მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტების დეფიციტი აღმოფხვრილია
თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტების დეფიციტი აღმოფხვრილია

თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის, იაფი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი აღ­მო­ფხვრი­ლია. რო­გორც სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ დრო­ის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

რო­გორც "ფარ­მა­დე­პოს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, მათ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე დე­ფი­ცი­ტი იყო, თუმ­ცა არა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

"გარ­კვე­ულ აფ­თი­ა­ქებ­ში შე­იძ­ლე­ბა იყო დრო­ე­ბი­თი დე­ფი­ცი­ტი. ვმუ­შა­ობთ, რომ დრო­უ­ლად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ ნაშ­თებ­ზე მო­თხოვ­ნა. "ფარ­მა­დე­პოს“ თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ბევ­რი ნაშ­თი აქვს. ჩვენ­თან არის 60-მდე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი, ამ­დე­ნი ნაშ­თი სხვა­გან არ­სად ფიქ­სირ­დე­ბა“,-აღ­ნიშ­ნა­ვენ "ფარ­მა­დე­პო­ში“.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებს, რო­გორც "პსპ“-ში, "ავერსსა“ და "იმ­პექსში“ გან­მარ­ტა­ვენ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ ყო­ფი­ლა და თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის, იაფი მე­დი­კა­მენ­ტე­ბია ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ეკა­ტე­რი­ნე ადა­მი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა შე­ის­ყი­და, რის გა­მოც მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა.

შე­გახ­სე­ნებთ, თურ­ქე­თის ბა­ზა­რი, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და და­ბა­ლი ფა­სის მქო­ნე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა შე­მო­ვი­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე წლის 17 იან­ვარს გა­იხ­სნა. რო­გორც მთავ­რო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, თურ­ქე­თის ბაზ­რის გახ­სნის შე­დე­გად, მო­სახ­ლე­ო­ბას 200-მდე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტზე ხარ­ჯე­ბი გა­უ­იაფ­დე­ბა.

!!!
0

გაავსეს ქვეყანა ნაგავით!

ავტორი:

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტების დეფიციტი აღმოფხვრილია

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტების დეფიციტი აღმოფხვრილია

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტების დეფიციტი აღმოფხვრილია. როგორც სააფთიაქო ქსელებში განმარტავენ, ამ დროისთვის მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.

როგორც "ფარმადეპოს“ წარმომადგენელი "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათ სააფთიაქო ქსელში გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი იყო, თუმცა არა მნიშვნელოვანი.

"გარკვეულ აფთიაქებში შეიძლება იყო დროებითი დეფიციტი. ვმუშაობთ, რომ დროულად დავაკმაყოფილოთ ნაშთებზე მოთხოვნა. "ფარმადეპოს“ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ყველაზე ბევრი ნაშთი აქვს. ჩვენთან არის 60-მდე დასახელების მედიკამენტი, ამდენი ნაშთი სხვაგან არსად ფიქსირდება“,-აღნიშნავენ "ფარმადეპოში“.

რაც შეეხება სხვა სააფთიაქო ქსელებს, როგორც "პსპ“-ში, "ავერსსა“ და "იმპექსში“ განმარტავენ, მედიკამენტების დეფიციტი არ ყოფილა და თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტებია ხელმისაწვდომია.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ადამიამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მოსახლეობამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეისყიდა, რის გამოც მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა.

შეგახსენებთ, თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 17 იანვარს გაიხსნა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ხარჯები გაუიაფდება.