მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავა“, "ზალუა“ და კიდევ 7 პირი "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დააკავეს: ქურდული "გარჩევა" დისტანციურად - იხილეთ საქმის დეტალები
"თავა“, "ზალუა“ და კიდევ 7 პირი "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დააკავეს: ქურდული "გარჩევა" დისტანციურად - იხილეთ  საქმის დეტალები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­სა და ზეს­ტა­ფონ­ში 9 პირი და­ა­კა­ვეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. ე. (მეტ­სა­ხე­ლად "თავა“), 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ., 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. (მეტ­სა­ხე­ლად "ზა­ლუა“), 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.მ., 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ბ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ც.,

1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ. და 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ჯ. კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბი - ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის“ მო­სა­წყო­ბად სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ - ლ.ჩ.-ს და­უ­კავ­შირ­დნენ, რო­მე­ლიც "ქურ­დულ გარ­ჩე­ვა­ში“ დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თო და ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს - ლ.ბ.-ს, მე­ო­რე ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ, დად­გე­ნილ ვა­და­ში 10 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

მხა­რე­ებს შო­რის ფი­ნან­სუ­რი და­ვის სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­მა "ქურ­დუ­ლი“ გარ­ჩე­ვა რამ­დენ­ჯერ­მე მო­ა­წყვეს, რომ­ლებ­შიც სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ - ი. ხ.-ც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სის­ტე­მა­ტუ­რად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ და­ვას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, ა.ჯ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, 2 ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის", "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე სსკ-ს 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
7

ქოცებო ხო მოაბრუნეთ ქურდები და აბაირამებთ, როგორც არასდროს ჰა?

რაკუნი
3

თავა კიდევ ხო, მაგრამ ზალუპა რატომ დაარქვეს კაი ბიჭს, ესაა საინტერესო...

ავტორი:

"თავა“, "ზალუა“ და კიდევ 7 პირი "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დააკავეს: ქურდული "გარჩევა" დისტანციურად - იხილეთ საქმის დეტალები

"თავა“, "ზალუა“ და კიდევ 7 პირი "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დააკავეს: ქურდული "გარჩევა" დისტანციურად - იხილეთ  საქმის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში 9 პირი დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"1981 წელს დაბადებული ვ. ე. (მეტსახელად "თავა“), 1980 წელს დაბადებული დ.კ., 1977 წელს დაბადებული ზ.მ. (მეტსახელად "ზალუა“), 1970 წელს დაბადებული ვ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ც.,

1973 წელს დაბადებული ლ.მ. და 1967 წელს დაბადებული გ.ბ. "ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. 1980 წელს დაბადებული ა. ჯ. კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს“ წევრები - ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდს“ - ლ.ჩ.-ს დაუკავშირდნენ, რომელიც "ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს - ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული სამყაროს“ წევრებმა "ქურდული“ გარჩევა რამდენჯერმე მოაწყვეს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი“ - ი. ხ.-ც მონაწილეობდა.

ბრალდებულები ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას აქტიურად განიხილავდნენ.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.