სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერია დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა - ბასტი-ბუბუში გადავდივართ" - ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე
"შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერია დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა - ბასტი-ბუბუში გადავდივართ" - ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე

შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ კედ­ლის ფე­რია დამ­თრგუნ­ვე­ლი, მი­ზე­ზი არას­დროს გა­მო­ე­ლე­ვა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ქა­და­გიშ­ვი­ლის თქმით, მი­ზა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ნე­ბის­მი­ე­რი გზით გა­მოხ­სნა“ ცი­ხი­დან, რის­თვი­საც "ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე წავ­ლენ და ყვე­ლა­ნა­ი­რი სპე­კუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“.

"რა პი­რად ექიმს არ უშ­ვე­ბენ? - სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მთე­ლი კონ­სი­ლი­უ­მი შე­უშ­ვეს. ამას გა­ა­კე­თებ, სხვა რამე აღ­მოჩ­ნდე­ბა, შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ კედ­ლის ფერი არის დამ­თრგუნ­ვე­ლი, მი­ზე­ზი არას­დროს გა­მო­ე­ლე­ვა, აქ მი­ზა­ნი არის ერთი, მათ­თვის მარ­ტი­ვი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გზით ის გა­რეთ უნდა გა­მო­იხ­სნან. ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე წავ­ლენ, ყვე­ლა­ნა­ი­რი თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, სპე­კუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა ამის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია, რა­საც არა­ვინ იხ­სნის ამ ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მათ შო­რის მისი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე.

მივ­დი­ვართ აბ­სურ­დამ­დე, "სა­ა­კაშ­ვილს პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით ვკლავთ“, იმის გამო, რომ არ­გუ­მენ­ტე­ბი, საღი ლო­გი­კა და ჯაჭ­ვი აღარ ჰყოფ­ნით, სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა იწყე­ბა. ბას­ტი-ბუ­ბუ­ში გა­დავ­დი­ვართ უკვე, სხვა შე­ფა­სე­ბა არ აქვს.

თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზა­ნი რა არის?! ის, რომ აა­რი­დოს სას­ჯელს თავი, დრო­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­დეს და ა.შ. სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა თვით­და­ზი­ა­ნე­ბის სის­ტე­მა­ში არის გა­და­სუ­ლი. თქვენ გი­ნა­ხავთ, ერთხელ მა­ინც, ამ ექი­მებ­მა ან სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მო­უ­წო­დონ პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვილს, რომ ის და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ექი­მე­ბის მიერ და­ნიშ­ნულ მკურ­ნა­ლო­ბას?!“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

ბატონო ირაკლი, პარლამენტის კედლის ფერი თქვენ რომ მოგწონთ ის არის, თუ სხვას ისურვებდით? რაღაც ძალიან მონდომებული ხართ.

2012-ის ბასტი ბუბუ
3

როდის იწყებთ 2012-ის დაპირებების შესრულებას?? თუ ესეც ბასტი-ბუბუა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერია დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა - ბასტი-ბუბუში გადავდივართ" - ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე

"შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერია დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა - ბასტი-ბუბუში გადავდივართ" - ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე

შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერია დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მიზანია მიხეილ სააკაშვილის "ნებისმიერი გზით გამოხსნა“ ციხიდან, რისთვისაც "ყველა ნაბიჯზე წავლენ და ყველანაირი სპეკულაცია იქნება გამოყენებული“.

"რა პირად ექიმს არ უშვებენ? - სახალხო დამცველის მთელი კონსილიუმი შეუშვეს. ამას გააკეთებ, სხვა რამე აღმოჩნდება, შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერი არის დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა, აქ მიზანი არის ერთი, მათთვის მარტივი, რომ ნებისმიერი გზით ის გარეთ უნდა გამოიხსნან. ყველა ნაბიჯზე წავლენ, ყველანაირი თვითდაზიანება, სპეკულაცია იქნება ამისთვის გამოყენებული. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რასაც არავინ იხსნის ამ ადამიანის მდგომარეობაზე, მათ შორის მისი უფლებების დაცვაზე.

მივდივართ აბსურდამდე, "სააკაშვილს პუტინის დავალებით ვკლავთ“, იმის გამო, რომ არგუმენტები, საღი ლოგიკა და ჯაჭვი აღარ ჰყოფნით, სიურეალისტური კავშირების დამყარება იწყება. ბასტი-ბუბუში გადავდივართ უკვე, სხვა შეფასება არ აქვს.

თვითდაზიანების მიზანი რა არის?! ის, რომ აარიდოს სასჯელს თავი, დროზე ადრე გათავისუფლდეს, სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს და ა.შ. სააკაშვილი ახლა თვითდაზიანების სისტემაში არის გადასული. თქვენ გინახავთ, ერთხელ მაინც, ამ ექიმებმა ან სახალხო დამცველმა მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, რომ ის დაექვემდებაროს ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობას?!“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.