საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში გაზი არ ჰქონდათ, ვირთხები დარბოდნენ" - ორი ქორწინება და გზა კრემლის პროპაგანდისტობამდე - როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება
"სახლში გაზი არ ჰქონდათ, ვირთხები დარბოდნენ" - ორი ქორწინება და გზა კრემლის პროპაგანდისტობამდე - როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება

მწე­რა­ლი, სცე­ნა­რის­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ასე მო­იხ­სე­ნი­ებს რუ­სუ­ლი მე­დია პუ­ტი­ნის მე­ხოტ­ბეს, კრემ­ლის მხარ­დამ­ჭერ­სა და ერთ-ერთ მთა­ვარ პრო­პა­გან­დისტს, სა­ხელ­მწი­ფო მა­უ­წყებ­ლის RT-ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს.

მისი პერ­სო­ნა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შემ­დეგ გახ­და, რად­გან სი­მო­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის.

რუ­სე­ბი მისი ცხოვ­რე­ბის გზას "სა­მა­გა­ლი­თოს" უწო­დე­ბენ. რიტა, რო­გორც მას ეძა­ხი­ან, კრას­ნო­დარ­ში და­ი­ბა­და. მის ოჯახს იმ­დე­ნად უჭირ­და, რომ სახ­ლში, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და, არ იყო გაზი, წყა­ლი და ოთა­ხებ­ში ვირ­თხე­ბი დარ­ბოდ­ნენ.

სახ­ლი, სა­დაც სი­მო­ნი­ა­ნი ცხოვ­რობ­და

ჯერ კი­დევ მა­შინ გა­და­წყვი­ტა, რომ სი­ღა­რი­ბეს გაქ­ცე­ო­და და მო­მა­ვალ­ში სიმ­დიდ­რე­ში ეცხოვ­რა, რაც სა­ბო­ლო­ოდ რუსი ფი­უ­რე­რის, პუ­ტი­ნის ერ­თგუ­ლე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით შეძ­ლო...

"პუ­ტინს იმ­ხე­ლა მუხ­ტი აქვს, მისი სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი ერ­თმა­ნე­თის კოც­ნას იწყებს", - ამ­ბობს მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი

სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კა­ში წა­ვი­და. ახა­ლი ცხოვ­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისევ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­მოს­ცა ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ად­გი­ლობ­რივ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ სი­უ­ჟე­ტი გა­ა­კე­თა. რიტა ამ­ბობ­და, რომ მისი ოც­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა იყო. ამის შემ­დეგ მი­იწ­ვი­ეს სტა­ჟი­რე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რივ არხზე და ასე და­ი­წყო მისი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რა, პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის წყა­ლო­ბით. მისი, რო­გორც მწერ­ლის კა­რი­ე­რა, ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­წე­რა წიგ­ნი, რომ­ლის სი­უ­ჟე­ტი მის ბი­ოგ­რა­ფი­ას ჰგავს. რიტა დღემ­დე წერს კუ­ლი­ნა­რი­ულ სტა­ტი­ებს ერთ-ერთი რუ­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად ნა­ნატ­რი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, მარ­გა­რი­ტა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მა­ლუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 6 წელი ცხოვ­რობ­და ჟურ­ნა­ლისტ ან­დრეი ბლა­გო­დი­რენ­კოს­თან.

ან­დრეი ბლა­გო­დი­რენ­კოს­თან ერ­თად

მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი მარ­გა­რი­ტას კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, რომ იმ­დე­ნად იყო კა­რი­ე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ქორ­წილ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა­ზე ფიქ­რის დრო არ ჰქონ­და. უფრო მე­ტიც, მას ეს არ სურ­და.

იმ მო­მენ­ტში სი­მო­ნი­ა­ნის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ფიქ­რობ­და, რომ ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბა ამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებ­და. მის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს კი ოჯა­ხუ­რი კომ­ფორ­ტი სურ­და. წყვილ­მა და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად მოხ­და, რად­გან მათ სა­ერ­თო შვი­ლე­ბი არ ჰყავ­დათ.

2012 წელს მარ­გა­რი­ტას ცხოვ­რე­ბა­ში ტიგ­რან კე­ო­სა­ი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის ტიგ­რა­ნი უკვე ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი იყო. ტიგ­რა­ნი მშობ­ლე­ბის კვალს გაჰ­ყვა, რად­გან მა­მა­მი­სიც ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი იყო, დედა კი მსა­ხი­ო­ბი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მან იცო­და, რომ ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა სურ­და და სცა­და VGIK-ის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ, რო­გორ ცდი­ლობ­და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ე­ხა­და თა­ვი­სი უნი­ჭო შვი­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.

ახლა რე­ჟი­სო­რი რამ­დე­ნი­მე სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი­სა და კლი­პის ავ­ტო­რია. კე­ო­სა­ი­ან­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის გა­და­ღე­ბი­სას გა­იც­ნო. ალე­ნა ხმელ­ნიც­კა­ია, მა­შინ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და კი­ნო­ში.

