საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა - ამის საჭიროება არ იყო" - ჯანდაცვის მინისტრი
"კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა - ამის საჭიროება არ იყო" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დას­ტურ­დე­ბა, რომ კო­ვიდკ­ლი­ნი­კე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ხელ­მწი­ფომ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი ცა­რი­ელ სა­წო­ლებ­ში გა­და­უ­ხა­და, რისი სა­ჭი­რო­ე­ბაც არ იყო.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­მი­ნის­ტრომ კო­ვიდკ­ლი­ნი­კებს 5-დღი­ა­ნი ვადა და­უ­წე­სა გა­და­სა­წყო­ბად და ამის გამო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ნა­წილ­მა სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა.

რო­გორც აზა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ტო­კო­ლის დამ­რღვე­ვი კო­ვიდკ­ლი­ნი­კე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, როცა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თო სუ­რა­თი ექ­ნე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გე­ბა.

"არა­ნა­ი­რი 5 დღე არ ყო­ფი­ლა. ამ 5 დღით რა­ტომ აპე­ლი­რე­ბენ არ ვიცი. ჩვენ იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბო­დით კლი­ნი­კებ­ში დატ­ვირ­თუ­ლო­ბას. ისიც უნდა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 10-12 ჯგუ­ფი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­დი­ო­და კლი­ნი­კებ­ში. იქ არის მკაც­რი მი­ღე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რა კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვი­თაც უნდა მი­ე­ღო კლი­ნი­კას პა­ცი­ენ­ტი და ასე­ვე არის გა­წე­რის კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი არ სრულ­დე­ბო­და და ხე­ლოვ­ნუ­რად ხდე­ბო­და კლი­ნი­კებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც აქ­ტი­უ­რად და­იც­ვეს პა­ცი­ენ­ტე­ბის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. ისი­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, თი­თო­ე­ულ კლი­ნი­კა­ში უყუ­რებ­დნენ მი­ღე­ბი­სა და გა­წე­რის კრი­ტე­რი­უ­მებს. ზუს­ტად ეს იყო იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ არ მოხ­და კლი­ნი­კე­ბის გა­დავ­სე­ბა და პი­კურ პე­რი­ოდ­ში სა­შუ­ა­ლოდ 6 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი იყო კლი­ნი­კებ­ში. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 9200 სა­წო­ლი, რომ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბაც არ იყო. პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში, იან­ვარ­ში გა­ვა­უქ­მე 1700 სა­წო­ლი, მა­ში­ნაც იყო ბევ­რი პრე­ტენ­ზია და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან სა­ჩივ­რე­ბი, თით­ქოს ქვე­ყა­ნა არას­წო­რად აკე­თებ­და რა­მეს.

ახლა ვხე­დავთ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ სწო­რი იყო. თან ვსა­უბ­რობთ 1700 სა­წოლ­ზე, რო­მე­ლიც ცა­რი­ე­ლი იყო და სა­ხელ­მწი­ფო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დი­და თან­ხას და არ­ცთუ ისე ცო­ტას. კლი­ნი­კებ­ში დატ­ვირ­თუ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლოდ 60% იყო, 40 %-ში კი, სა­ხელ­მწი­ფო ცა­რი­ელ სა­წო­ლებ­ში იხ­დი­და თან­ხას. ზუს­ტად ეს თან­ხა უნდა ყო­ფი­ლი­ყო იმის­თვის საკ­მა­რი­სი, როცა შე­ტყო­ბი­ნე­ბას მივ­ცემ­დით და სა­მარ­თლი­ან ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­და­ვიყ­ვან­დით კლი­ნი­კებს. ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 მი­ლი­არ­დი ლა­რია მი­ნი­მუმ გა­დახ­დი­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში. და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ოდ­ნენ, როცა ექთ­ნებს და ექი­მებს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­დახ­დილ და­ნა­მა­ტებს არ აძ­ლევ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, არის რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა­ში შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დი­რექ­ტო­რე­ბი და მო­ად­გი­ლე­ე­ბი 5-ჯერ 10-ჯერ იზ­რდიდ­ნენ ყო­ველ­თვი­ურ ხელ­ფა­სებს მათ ხარ­ჯზე და სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე.

ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის ხარ­ვე­ზებ­თან, ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­თან, პრო­ტო­კო­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით როცა გვექ­ნე­ბა სა­ერ­თო სუ­რა­თი, და­ვა­სა­ხე­ლებთ კონ­კრე­ტულ კლი­ნი­კებს. და­ნა­შა­ულს თუ ვინ­მე ჩა­დი­ო­და, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. შე­უძ­ლე­ბე­ლია და პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე კონ­კრე­ტულ კლი­ნი­კებს ამ­დიდ­რებ­დეს და ამ არას­წო­რი გზით კლი­ნი­კე­ბი ფულს შო­უ­ლობ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
0

ჯერ სად ხართ, წლები გავა ისეთი მასალები დაიდება .....

?
0

კოვიდსასტუმროები????

ავტორი:

"კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა - ამის საჭიროება არ იყო" - ჯანდაცვის მინისტრი

"კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა - ამის საჭიროება არ იყო" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო.

ამასთან, მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ კოვიდკლინიკებს 5-დღიანი ვადა დაუწესა გადასაწყობად და ამის გამო სამედიცინო პერსონალის ნაწილმა სამსახური დაკარგა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, პროტოკოლის დამრღვევი კოვიდკლინიკების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა სამინისტროს საერთო სურათი ექნება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

"არანაირი 5 დღე არ ყოფილა. ამ 5 დღით რატომ აპელირებენ არ ვიცი. ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკებში დატვირთულობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მკაცრი მიღების კრიტერიუმები, რა კრიტერიუმის მიხედვითაც უნდა მიეღო კლინიკას პაციენტი და ასევე არის გაწერის კრიტერიუმებიც. სამწუხაროდ, არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც აქტიურად დაიცვეს პაციენტების და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ისინი ინდივიდუალურად, თითოეულ კლინიკაში უყურებდნენ მიღებისა და გაწერის კრიტერიუმებს. ზუსტად ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო კლინიკებში. მობილიზებული იყო 9200 საწოლი, რომლის საჭიროებაც არ იყო. პირველივე კვირაში, იანვარში გავაუქმე 1700 საწოლი, მაშინაც იყო ბევრი პრეტენზია და ტელევიზიებთან საჩივრები, თითქოს ქვეყანა არასწორად აკეთებდა რამეს.

ახლა ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ სწორი იყო. თან ვსაუბრობთ 1700 საწოლზე, რომელიც ცარიელი იყო და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ისე ცოტას. კლინიკებში დატვირთულობა საშუალოდ 60% იყო, 40 %-ში კი, სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, როცა შეტყობინებას მივცემდით და სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში. დანაშაულს ჩადიოდნენ, როცა ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევა, როდესაც დირექტორები და მოადგილეები 5-ჯერ 10-ჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასებს მათ ხარჯზე და სახელმწიფოს ხარჯზე.

ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან, პროტოკოლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით როცა გვექნება საერთო სურათი, დავასახელებთ კონკრეტულ კლინიკებს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ არასწორი გზით კლინიკები ფულს შოულობდნენ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.