პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს უხვევდნენ... " - ლუდმილა დენისოვა ჰყვება, როგორ აწამებდნენ "კადიროველები" დატყვევებულ ურაინელ მებრძოლებს მარიუპოლში
"თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს უხვევდნენ... " - ლუდმილა დენისოვა ჰყვება, როგორ აწამებდნენ "კადიროველები" დატყვევებულ ურაინელ მებრძოლებს მარიუპოლში

რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ტყვედ აყ­ვა­ნილ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ხე­ლე­ბი­სა და თი­თე­ბის მოჭ­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვამ გა­მო­ცე­მა Onet-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 100-ზე მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

"ჩვენ­თან ისი­ნი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხვდე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სო­ვამ.

მისი თქმით, სამ­ხდრე­ბის ნა­წი­ლი ტყვედ მა­რი­უ­პოლ­ში აიყ­ვა­ნეს და მათ "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი“ აწა­მებ­დნენ.

"მათ თავ­ზე ტომ­რებს აც­ვამ­დნენ, თვა­ლებს წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით უხ­ვევ­დნენ, ხე­ლებს მა­გი­და­ზე უბამ­დნენ და ბენ­ზო­ხერ­ხს რთავ­დნენ. ადა­მი­ა­ნებს არ შე­ეძ­ლოთ იმის გა­გე­ბაც კი რო­მე­ლი თი­თი­სა თუ ხე­ლის მოჭ­რას უპი­რებ­დნენ. მათ მხო­ლოდ ეს სა­ში­ნე­ლი ხმა ეს­მო­დათ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

ომ­ბუდსმე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შემ­დეგ ტყვე­ე­ბი მიჰ­ყავ­დათ ოკუ­პი­რე­ბულ დო­ნეცკ­ში, სა­დაც ისი­ნი წყლის, საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე ჰყავ­დათ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ორი ადა­მი­ა­ნი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და მათ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლიც კი არ მის­ცეს.

"შემ­დეგ ეს ტყვე­ე­ბი გაჰ­ყავ­დათ როს­ტოვ­ში, კურსკში, ტა­გან­როგ­ში, ბრი­ანსკში. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კი­თხავ­დნენ. 30 ადა­მი­ან­ზე 1,5 ლიტ­რი წყა­ლი მო­დი­ო­და დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ გა­მუდ­მე­ბით ამ­ცი­რებ­დნენ, არ გაჰ­ყავ­დათ ტუ­ა­ლეტ­ში“, - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სო­ვამ.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას, აქვთ ბევ­რნა­ი­რი აშ­ლი­ლო­ბა და ტყვე­ო­ბის შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან.

დე­ნი­სო­ვამ წა­მე­ბის კი­დევ ერთ ხერ­ხზე ისა­უბ­რა, რო­დე­საც ტყვე­ე­ბის ჩექ­მებს წყლით ავ­სებ­დნენ, სამ­ხედ­რო­ებს კვლავ ფეხ­ზე აც­მევ­დნენ და ყინ­ვა­ში რამ­დე­ნი­მე დღით გა­რეთ ტო­ვებ­დნენ, რათა მათ კი­დუ­რე­ბი მოჰ­ყი­ნო­დათ.

ომ­ბუდსმე­ნის თქმით, ამ­ცი­რებ­დნენ ქალ სამ­ხედ­რო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც მათ ტყვედ აიყ­ვა­ნეს.

"მათ თავი გა­და­პარ­სეს და აშიშ­ვლებ­დნენ მა­მა­კა­ცე­ბის თან­დას­წრე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სო­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
3

რა დროს უკრაინელებია ლუდმილა,მიშას ტანჯავენ მაგას მიხედე!

ნინო
6

ნატოში შესვლის მისწრაფებამ ქნა ეს. რაღა საქართველო და უკრაინა გაიმეტეს აშშ-ის ბუშის დოქტრინის მიხედვით რუსეთთან დაპირისპირების გამოყენებისთვის? ყველამ მისი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა იმოქმედოს. აოხრებს რუსეთი უკრაინას (როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში ქნეს). კაციშვილი მშველებელი არ არის, მარტო იარაღს აწვდიან უკრაინას რომ მეტი დაიღუპოს. ამიტომ, სჯობს რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკა არ აწარმოო და რუსოფობიით არ დაავადო საკუთარი ხალხი (რასაც მიშა აკეთებდა). 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს უხვევდნენ... " - ლუდმილა დენისოვა ჰყვება, როგორ აწამებდნენ "კადიროველები" დატყვევებულ ურაინელ მებრძოლებს მარიუპოლში

"თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს უხვევდნენ... " - ლუდმილა დენისოვა ჰყვება, როგორ აწამებდნენ "კადიროველები" დატყვევებულ ურაინელ მებრძოლებს მარიუპოლში

რუსი ოკუპანტები ტყვედ აყვანილ უკრაინელ სამხედროებს ხელებისა და თითების მოჭრით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გამოცემა Onet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია.

"ჩვენთან ისინი საშინელ მდგომარეობაში ხვდებიან“, - განაცხადა დენისოვამ.

მისი თქმით, სამხდრების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ "კადიროველები“ აწამებდნენ.

"მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ.

მისივე განმარტებით, ორი ადამიანი საშინელ მდგომარეობაში იყო და მათ ტკივილგამაყუჩებელიც კი არ მისცეს.

"შემდეგ ეს ტყვეები გაჰყავდათ როსტოვში, კურსკში, ტაგანროგში, ბრიანსკში. ერთი თვის განმავლობაში მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები კითხავდნენ. 30 ადამიანზე 1,5 ლიტრი წყალი მოდიოდა დღე-ღამის განმავლობაში. მათ გამუდმებით ამცირებდნენ, არ გაჰყავდათ ტუალეტში“, - განაცხადა დენისოვამ.

სახალხო დამცველის თქმით, ადამიანები საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, აქვთ ბევრნაირი აშლილობა და ტყვეობის შემდეგ მკურნალობას გადიან.

დენისოვამ წამების კიდევ ერთ ხერხზე ისაუბრა, როდესაც ტყვეების ჩექმებს წყლით ავსებდნენ, სამხედროებს კვლავ ფეხზე აცმევდნენ და ყინვაში რამდენიმე დღით გარეთ ტოვებდნენ, რათა მათ კიდურები მოჰყინოდათ.

ომბუდსმენის თქმით, ამცირებდნენ ქალ სამხედროებსაც, რომლებიც მათ ტყვედ აიყვანეს.

"მათ თავი გადაპარსეს და აშიშვლებდნენ მამაკაცების თანდასწრებით“, - განაცხადა დენისოვამ.