შეხ­ვედ­რი­დან ერთი წლის შემ­დეგ წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა, ერთი წლის შემ­დეგ კი ალექ­სან­დრას მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. ოჯახს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. მა­შინ ხმელ­ნიც­კა­ი­ამ სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის მა­ღა­ზია გახ­სნა. ტიგ­რა­ნი და ალე­ნა რუ­სეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და ძლი­ერ წყვი­ლად, რუ­სუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ოჯა­ხად ით­ვლე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც კი დას­რუ­ლე­ბა ელო­და. 2011 წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი აი­რია და მალე გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ტიგ­რან­მა და ალე­ნამ მო­ა­ხერ­ხეს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ტიგ­რან კე­ო­სა­ი­ა­ნი პირ­ველ ცოლ­თან და შვილ­თან ერ­თად

სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა ტიგ­რა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მარ­გა­რი­ტა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალი ვერ იჯე­რებ­და, რომ ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც კე­ო­სა­ი­ა­ნი იყო, მი­სით და­ინ­ტე­რეს­და. მა­მა­კა­ცი მას­ზე 15 წლით უფ­რო­სია.

მალე წყვი­ლი ერ­თობ­ლივ­მა ბიზ­ნეს­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ტიგ­რან­მა სოჭ­ში რეს­ტო­რა­ნი "ჟარ­კო“ გახ­სნა. მალე გა­ირ­კვა, რომ მარ­გა­რი­ტას და ტიგ­რანს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და მათ ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ა­ნა შე­ე­ძი­ნათ. რიტა ამ­ჯე­რა­დაც მა­ლავ­და მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი წლის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ მარ­გა­რი­ტა უკვე მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბო­და. ამ­ჯე­რად ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ბაგ­რა­ტი და­არ­ქვა. მხო­ლოდ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს ტიგ­რან­მა და მარ­გა­რი­ტამ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მი­ე­ცათ.

შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ მარ­გა­რი­ტამ კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა მის­თვის, რომ სცე­ნა­რე­ბის წე­რა­ზე გა­და­ერ­თო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი ქმა­რი სე­რი­ალს იღებ­და.

სი­მო­ნი­ა­ნი კრემ­ლის კი­დევ ერთი პრო­პა­გან­დის­ტის, თინა კან­დე­ლა­კის ახლო მე­გო­ბა­რია.

პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი აშუ­ქებ­და ჩეჩ­ნე­თის ომს, ბეს­ლა­ნის ტე­რაქტს, აგ­ვის­ტოს ომს და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მას­ტერკლასს ატა­რებ­და.

მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს პუ­ტი­ნის­გან არა­ერ­თი ჯილ­დო. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ კი, მარ­გა­რი­ტა და მისი ქმა­რიც მოხ­ვდნენ და­სავ­ლე­თის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
1

იქნებ მეუღლეც თან გაჰყოლოდა? გაუჭირდება მარტო ჯოჯოხეთში.

მიმა
0

ნეტა მიშას ქალებიდან დაგეწყოთ და გვარამიათი დაგემთავრებინათ! იქნებ ამათზე გვესსუბრა ? ვის რაში აინტერესებს პუტინის გარემოცვა ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სახლში გაზი არ ჰქონდათ, ვირთხები დარბოდნენ" - ორი ქორწინება და გზა კრემლის პროპაგანდისტობამდე - როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება

"სახლში გაზი არ ჰქონდათ, ვირთხები დარბოდნენ" - ორი ქორწინება და გზა კრემლის პროპაგანდისტობამდე - როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება

მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, ასე მოიხსენიებს რუსული მედია პუტინის მეხოტბეს, კრემლის მხარდამჭერსა და ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტს, სახელმწიფო მაუწყებლის RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.

მისი პერსონა აქტუალური განსაკუთრებულად უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ გახდა, რადგან სიმონიანის განცხადებები შეურაცხმყოფელია უამრავი ადამიანისთვის.

რუსები მისი ცხოვრების გზას "სამაგალითოს" უწოდებენ. რიტა, როგორც მას ეძახიან, კრასნოდარში დაიბადა. მის ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, არ იყო გაზი, წყალი და ოთახებში ვირთხები დარბოდნენ.

სახლი, სადაც სიმონიანი ცხოვრობდა

ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, რომ სიღარიბეს გაქცეოდა და მომავალში სიმდიდრეში ეცხოვრა, რაც საბოლოოდ რუსი ფიურერის, პუტინის ერთგულებითა და მხარდაჭერით შეძლო...

