საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მებრძოლი დელფინები" - რატომ განათავსა გაწვრთნილი ძუძუმწოვრები რუსეთმა შავ ზღვაში და რა შეუძლიათ სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილ დელფინებს
"მებრძოლი დელფინები" - რატომ განათავსა გაწვრთნილი ძუძუმწოვრები რუსეთმა შავ ზღვაში და რა შეუძლიათ სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილ დელფინებს

ბოლო დღე­ე­ბია მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ახა­ლი ფო­ტო­ე­ბის ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რუ­სეთ­მა შავ ზღვა­ში თა­ვის ბა­ზა­ზე სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, გაწ­ვრთნი­ლი დელ­ფი­ნე­ბი გა­ნა­თავ­სა. რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, ამის მი­ზა­ნი შე­საძ­ლოა, შავ ზღვა­ში რუ­სუ­ლი ფლო­ტის წყალ­ქვე­შა თავ­დას­ხმის­გან დაც­ვა იყოს.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, აშშ-ის სა­ზღვაო ინ­სტი­ტუტ­მა სე­ვას­ტო­პო­ლის ნავ­სად­გუ­რის სა­ზღვაო ბა­ზის თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი გა­ნი­ხი­ლა და და­ას­კვნა, რომ დელ­ფი­ნე­ბის ნა­წი­ლი იქ ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ­დე გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ახლა კი­დევ და­ა­მა­ტეს.

რუ­სეთს დელ­ფი­ნე­ბის სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის გაწ­ვრთნის დიდი ის­ტო­რია აქვს და შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მა მათ ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან და­ი­წყეს.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი­დან სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის დელ­ფი­ნე­ბი უკ­რა­ი­ნა­შიც ჰყავ­დათ. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ე.წ. სე­ვას­ტო­პო­ლის პროგ­რა­მა 2012 წელს გა­ნა­ახ­ლეს, თუმ­ცა 2014 წელს, რუ­სე­თის ყი­რი­მის შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი და­ი­პყრეს, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ უკ­რა­ი­ნუ­ლი "მებ­რძო­ლი დელ­ფი­ნე­ბი."

  • წყლის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ბრძო­ლის დროს წყალ­ქვეშ უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა.

2017 წელს რუ­სე­თის სა­ხელ­წი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქვე­ყა­ნა ატა­რებ­და ექ­სპე­რი­მენტს ვე­შა­პე­ბი­თა და დელ­ფი­ნე­ბით სა­ზღვაო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სა­ცა­ვად. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის ძუ­ძუმ­წოვ­რებს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ მყვინ­თა­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტი­დან ვე­შა­პე­ბი ამო­ი­ღეს, რად­გა­ნაც აღ­მოჩ­ნდა, რომ პო­ლა­რულ წყლებ­ში ცურ­ვა მათ აა­ვა­დებ­და.

  • "მებ­რძოლ დელ­ფი­ნებს" იყე­ნე­ბენ წყალ­ქვე­შა ნაღ­მე­ბის მო­სა­ძებ­ნად, ან მტრის მყვინ­თა­ვე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ რუ­სე­თით. აშშ-ს სა­ზღვაო ძა­ლებს მსგავ­სი პროგ­რა­მა 1960-იანი წლე­ბი­დან აქვს და მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყო­ველ წელს მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა.

სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის გაწ­ვრთნილ დელ­ფი­ნებს აქვთ უნა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნონ და იპო­ვონ სა­მიზ­ნე­ე­ბი წყლის სიღ­რმე­ში და ეს სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი რა­მაა. დელ­ფი­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ ნაღ­მე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად, რომ­ლე­ბიც ზღვის ფსკერ­ზეა ჩაფ­ლუ­ლი.

ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის კვლე­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰა­ვა­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, პოლ ნა­ჩტი­გა­ლი ამ­ბობს, რომ დელ­ფი­ნე­ბი უკე­თე­სია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნო­ლო­გია, როცა საქ­მე წყალ­ქვე­შა ნაღ­მის აღ­მო­ჩე­ნას ეხე­ბა - ისი­ნი არი­ან უფრო სწრა­ფე­ბი და უფრო ზუს­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

ხალხი როლებიც დელფინების შიშით არიან შებრყრობილნი, მათი ცხოვრების ბოლო წუთებია

თამუნა
7

როგორ მიყვარს დელფინები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მებრძოლი დელფინები" - რატომ განათავსა გაწვრთნილი ძუძუმწოვრები რუსეთმა შავ ზღვაში და რა შეუძლიათ სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილ დელფინებს

"მებრძოლი დელფინები" - რატომ განათავსა გაწვრთნილი ძუძუმწოვრები რუსეთმა შავ ზღვაში და რა შეუძლიათ სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილ დელფინებს

ბოლო დღეებია მედიაში წერენ, რომ თანამგზავრიდან გადაღებული ახალი ფოტოების ანალიზის მიხედვით ირკვევა, რუსეთმა შავ ზღვაში თავის ბაზაზე სამხედრო დანიშნულების, გაწვრთნილი დელფინები განათავსა. როგორც "გარდიანი" წერს, ამის მიზანი შესაძლოა, შავ ზღვაში რუსული ფლოტის წყალქვეშა თავდასხმისგან დაცვა იყოს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტმა სევასტოპოლის ნავსადგურის საზღვაო ბაზის თანამგზავრიდან გადაღებული სურათები განიხილა და დაასკვნა, რომ დელფინების ნაწილი იქ ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე გადაიყვანეს, თუმცა ახლა კიდევ დაამატეს.

რუსეთს დელფინების სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნის დიდი ისტორია აქვს და შესაბამისი პროგრამა მათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან დაიწყეს.

საბჭოთა კავშირის პერიოდიდან სამხედრო დანიშნულების დელფინები უკრაინაშიც ჰყავდათ. უკრაინელებმა ე.წ. სევასტოპოლის პროგრამა 2012 წელს განაახლეს, თუმცა 2014 წელს, რუსეთის ყირიმის შეჭრის შემდეგ, რუსულმა ძალებმა უკრაინული სამხედრო ნაწილი დაიპყრეს, რომელშიც შედიოდნენ უკრაინული "მებრძოლი დელფინები."

  • წყლის ძუძუმწოვრების გამოყენებით შესაძლებელია ბრძოლის დროს წყალქვეშ უპირატესობის მოპოვება.

2017 წელს რუსეთის სახელწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანა ატარებდა ექსპერიმენტს ვეშაპებითა და დელფინებით საზღვაო ტერიტორიების დასაცავად. მათივე ინფორმაციით, წყლის ძუძუმწოვრებს გამოიყენებდნენ მყვინთავების დასახმარებლად.

მოგვიანებით, ექსპერიმენტიდან ვეშაპები ამოიღეს, რადგანაც აღმოჩნდა, რომ პოლარულ წყლებში ცურვა მათ აავადებდა.

  • "მებრძოლ დელფინებს" იყენებენ წყალქვეშა ნაღმების მოსაძებნად, ან მტრის მყვინთავების აღმოსაჩენად.

ზღვის ძუძუმწოვრების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთით. აშშ-ს საზღვაო ძალებს მსგავსი პროგრამა 1960-იანი წლებიდან აქვს და მისი განვითარებისთვის ყოველ წელს მილიონობით დოლარი იხარჯება.

სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილ დელფინებს აქვთ უნარი აღმოაჩინონ და იპოვონ სამიზნეები წყლის სიღრმეში და ეს სამხედროებისთვის ძალიან ღირებული რამაა. დელფინები გამოიყენება იმ ნაღმების აღმოსაჩენად, რომლებიც ზღვის ფსკერზეა ჩაფლული.

ზღვის ძუძუმწოვრების კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი ჰავაის უნივერსიტეტიდან, პოლ ნაჩტიგალი ამბობს, რომ დელფინები უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი ტექნოლოგია, როცა საქმე წყალქვეშა ნაღმის აღმოჩენას ეხება - ისინი არიან უფრო სწრაფები და უფრო ზუსტები.