საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, მიშამ ასე მითხრა, - ვნანობ, საქართველოში რომ დავბრუნდიო! პირველად თქვა ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ…" - მაია ორჯონიკიძე
"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, მიშამ ასე მითხრა, - ვნანობ, საქართველოში რომ დავბრუნდიო!  პირველად თქვა ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ…" - მაია ორჯონიკიძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის: პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"გრი­გოლ ვა­შა­ძეს უთ­ქვამს დღეს ინგა გრი­გო­ლი­ას ეთერ­ში, - მი­შას­თან ბო­ლოს რომ ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში შე­სუ­ლი, ასე მი­თხრა, - ვნა­ნობ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დიო!

პირ­ვე­ლად თქვა მსგავ­სი ფრა­ზა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, ამ­დე­ნი წა­მე­ბი­სა და უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ… ჰოდა, ამა­ზე დიდი სი­ლის გაწ­ნა რა უნდა იყოს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის, რომ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ზე ამ­ხე­ლა ამა­გის კაცს ეს აღ­მოხ­და! დიახ, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ვერ ან არ ივარ­გეს და მათ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ქვეყ­ნის წი­ნა­შე არა­ერ­თხელ მი­ლა­პა­რა­კია მეც, მო­უ­რი­დებ­ლად და მჭა­ხედ, რად­გან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­მი ნამ­დვი­ლად იქცა რე­ჟიმ­თან შემ­გუ­ებ­ლო­ბის, კონ­ფორ­მიზ­მი­სა და ამომ­რჩევ­ლის გა­დაგ­დე­ბის სიმ­ბო­ლოდ. მაგ­რამ ბო­ლომ­დე სა­მარ­თლი­ა­ნად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, არც ჩვენ, ხალ­ხი ვუქ­ნი­ვართ ღმერ­თს, რად­გან მწყემ­სის, ლი­დე­რის, წი­ნამ­ძღო­ლის გა­რე­შე უმ­რავ­ლეს წი­ლად უი­ნი­ცი­ა­ტი­ვო­ნი, უხერ­ხემ­ლო­ნი და არ­ხე­ინ­ნი ვართ. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ ჰქვია მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც მა­ინ­ცდა­მა­ინც ლი­დერს ელო­დე­ბა, რომ ის წა­უ­ძღვეს სა­დღაც, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლი­დე­რის არარ­სე­ბო­ბის ან სუს­ტი ლი­დე­რის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვა­დაც უნდა გა­აჩ­ნდეს მი­ნი­მა­ლუ­რი თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბის უნა­რი და ხე­ლებ­ში და თვა­ლებ­ში არ უნდა შეს­ცქე­რო­დეს ვინ­მეს, რომ წინ წა­უ­ძღვეს.

დიახ, ლი­დე­რის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არც ხალ­ხი უნდა იყოს უი­ნი­ცი­ა­ტი­ვო და სხვი­სი შემ­ყუ­რე!

შე­ხე­დეთ უკ­რა­ი­ნე­ლებს! ზე­ლენ­სკის როლი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ში ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ მისი როლი უფრო მო­რა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა - გმი­რი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც მძი­მე ჟამს არ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა და არ უღა­ლა­ტა სა­კუ­თარ ხალ­ხს. მაგ­რამ განა ზე­ლენ­სკი კარ­ნა­ხობ­და სა­თი­თა­ოდ 40 მი­ლი­ო­ნი­ან ერს, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად? ზე­ლენ­სკი კარ­ნა­ხობ­და 83 წლის მო­ხუც ქალს, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტი გა­და­ი­კი­და? ან 12-14 წლის ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც დღე და ღამე მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებს ამ­ზა­დე­ბენ? გმი­რე­ბი ყვე­ლა ერს ჰყავს, მათ შო­რის არც ჩვენ გვაკ­ლია, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვად ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბა გმი­რია! თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლი იმ­ხე­ლა აქვთ, რომ მთე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი ებ­რძვის ოკუ­პანტს და არა მხო­ლოდ ჯარი! სი­ცო­ცხლეს და სის­ხლის ბოლო წვეთს არ ზო­გა­ვენ უკ­რა­ი­ნის მტერ­თან ბრძო­ლა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში! ჩვენ კი… ჩვენ მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ებ­ზეც კი ისე ვერ გავ­დი­ვართ, თუ ვინ­მე წინ არ გაგ­ვი­ძღვა და შვი­დი თვეა ვუ­ყუ­რებთ რო­გორ სა­დის­ტუ­რად და ნელი წა­მე­ბით გვიკ­ლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უკვე მე­ო­რე პრე­ზი­დენტს მან­ქურ­თე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბი! ამას რო­გორ შეგ­ვა­გუ­ეს ხალ­ხო?! აი ზუს­ტად ესაა ყვე­ლა­ზე სა­ზა­რე­ლი ამ სა­მარ­ცხვი­ნო ის­ტო­რი­ა­ში - ღირ­სე­ბა­აყ­რილ, რა­ი­მეს შეც­ვლის უუ­ნა­რო და ღა­ლა­ტის მპა­ტი­ე­ბელ ხალ­ხად რომ ვი­ქე­ცით!"

