მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი ამოქმედდა
დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი ამოქმედდა

რუს­თა­ვის მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რუს­თავ-თბი­ლი­სის მარ­შრუტ­ზე მგზავ­რო­ბის გაძ­ვი­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუს­თა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მათი გან­მარ­ტე­ბით, მე­რი­ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კერ­ძო სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია „ინ­ტერტრან­სის“ მხრი­დან მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რად გაზ­რდას მოჰ­ყვა.

რუს­თა­ვის მე­რის ნინო ლა­ცა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­დე­ბა.

"გუნ­დმა ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დღე­ი­დან რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ივ­ლის M3 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­ბუ­სე­ბი. ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შექ­მე­ნით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მგზავ­რო­ბის ფასი 50 თეთ­რია, სტან­დარ­ტუ­ლი ტა­რი­ფი კი 1,50 თეთ­რი. პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვი­წყეთ და ვაგ­რძე­ლებთ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი "ინ­ტერტრანსთან“ მი­მარ­თე­ბა­ში. გუ­შინ გვქონ­და მათ­თან შეხ­ვედ­რა და და­ვა­ჯა­რი­მეთ კომ­პა­ნია. დარ­ღვე­უ­ლია სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო პი­რო­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი, ჩვენ მათ­თან რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, რომ კომ­პრო­მი­სამ­დე მი­ვი­დეთ. მა­ნამ­დე რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოძ­რა­ვებს კომ­ფორ­ტუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნინო ლა­ცა­ბი­ძემ.

რუს­თა­ვის მე­რის თქმით, ავ­ტო­ბუ­სე­ბი რუს­თა­ვის გა­სას­ვლე­ლი­დან ის­ნის მეტ­რომ­დე 20 წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მგზავ­რებს.

"ეს არის მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიერ, იმ დროს რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი. ავ­ტო­ბუ­სე­ბი იმოძ­რა­ვებს რუს­თა­ვის გა­სას­ვლე­ლი­დან ის­ნის მეტ­რომ­დე. ეს არის მაქ­სი­მუ­მი რისი გა­კე­თე­ბაც ჩვენ ამ ეტაპ­ზე შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა რუს­თა­ვე­ლე­ბის­თვის. ჩვენ დღე­ი­დან და­ვი­წყებთ ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, რომ ეს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სი კი­დევ უფრო გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ.“, - გა­ნა­ცხა­და რუს­თა­ვის მერ­მა.

პირ­ვე­ლი ავ­ტო­ბუ­სით, დღეს დი­ლით სტუ­დენ­ტებ­თან და სხვა მგზავ­რებ­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის მერ­მა, რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვილ­მა და საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­მაც იმ­გზავ­რეს.

"ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ასე მყი­სი­ე­რად მოხ­და რუს­თა­ვე­ლე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად რუს­თა­ვი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტრან­სპორ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა. რო­გორც ვიცი, რუს­თა­ვის მე­რი­ას კომ­პა­ნია "ინ­ტერტრანსთან“ და­წყე­ბუ­ლი აქვს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ა­ჯა­რი­მა კი­დეც. ეს პე­რი­ო­დი ავ­ტო­ბუ­სე­ბი იმოძ­რა­ვებს სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში და მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა მგზავ­რთა ნა­კა­დის დათ­ვლა, ყო­ველ­დღი­უ­რად შე­ვეც­დე­ბით, რომ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ეს სერ­ვი­სი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვილ­მა.

