მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს..." - რაზე ისაუბრეს ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა ზელენსკისთან: შეხვედრის დეტალები და ფოტოები
"რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს..." - რაზე ისაუბრეს ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა ზელენსკისთან: შეხვედრის დეტალები და ფოტოები

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი­სა და თავ­დაც­ვის მდი­ვან, ლოიდ ოს­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს "ფე­ის­ბუქ­ზე“ ეხ­მი­ა­ნე­ბა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"აშშ-ის მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი უკ­რა­ი­ნის­თვის ამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში, ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მად­ლო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბის­თვის!“- წერს ზე­ლენ­სკი.

მისი თქმით, ვი­ზი­ტის დროს გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის­თვის თავ­დაც­ვის სფე­რო­ში დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ის სა­კი­თხე­ბი, ასე­ვე რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­თან და თავ­დაც­ვის მდი­ვან ლოიდ ოს­ტინ­თან გან­ვი­ხი­ლეთ თავ­დაც­ვი­თი დახ­მა­რე­ბა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა, უკ­რა­ი­ნის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია,“- წერს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი.

"რუ­სე­თი მარ­ცხდე­ბა, უკ­რა­ი­ნა წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს, რუ­სე­თი ცდი­ლობ­და უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წარ­თმე­ვას, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა", -ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი ცდი­ლობ­და სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძალა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, მაგ­რამ მსოფ­ლიო სა­პი­რის­პი­როს ხე­დავს.

"ის ცდი­ლობ­და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი ძალა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სა­პი­რის­პი­როს ვხე­დავთ.

არ ვი­ცით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ომი, მაგ­რამ ვი­ცით, რომ სუ­ვე­რე­ნუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნა გა­ცი­ლე­ბით დიდ­ხანს იარ­სე­ბებს, ვიდ­რე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი”, - აღ­ნიშ­ნა ბლინ­კენ­მა.

მისი თქმით, აშშ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას ბო­ლომ­დე, სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვამ­დე გა­აგ­რძე­ლებს.

“ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ის გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბას არ ვი­ხი­ლავთ”, - აღ­ნიშ­ნა ბლინ­კენ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი და ლოიდ ოს­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას გუ­შინ სტუმ­რობ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
9

რაც.უფრო.მეტ.იარაღი შეაქვს უკრაინაში მით უფრო ანგრევინებს თავის ქვეყანას ეს მსახიობი პრეზიდენტი

ვაჟა
6

ეს კაცი მომსახურეობის არეალიდა არის გასული!!!

ავტორი:

"რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს..." - რაზე ისაუბრეს ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა ზელენსკისთან: შეხვედრის დეტალები და ფოტოები

"რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს..." - რაზე ისაუბრეს ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა ზელენსკისთან: შეხვედრის დეტალები და ფოტოები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტს "ფეისბუქზე“ ეხმიანება და შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!“- წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ვიზიტის დროს განიხილეს უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში დახმარების აღმოჩენის, ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიის საკითხები, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება.

"სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან განვიხილეთ თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტია,“- წერს უკრაინის პრეზიდენტი.

"რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს, რუსეთი ცდილობდა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წართმევას, მაგრამ ვერ მოახერხა", -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური ძალა დაემტკიცებინა, მაგრამ მსოფლიო საპირისპიროს ხედავს.

"ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სამხედრო, ეკონომიკური ძალა. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ.

არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი”, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ უკრაინის მხარდაჭერას ბოლომდე, საბოლოო წარმატების მიღწევამდე გააგრძელებს.

“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ”, - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას გუშინ სტუმრობდნენ.