"გაზპრომბანკის“ ვიცე პრეზიდენტმა, იგორ ვოლობუევმა რუსეთი დატოვა, უკრაინაში გაემგზავრა და აპირებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს. ამის შესახებ მან The Insider-ის რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ვოლობუევის თქმით, ის სუმის რეგიონში, ოხტირკაში დაიბადა.
"მე აღარ შემეძლო რუსეთში ყოფნა. ეროვნებით უკრაინელი ვარ, ოხტირკაში დავიბადე და ვეღარ დავაკვირდებოდი შორიდან თუ რას აკეთებს რუსეთი ჩემს სამშობლოში. ჩემი დაბრუნება მონანიებას ჰგავს, რუსული წარსული მინდა ჩამოვირეცხო. მე მსურს დავრჩე უკრაინაში გამარჯვებამდე“, - ამბობს ვოლობუევი.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნება 2004 წლიდან სურდა, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო, ამის გაკეთება ვერ შეძლო. ვოლობუევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას სამხედრო დანაშაული უწოდა.
მანვე კომენტარი გააკეთა "გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევისა და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალებაზე. მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ავაევმა ჯერ ცოლ-შვილი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ვოლობუევი კი ამბობს, რომ მისი აზრით, თვითმკვლელობის სცენარი დადგეს.
"არ მჯერა, რომ მას შეეძლო ცოლ-შვილის მოკვლა, მჯერა რომ ეს დადგმულია. რატომ? ძნელი სათქმელია, შეიძლება რაღაც იცოდა, რაღაც საფრთხეს უქმნიდა", - ამბობს ის.
იქნებ ჩვენმა ოლიგარქმაც მიბაძოს?
ცოტა ხიმ არ დაგაგვიანდა მონანიება?