რუს­თა­ვის მე­რი­ის ცნო­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე ავ­ტო­ბუ­სე­ბი რუს­თა­ვის გა­სას­ვლე­ლი­დან, ის­ნის მეტ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოძ­რა­ვე­ბენ და მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა „ინ­ტერტრან­სის“ ფას­ზე თით­ქმის ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი- 1.50 ლარი იქ­ნე­ბა. მათი გან­მარ­ტე­ბით, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სით ისარ­გებ­ლე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვი­დან თბი­ლი­სამ­დე მგზავ­რო­ბა­ში მხო­ლოდ 50 თეთ­რს გა­და­იხ­დი­ან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა დაითვალეთ კარგად
0

ძველი რუსთავიდან რომ მიხვიდე ავტობუსის გაჩერებამდე და იმგზავრო 1,50 ლარიანი ავტობუსით ისნამდე და შემდეგ ისნიდან გახვიდე ვაგზალზე სულ დაგეხარჯებათ 3,30 ლარი . თუ ძველი რუსთავიდან გაყვები ვაგზალზე მიმავალ მარშრუტკას გადაიხდი 2,50 ლარს , ანუ 0,80 ლარით ნაკლებს და სადაა შეღავათიანი მგზავრობა . თანაც რატომ მიგაჩნიათ რომ მთელი რ უ ს თ ა ვ ი ს მოსახლეობა დადის მაინც და მაინც ი ს ა ნ შ ი . რა არის ეს.

გვანცა
3

უკაცრავად ისანი სად არის ვინ მეტყვიის?? და სამედიცინო ინსტიტუტში როგორმე მოვხვდები თუ კომპასით ვიარო რომ არ დავიკარგო???? დანიშნეთ სპორტსასახლე და ვაგზლის მოედნის ხაზი გთხოოვთ მერიას სტუდენტები,

sponsored by ContentRoom
ავტორი:

დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი ამოქმედდა

დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი ამოქმედდა

რუსთავის მერის ინიციატივით, რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის გაძვირებიდან მეორე დღესვე, დედაქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი განმარტებით, მერიის ეს გადაწყვეტილება კერძო სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსის“ მხრიდან მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდას მოჰყვა.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რუსთაველების ინტერესები და მგზავრთა გადაყვანის სერვისის გაუმჯობესება ძალიან სწრაფად მოხდება.

"გუნდმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის M3 კატეგორიის ავტობუსები. ჩვენ მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის შექმენით ალტერნატიული გადაადგილების საშუალება. სტუდენტებისთვის მგზავრობის ფასი 50 თეთრია, სტანდარტული ტარიფი კი 1,50 თეთრი. პარალელურად დავიწყეთ და ვაგრძელებთ სამართლებრივი პროცედურები ,,ინტერტრანსთან“ მიმართებაში. გუშინ გვქონდა მათთან შეხვედრა და დავაჯარიმეთ კომპანია. დარღვეულია სახელშეკრულებო პირობების რამდენიმე მუხლი, ჩვენ მათთან რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კომპრომისამდე მივიდეთ. მანამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს კომფორტული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების ავტობუსები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის თქმით, ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე 20 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება მგზავრებს.

"ეს არის მარშრუტი, რომელიც დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ, იმ დროს როდესაც მე ვიყავი საკრებულოს წევრი. ავტობუსები იმოძრავებს რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე. ეს არის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვეძლო გაგვეკეთებინა რუსთაველებისთვის. ჩვენ დღეიდან დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რომ ეს მუნიციპალური სერვისი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

პირველი ავტობუსით, დღეს დილით სტუდენტებთან და სხვა მგზავრებთან ერთად, ქალაქის მერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმაც იმგზავრეს.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე მყისიერად მოხდა რუსთაველებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან, ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზება. როგორც ვიცი, რუსთავის მერიას კომპანია ,,ინტერტრანსთან“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები სახელშეკრულებო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით და დააჯარიმა კიდეც. ეს პერიოდი ავტობუსები იმოძრავებს სატესტო რეჟიმში და მას შემდეგ, რაც მოხდება მგზავრთა ნაკადის დათვლა, ყოველდღიურად შევეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ ეს სერვისი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან, ისნის მეტროს მიმართულებით იმოძრავებენ და მგზავრობის ღირებულება „ინტერტრანსის“ ფასზე თითქმის ორჯერ ნაკლები- 1.50 ლარი იქნება. მათი განმარტებით, შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც რუსთავიდან თბილისამდე მგზავრობაში მხოლოდ 50 თეთრს გადაიხდიან.