საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მიერ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადაცემას ეხმაურება და აცხადებს, "დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა“.
"საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი.
გილოცავთ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.
როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
რას გვილოცავ? ჯერ წაგეკითხა მაინც! ტყუილს რომ მოკლე ფეხი აქვს, ევროპელებმაც კარგად იციან!
სანამ ჩვენ ბოლოში გავალთ, მგონია ევროკავშირიც დაიშლება და მოვისვენებთ ყველა ამ ნატოსავით ღია კარებში დგომისგან