პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

დაბა მეს­ტი­ა­ში დი­ა­ლი­ზის სერ­ვი­სი ამოქ­მედ­და. პრო­ცე­დუ­რა ორმა პა­ცი­ენ­ტმა უკვე ჩა­ი­ტა­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ჰე­მო­დი­ა­ლი­ზის სერ­ვი­სის გა­სა­წე­ვად შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლია. ად­გილ­ზე პა­ცი­ენ­ტებს რუ­ხის კლი­ნი­კის დი­ა­ლი­ზის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, პა­რა­ლე­ლუ­რად,თბი­ლის­ში გა­დამ­ზა­დე­ბას გა­დი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბი - ორი ექი­მი და ორი ექთა­ნი, რის შემ­დე­გაც ისი­ნი დი­ა­ლი­ზით მო­სარ­გებ­ლე პა­ცი­ენ­ტებს მეს­ტი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

სვა­ნეთ­ში მცხოვ­რებ ჰე­მო­დი­ა­ლიზ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, კვი­რა­ში სამ­ჯერ ზუგ­დიდ­ში ჩას­ვლა უწევ­დათ, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან, და­მა­ტე­ბით დროს­თან და ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად პა­ცი­ენ­ტებს, დი­ა­ლი­ზის თე­რა­პი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რის და­ტო­ვე­ბაც უწევ­დათ.

რე­გი­ო­ნებ­ში დი­ა­ლი­ზის სერ­ვი­სის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში და­ა­ა­ნონ­სა. ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მეს­ტი­ის გარ­და, სერ­ვი­სი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ლან­ჩხუთ­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, თი­ა­ნეთ­სა და ყაზ­ბეგ­შიც ამოქ­მედ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დი­ა­ლი­ზის სერ­ვი­სის გა­მარ­თვის სა­კი­თხში აქ­ტი­უ­რა­და ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ჰოლ­დინ­გი. მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში დი­ა­ლი­ზის კა­ბი­ნე­ტე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ჰოლ­დინ­გის მარ­თვა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებ­ში მო­ე­წყო­ბა.

ავტორი:

მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო ჰემოდიალიზის სერვისის გასაწევად შესაბამისი აპარატურით აღჭურვილია. ადგილზე პაციენტებს რუხის კლინიკის დიალიზის ცენტრის სპეციალისტები მოემსახურებიან, პარალელურად,თბილისში გადამზადებას გადიან ადგილობრივი კადრები - ორი ექიმი და ორი ექთანი, რის შემდეგაც ისინი დიალიზით მოსარგებლე პაციენტებს მესტიის საავადმყოფოში მოემსახურებიან.

სვანეთში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, კვირაში სამჯერ ზუგდიდში ჩასვლა უწევდათ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ.

რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მინისტრმა აპრილის დასაწყისში დააანონსა. ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიის გარდა, სერვისი უახლოეს პერიოდში ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგშიც ამოქმედდება.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინიციატივით, დიალიზის სერვისის გამართვის საკითხში აქტიურადა ჩართული საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი. მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის კაბინეტები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში მოეწყობა.