"პუტინს იმხელა მუხტი აქვს, მისი სიტყვით გამოსვლისას, სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთის კოცნას იწყებს", - ამბობს მარგარიტა სიმონიანი

სკოლაში სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში წავიდა. ახალი ცხოვრების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, საცხოვრებლად შტატებში დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ ისევ რუსეთში დაბრუნდა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოსცა ლექსების კრებული, რომელზეც ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი გააკეთა. რიტა ამბობდა, რომ მისი ოცნება ჟურნალისტობა იყო. ამის შემდეგ მიიწვიეს სტაჟირებაზე ადგილობრივ არხზე და ასე დაიწყო მისი ჟურნალისტური კარიერა, პოეტური კრებულის წყალობით. მისი, როგორც მწერლის კარიერა, ამით არ დასრულებულა, მოგვიანებით დაწერა წიგნი, რომლის სიუჟეტი მის ბიოგრაფიას ჰგავს. რიტა დღემდე წერს კულინარიულ სტატიებს ერთ-ერთი რუსული ჟურნალისთვის.

მიუხედავად ნანატრი პოპულარობისა, მარგარიტა ყოველთვის ცდილობდა, რომ პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დამალული ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დაახლოებით 6 წელი ცხოვრობდა ჟურნალისტ ანდრეი ბლაგოდირენკოსთან.

ანდრეი ბლაგოდირენკოსთან ერთად

მათ ურთიერთობაში ბზარი მარგარიტას კარიერული წინსვლის პერიოდში გაჩნდა. მოგვიანებით ამბობდა, რომ იმდენად იყო კარიერაზე ორიენტირებული, რომ ქორწილსა და ურთიერთობების დაკანონებაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მას ეს არ სურდა.

იმ მომენტში სიმონიანისთვის თავისუფალი ურთიერთობა მნიშვნელოვანი იყო და ფიქრობდა, რომ ქორწინების მოწმობა ამ ყველაფერს გააფუჭებდა. მის არაოფიციალურ მეორე ნახევარს კი ოჯახური კომფორტი სურდა. წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, ყველაფერი მარტივად მოხდა, რადგან მათ საერთო შვილები არ ჰყავდათ.

2012 წელს მარგარიტას ცხოვრებაში ტიგრან კეოსაიანი გამოჩნდა. ამ დროისთვის ტიგრანი უკვე ცნობილი რეჟისორი იყო. ტიგრანი მშობლების კვალს გაჰყვა, რადგან მამამისიც ცნობილი რეჟისორი იყო, დედა კი მსახიობი. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან იცოდა, რომ ფილმების გადაღება სურდა და სცადა VGIK-ის სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გაზეთები წერდნენ, როგორ ცდილობდა ცნობილი რეჟისორი ყველა საშუალებით გაეხადა თავისი უნიჭო შვილი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი.

ახლა რეჟისორი რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმისა და კლიპის ავტორია. კეოსაიანმა თავისი პირველი სიყვარული სარეკლამო რგოლის გადაღებისას გაიცნო. ალენა ხმელნიცკაია, მაშინ პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში.

შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა, ერთი წლის შემდეგ კი ალექსანდრას მშობლები გახდნენ. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მაშინ ხმელნიცკაიამ საკუთარი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ტიგრანი და ალენა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძლიერ წყვილად, რუსული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოჯახად ითვლებოდნენ. მაგრამ ყველაზე იდეალურ ურთიერთობასაც კი დასრულება ელოდა. 2011 წლიდან ყველაფერი აირია და მალე განქორწინება გადაწყვიტეს. ტიგრანმა და ალენამ მოახერხეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება.

ტიგრან კეოსაიანი პირველ ცოლთან და შვილთან ერთად

სწორედ მაშინ გამოჩნდა ტიგრანის ცხოვრებაში მარგარიტა. დიდი ხნის განმავლობაში ქალი ვერ იჯერებდა, რომ ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორიც კეოსაიანი იყო, მისით დაინტერესდა. მამაკაცი მასზე 15 წლით უფროსია.

მალე წყვილი ერთობლივმა ბიზნესმა გააერთიანა. ტიგრანმა სოჭში რესტორანი "ჟარკო“ გახსნა. მალე გაირკვა, რომ მარგარიტას და ტიგრანს ერთმანეთი შეუყვარდათ და მათ ქალიშვილი მარიანა შეეძინათ. რიტა ამჯერადაც მალავდა მეორე ნახევარს. საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ მარგარიტა უკვე მეორე შვილს ელოდებოდა. ამჯერად ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბაგრატი დაარქვა. მხოლოდ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტეს ტიგრანმა და მარგარიტამ, რომ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ.

შვილების გაჩენის შემდეგ მარგარიტამ კარიერა მიატოვა, მაგრამ ეს იმდენად მძიმე აღმოჩნდა მისთვის, რომ სცენარების წერაზე გადაერთო, რომლის მიხედვითაც მისი ქმარი სერიალს იღებდა.

სიმონიანი კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ახლო მეგობარია.

პუტინის ფავორიტი აშუქებდა ჩეჩნეთის ომს, ბესლანის ტერაქტს, აგვისტოს ომს და მცდარი ინფორმაციების გავრცელების მასტერკლასს ატარებდა.

მას მიღებული აქვს პუტინისგან არაერთი ჯილდო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, მარგარიტა და მისი ქმარიც მოხვდნენ დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში.