მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ირაკლი კობახიძის პროფესორი მეუღლე, რომელიც ქმრის გვერდით საჯაროდ არასდროს ჩნდება - "ოცნების" ლიდერის ოჯახი და ქონებრივი დეკლარაცია (ფოტოები)
ვინ არის ირაკლი კობახიძის პროფესორი მეუღლე, რომელიც ქმრის გვერდით საჯაროდ არასდროს ჩნდება - "ოცნების" ლიდერის ოჯახი და ქონებრივი დეკლარაცია (ფოტოები)

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე წლე­ბია, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს. ის ერთ-ერ­თია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს შო­რის, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტად დარ­ჩა. მას ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ოპო­ზი­ცია და თა­ვა­დაც ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით.

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა­ში მუ­სი­კა­ზე და გი­ტა­რა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, გრძელ ვარ­ცხნი­ლო­ბას ვერ შე­ე­ლია და ამი­ტომ მისი თმა, პატ­რონ­თან ერ­თად, ხში­რად ხდე­ბა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

პო­ლი­ტი­კოს­მა დეკ­ლა­რა­ცია 2022 წლია იან­ვარ­ში შე­ავ­სო. ჰყავს პრო­ფე­სო­რი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძე და ორი ვაჟი, გი­ორ­გი და ნიკო. კო­ბა­ხი­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2016 წელს თბი­ლის­ში წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე აჩუ­ქეს 20 კვ.მ. ავ­ტო­ფა­რე­ხი და 157.8 კვ. მ. ბინა, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე. უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა 2020 წელს Mercedes-Benz Sclass-ის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა 20 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ფლო­ბენ ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს პო­ლი­ტი­კო­სის ან­გა­რიშ­ზე თი­ბი­სი ბან­კში 60 ათა­სი დო­ლა­რი ირი­ცხე­ბო­და, საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე კი - 1104.52 ლარი.

ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძე ვაჟ­თან ერ­თად

ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 283,94 ლარი, თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე - 2144,5 ლარი.

2021 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ რო­გორც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 13989,6 ლარი მი­ი­ღო, ხოლო პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ერთი წლის მან­ძილ­ზე - 63 580,32 ლარი.

მე­უღ­ლე - ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძე

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძე სსიპ სა­ჯა­რო და კერ­ძო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა, სა­დაც ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით 48 851,74 ლარი მი­ი­ღო. მო­წო­ნე­ლი­ძე ასე­ვე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია და 2021 წლის მან­ძილ­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით 11 472 ლარი და­ე­რი­ცხა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ორი­ვე ვაჟი კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლეა. გა­სულ სას­წავ­ლო წელს უფ­რო­სი შვი­ლის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში პო­ლი­ტი­კოს­მა 10057,59 ლარი გა­და­ი­ხა­და, უმ­ცრო­სი შვი­ლის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში კი 8398,02 ლარი.

მი­უ­ხე­და­ვად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბი­სა, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არა­სო­დეს ჩნდე­ბა სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში და სა­ყო­ველ­თაო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ოჯახ­თან ერ­თად მი­დი­ან... ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე შვი­ლე­ბით მი­დის.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძე სა­ჯა­რო და კერ­ძო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია, რო­მე­ლიც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წი­ნა­შე. სა­ა­გენ­ტო “სა­ჯა­რო და კერ­ძო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის” შე­სა­ხებ 2018 წლის 4 მა­ი­სის კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა, ხოლო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 2019 წლის თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო.

სა­ჯა­რო და კერ­ძო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

სა­ა­გენ­ტოს სა­იტ­ზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­ჯდო­მა­რე ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძეა. ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე კი უამ­რა­ვი ფო­ტოა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ქალი შეხ­ვედ­რებს პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან მარ­თავს.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ჭო­რის სა­ხით, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­და და მარ­ტო ცხოვ­რობს, თუმ­ცა მო­წო­ნე­ლი­ძე მე­უღ­ლის ბოლო დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და ასე­ვე მო­ვი­პო­ვეთ ბოლო დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ერთ-ერთი ფოტო, სა­დაც ცოლ-ქმა­რი შვი­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
12

ირაკლი კობახიძის განათლება ინტელექტის მქონე, ნაცხებს არც უფროსებში არც დღევანდელში და არც მომავალში არავინ ჰყავთ, რადგან ბოღმა არსებებს მომავალიც ბოღმით გატენილი ჰყავთ, ასეთები კი ჭკუაზე მოკლულები არიან. ღმერთმა გაუმარჯოს კობახიძეს და მათ გუნდს და აღვაწოს საქართველოს მშვიდობოსათვის და კეთილდღეობისთვის, ამდენ ერის მოღალატე უსამშობლოები გადამკიდეთაგან ყოველ ნაბიჯზე საქართველოს წინსვლისთვის ფეხის დადების გამო.

იიი უსწავლია
57

ამის განთლებას რო ინდულგეციად დებენ, ის მომენტი. მსიფლიოში ციხეები სავსეა ამაზე უფრო განათლებულებით, და რაა რო?! 

ავტორი:

ვინ არის ირაკლი კობახიძის პროფესორი მეუღლე, რომელიც ქმრის გვერდით საჯაროდ არასდროს ჩნდება - "ოცნების" ლიდერის ოჯახი და ქონებრივი დეკლარაცია (ფოტოები)

ვინ არის ირაკლი კობახიძის პროფესორი მეუღლე, რომელიც ქმრის გვერდით საჯაროდ არასდროს ჩნდება - "ოცნების" ლიდერის ოჯახი და ქონებრივი დეკლარაცია (ფოტოები)

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წლებია, რაც აქტუალურობას არ კარგავს. ის ერთ-ერთია "ქართული ოცნების" წევრებს შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად დარჩა. მას ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია და თავადაც ხშირად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით.

თინეიჯერობაში მუსიკაზე და გიტარაზე შეყვარებული პოლიტიკოსი, გრძელ ვარცხნილობას ვერ შეელია და ამიტომ მისი თმა, პატრონთან ერთად, ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი.

ქონებრივი დეკლარაცია

პოლიტიკოსმა დეკლარაცია 2022 წლია იანვარში შეავსო. ჰყავს პროფესორი მეუღლე ნატალია მოწონელიძე და ორი ვაჟი, გიორგი და ნიკო. კობახიძის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს თბილისში წყნეთის გზატკეცილზე აჩუქეს 20 კვ.მ. ავტოფარეხი და 157.8 კვ. მ. ბინა, ამავე მისამართზე. უმრავლესობის ლიდერმა 2020 წელს Mercedes-Benz Sclass-ის მსუბუქი ავტომანქანა 20 000 დოლარად შეიძინა.

ირაკლი კობახიძე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციის შევსების დროს პოლიტიკოსის ანგარიშზე თიბისი ბანკში 60 ათასი დოლარი ირიცხებოდა, საკრედიტო ბარათზე კი - 1104.52 ლარი.

ნატალია მოწონელიძე ვაჟთან ერთად

ნატალია მოწონელიძეს "საქართველოს ბანკი" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 283,94 ლარი, თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 2144,5 ლარი.

2021 სასწავლო წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სახელფასო სარგოს სახით 13989,6 ლარი მიიღო, ხოლო პარლამენტში მუშაობის პერიოდში, ერთი წლის მანძილზე - 63 580,32 ლარი.

მეუღლე - ნატალია მოწონელიძე

დეკლარაციის მიხედვით, ნატალია მოწონელიძე სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეა, სადაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ხელფასის სახით 48 851,74 ლარი მიიღო. მოწონელიძე ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და 2021 წლის მანძილზე ხელფასის სახით 11 472 ლარი დაერიცხა.

ირაკლი კობახიძის ორივე ვაჟი კერძო სკოლის მოსწავლეა. გასულ სასწავლო წელს უფროსი შვილის სწავლის გადასახადში პოლიტიკოსმა 10057,59 ლარი გადაიხადა, უმცროსი შვილის სწავლის გადასახადში კი 8398,02 ლარი.

მიუხედავად ირაკლი კობახიძის საჯარო ცხოვრებისა, ხელშეუხებელია მისი პირადი ცხოვრება. ის მეუღლესთან ერთად არასოდეს ჩნდება საჯარო ადგილებში და საყოველთაო დღესასწაულებზე, სადაც პოლიტიკოსები ოჯახთან ერთად მიდიან... ირაკლი კობახიძე შვილებით მიდის.

როგორც მოგახსენეთ, ნატალია მოწონელიძე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში მუშაობს. ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სააგენტო “საჯარო და კერძო თანამშრომლობის” შესახებ 2018 წლის 4 მაისის კანონის საფუძველზე შეიქმნა, ხოლო ფუნქციონირება 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სააგენტოს საიტზე ვკითხულობთ, რომ მისი ამჟამინდელი თავჯდომარე ნატალია მოწონელიძეა. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი უამრავი ფოტოა გამოქვეყნებული, სადაც ქალი შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან მართავს.

ირაკლი კობახიძის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორის სახით, რომ მეუღლეს დაშორდა და მარტო ცხოვრობს, თუმცა მოწონელიძე მეუღლის ბოლო დეკლარაციაშია მოხსენიებული და ასევე მოვიპოვეთ ბოლო დროს გადაღებული ერთ-ერთი ფოტო, სადაც ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ისვენებს.