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბი. თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ომის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად ვლა­პა­რა­კობ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლად ვეხ­მა­რე­ბი ჩემი ქვეყ­ნი­დან ლტოლ­ვი­ლებს და ზო­გა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვას და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვცდი­ლობ, უკვე შევ­ქმე­ნი დახ­მა­რე­ბის არა­ერ­თი პროგ­რა­მა და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად ვურ­თი­ერ­თობ. ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს იქცა ცხოვ­რე­ბის წე­სად, მეტს არა­ფერს ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და "შე­ვამ" გა­და­ცე­მა­ში.

უფრო ადრე შევ­ჩენ­კო გა­ნა­ცხა­და, რომ ომის და­წყე­ბა მის­თვის უდი­დეს შო­კად იქცა:

"მი­ჭირს იმის აღ­ქმა, რაც ხდე­ბა, ვე­რა­ნა­ი­რი ქმე­დე­ბე­ბი ვერ გა­ა­მარ­თლებს იმას, რაც და­ი­წყეს უკ­რა­ი­ნე­ლი ერის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს მხო­ლოდ ომი არ არის, ეს გე­ნო­ცი­დია".

რო­გორც 45 წლის შევ­ჩენ­კო ამ­ბობს, არ აპი­რებს სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას მა­ნამ, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა არ და­ი­სად­გუ­რებს.

ცნო­ბი­ლია, რომ ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე, ფეხ­ბურ­თელ­მა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 400 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლა შე­ი­ძი­ნა.

"ახლა მხო­ლოდ ჩემი ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბა­ზე ვარ ორინ­ტი­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და "შე­ვამ". წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
0

odala და ბახტრიონ, ასეთს რას გიხდიან? ასეთ განცხადებებს, რომ აკეთებთ.

georgian
0

მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ადამიანი ანდრეი შევჩენკო. რასაც აკეთებს ასე უნდა გააგრძელოს დახმარება, მას ასე უფრო შეუძლია დახმარება ვიდრე ავტომატით ხელში. მის ავტორიტეტის ადამიანის ხმა უფრო ხმამაღალია ვიდრე სანგრებში ავტომატით დგომა. (რისი არანაირი გამოცდილებაც არა აქვს) SLAVA UKRAINE!!!

ავტორი:

"მიფიქრია საბრძოლველად წასვლაზე..." - პირდაპირ ეთერში ატირებული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა: როგორ ეხმარება ანდრეი შევჩენკო სამშობლოს?

"მიფიქრია საბრძოლველად წასვლაზე..." - პირდაპირ ეთერში ატირებული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა: როგორ ეხმარება ანდრეი შევჩენკო სამშობლოს?

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ ერთ-ერთ იტალიურ ტელეარხზე რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ცრემლი ვერ შეიკავა. მან ომის მიმდინარეობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ის თითქოს კოშმარულ სიზმარშია, რომლიდანაც გამოღვიძება უნდა.

"მილანის" ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელმა და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ისიც თქვა, რომ ბევრჯერ უფიქრია სამშობლოს იარაღით დაცვაზეც.

"ბევრჯერ მიფიქრია საბრძოლველად წასვლაზე, მაგრამ ჩემი მხრიდან, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინას ყველაზე მეტად ჩემი კავშირების გამოყენებით დავეხმარები. თითქმის ყოველდღიურად ომის შესახებ აქტიურად ვლაპარაკობ საერთაშორისო მედიაში, ჰუმანიტარულად ვეხმარები ჩემი ქვეყნიდან ლტოლვილებს და ზოგადად ჰუმანიტარული დახმარებისთვის რესურსების მოზიდვას და კოორდინაციას ვცდილობ, უკვე შევქმენი დახმარების არაერთი პროგრამა და საქველმოქმედო ფონდებთანაც აქტიურად ვურთიერთობ. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს იქცა ცხოვრების წესად, მეტს არაფერს ვაკეთებ", - განაცხადა "შევამ" გადაცემაში.

უფრო ადრე შევჩენკო განაცხადა, რომ ომის დაწყება მისთვის უდიდეს შოკად იქცა:

"მიჭირს იმის აღქმა, რაც ხდება, ვერანაირი ქმედებები ვერ გაამართლებს იმას, რაც დაიწყეს უკრაინელი ერის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ომი არ არის, ეს გენოციდია".

როგორც 45 წლის შევჩენკო ამბობს, არ აპირებს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას მანამ, ვიდრე უკრაინაში მშვიდობა არ დაისადგურებს.

ცნობილია, რომ ომის დაწყებიდან მალევე, ფეხბურთელმა უკრაინელების დასახმარებლად 400 000 ევროს ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო მასალა შეიძინა.

"ახლა მხოლოდ ჩემი ქვეყნის დახმარებაზე ვარ ორინტირებული", - განაცხადა "შევამ". წყარო