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
8

არა ეს მთავრობა ვარგა რამედ!! წყდება ხალხი შიმშილით!! და მაინც წარსულით გვიხვევენ თვალებს!! თავად რას აკეთებენ!!! განათლება ნული, ეკონომიკა ნული, შიმშილობა პიკზეა და გაიძახით ოცნება ოცნებაო ხო და იოცნებეთ მეტი რა იცით ქართველებმა!! მიხეილ სააკაშვილმა განახათ დღის შუქი და უფრო მეტი მოგინდათ ბიძინას ფულებმა დაგაბრმავათ და დარჩით ხელმოცარულები ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ ბატონ მიხეილს და ვეტყვი რომ მათთვის ვინც თქვენი ფასი არ იცის ამ დღეში თავი არ უნდა ჩაგეგდოთ სამწუხაროა რომ ასეთი ძლიერი პოლიტიკოსი განათლებული ადამიანი ასე დაგამცირეს და გისოსებს მიღმა ხართ

ნათელა
9

აბსოლუტური.სიმართლეა.მაია..ვერ.გამოვედით.ღირსეული.მებრძოლები..როგორც..საქართველოს.

შეეფერება..ისტორიულად

.

ავტორი:

"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, მიშამ ასე მითხრა, - ვნანობ, საქართველოში რომ დავბრუნდიო! პირველად თქვა ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ…" - მაია ორჯონიკიძე

"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, მიშამ ასე მითხრა, - ვნანობ, საქართველოში რომ დავბრუნდიო!  პირველად თქვა ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ…" - მაია ორჯონიკიძე

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქის: პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს:

"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს დღეს ინგა გრიგოლიას ეთერში, - მიშასთან ბოლოს რომ ვიყავი ციხეში შესული, ასე მითხრა, - ვნანობ საქართველოში რომ დავბრუნდიო!

პირველად თქვა მსგავსი ფრაზა მესამე პრეზიდენტმა, ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ… ჰოდა, ამაზე დიდი სილის გაწნა რა უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომ ქართულ სახელმწიფოზე ამხელა ამაგის კაცს ეს აღმოხდა! დიახ, პოლიტიკოსებმა ვერ ან არ ივარგეს და მათ დიდ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე არაერთხელ მილაპარაკია მეც, მოურიდებლად და მჭახედ, რადგან ქართული პოლიტიკუმი ნამდვილად იქცა რეჟიმთან შემგუებლობის, კონფორმიზმისა და ამომრჩევლის გადაგდების სიმბოლოდ. მაგრამ ბოლომდე სამართლიანად რომ ვიმსჯელოთ, არც ჩვენ, ხალხი ვუქნივართ ღმერთს, რადგან მწყემსის, ლიდერის, წინამძღოლის გარეშე უმრავლეს წილად უინიციატივონი, უხერხემლონი და არხეინნი ვართ. სამოქალაქო საზოგადოება არ ჰქვია მოსახლეობას, რომელიც მაინცდამაინც ლიდერს ელოდება, რომ ის წაუძღვეს სადღაც, სამოქალაქო საზოგადოებას ლიდერის არარსებობის ან სუსტი ლიდერის შემთხვევაში თავადაც უნდა გააჩნდეს მინიმალური თვითორგანიზების უნარი და ხელებში და თვალებში არ უნდა შესცქეროდეს ვინმეს, რომ წინ წაუძღვეს.

დიახ, ლიდერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ხალხი უნდა იყოს უინიციატივო და სხვისი შემყურე!

შეხედეთ უკრაინელებს! ზელენსკის როლი მიმდინარე მოვლენებში ძალიან დიდია, მაგრამ მისი როლი უფრო მორალური ხასიათისაა - გმირი პრეზიდენტი, რომელმაც მძიმე ჟამს არ დატოვა ქვეყანა და არ უღალატა საკუთარ ხალხს. მაგრამ განა ზელენსკი კარნახობდა სათითაოდ 40 მილიონიან ერს, რა უნდა გაეკეთებინა სამშობლოს დასაცავად? ზელენსკი კარნახობდა 83 წლის მოხუც ქალს, რომელმაც ავტომატი გადაიკიდა? ან 12-14 წლის ბავშვებს, რომლებიც დღე და ღამე მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ? გმირები ყველა ერს ჰყავს, მათ შორის არც ჩვენ გვაკლია, მაგრამ უკრაინელების თავისებურება აღმოჩნდა ის, რომ ამ ქვეყანაში მასობრივად ხალხის უმრავლესობა გმირია! თავისუფლების წყურვილი იმხელა აქვთ, რომ მთელი უკრაინელი ხალხი ებრძვის ოკუპანტს და არა მხოლოდ ჯარი! სიცოცხლეს და სისხლის ბოლო წვეთს არ ზოგავენ უკრაინის მტერთან ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ჩვენ კი… ჩვენ მშვიდობიან აქციებზეც კი ისე ვერ გავდივართ, თუ ვინმე წინ არ გაგვიძღვა და შვიდი თვეა ვუყურებთ როგორ სადისტურად და ნელი წამებით გვიკლავენ საქართველოს ისტორიაში უკვე მეორე პრეზიდენტს მანქურთები და საქართველოს მტრები! ამას როგორ შეგვაგუეს ხალხო?! აი ზუსტად ესაა ყველაზე საზარელი ამ სამარცხვინო ისტორიაში - ღირსებააყრილ, რაიმეს შეცვლის უუნარო და ღალატის მპატიებელ ხალხად რომ ვიქეცით!"