პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
"პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა
"პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა

"ბა­ლენ­სი­ა­გამ“ ახა­ლი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით - Paris Sneaker წა­რად­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­სტაგ­რამ­ზე" Demnagram აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მისი შე­ძე­ნა ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ფეხ­საც­მლის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ის ტა­ლახ­ში ამოს­ვრილ და გაც­ვე­თილ ფეხ­საც­მელს შე­ა­და­რა. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, ფეხ­საც­მელ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას დემ­ნას­თვის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი უსახ­ლკა­რო, ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ეს დი­ზა­ი­ნე­რის მცდე­ლო­ბაა, რომ ისე­თი სა­მო­სი, რო­გო­რე­ბიც ამ ადა­მი­ა­ნებს აც­ვი­ათ, ტრენ­დად და მო­დის მთა­ვარ ტენ­დენ­ცი­ად აქ­ცი­ოს.

ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ეს უკ­რა­ი­ნის ომის თე­მა­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა იყოს და დემ­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბრძო­ლე­ბის გამო, ჯა­რის­კა­ცის გაც­ვე­თი­ლი ფეხ­საც­მე­ლი წა­რუდ­გი­ნა.

"ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა:

"ცოტა ხნის წინ უსახ­ლკა­რო ვნა­ხე ქუ­ჩა­ში, ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, თურ­მე ბა­ლენ­სი­ა­გა ყო­ფი­ლა“,

"ბა­ლენ­სი­ა­გა მსოფ­ლი­ოს დას­ცი­ნის.“

"ალ­ბათ რა­ი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტია“

"ამ ფეხ­საც­მელს პა­რი­ზე­ლი უსახ­ლკა­რო უნდა ერ­ქვას.“

"დემ­ნა მიყ­ვარს, მაგ­რამ ეს სი­ღა­რი­ბის გა­ფე­ტი­შე­ბას ჰგავს", - წე­რენ კო­მე­ნა­ტა­რებ­ში.

ფეხ­საც­მე­ლე­ბი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და მხო­ლოდ 100 წყვი­ლია. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ფასი 625 დო­ლა­რია. "ეს არის ფეხ­საც­მე­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ატა­რებ", - ამ­ბო­ბენ ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლში.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
2

აი, თქვენ, ნიჭიერების გამოვლენის ზენიტში რომ ხართ, იმიტომ აწკაპუნებთ აქ და დემნა უნიჭო რომ არის, იმიტომაა იქ, სადაცაა:))))

წამატება, დემნა!

ჩემდათავად მაგაში ცენტის გადამხდელის
0

Ყოველთვის ერთი კატეგორიით ვაერთიანებდი ვისაც დაფლეთილი შარვლები ეცვა და სუჴერმოხერხებული წიეს ეს ნოუჰაუ სწორედ მათზეა გათვლილი, მაგრამ ბოლოს გაიჩალიჩებს,გული მიგრძნობს!😜

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა

"პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა

"ბალენსიაგამ“ ახალი სპორტული ფეხსაცმელი, სახელწოდებით - Paris Sneaker წარადგინა. ინფორმაციას "ინსტაგრამზე" Demnagram აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხსაცმლის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის ტალახში ამოსვრილ და გაცვეთილ ფეხსაცმელს შეადარა. ზოგიერთის აზრით, ფეხსაცმელზე მუშაობისას დემნასთვის შთამაგონებელი უსახლკარო, ღარიბი ადამიანები იყვნენ და ეს დიზაინერის მცდელობაა, რომ ისეთი სამოსი, როგორებიც ამ ადამიანებს აცვიათ, ტრენდად და მოდის მთავარ ტენდენციად აქციოს.

ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს უკრაინის ომის თემატიკის გაგრძელება იყოს და დემნამ საზოგადოებას ბრძოლების გამო, ჯარისკაცის გაცვეთილი ფეხსაცმელი წარუდგინა.

"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა:

"ცოტა ხნის წინ უსახლკარო ვნახე ქუჩაში, ასეთი ფეხსაცმელი ეცვა, თურმე ბალენსიაგა ყოფილა“,

"ბალენსიაგა მსოფლიოს დასცინის.“

"ალბათ რაიმე სოციალური ექსპერიმენტია“

"ამ ფეხსაცმელს პარიზელი უსახლკარო უნდა ერქვას.“

"დემნა მიყვარს, მაგრამ ეს სიღარიბის გაფეტიშებას ჰგავს", - წერენ კომენატარებში.

ფეხსაცმელები ლიმიტირებული რაოდენობითაა და მხოლოდ 100 წყვილია. თითოეული მათგანის ფასი 625 დოლარია. "ეს არის ფეხსაცმელი, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებ", - ამბობენ ფრანგული მოდის სახლში.