საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში... ჩვენ ვემზადებით ამისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
"რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში... ჩვენ ვემზადებით ამისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მო­მა­ვა­ლი კვი­რა ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­და­დის.

"შემ­დე­გი კვი­რა ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც მიმ­დი­ნა­რე, რო­გო­რიც წინა. ის ისე­თი­ვე და­ძა­ბუ­ლი და კი­დევ უფრო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იქ­ნე­ბა. რუ­სეთს კი­დევ უფრო შე­ე­შინ­დე­ბა. შე­ე­შინ­დე­ბა წა­გე­ბის, შე­ე­შინ­დე­ბა იმის, რომ სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბა მო­უ­წევს. რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი გა­დავ­ლენ კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მოქ­მე­დე­ბებ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ კი­დევ უფრო მეტ რა­კე­ტას ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ, კი­დევ უფრო მეტ სა­ჰა­ე­რო ბომ­ბებს, მაგ­რამ ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ამის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბი მზად არი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად მი­წო­დე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბას გეგ­მავს.

ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ იმა­ზე, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს ეკის­რე­ბა.

"მახ­სოვს, ყვე­ლას გვახ­სოვს, წიგ­ნე­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შე­სა­ხებ და ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ეშ­მა­კის - ადოლფ ჰიტ­ლე­რის შე­სა­ხებ. არი­ან თუ არა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ომში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ? ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნება დარ­თეს გერ­მა­ნულ ძა­ლებს მთელ ევ­რო­პა­ში გა­ე­ლაშ­ქრათ? არის თუ არა მსოფ­ლიო გე­ნო­ციდ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? დიახ. დიახ, არის.

  • "რო­დე­საც შე­გიძ­ლია და­ხუ­რო ცა - დიახ, სა­ში­ნე­ლე­ბაა, რომ მსოფ­ლიო ომი და­ი­წყოს. სა­ში­ნე­ლე­ბაა. მე მეს­მის ეს და არ შე­მიძ­ლია ამ ხალ­ხზე ზე­წო­ლა, რად­გან ყვე­ლას ეში­ნია ომის. მაგ­რამ არის თუ არა მსოფ­ლიო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამა­ზე, მი­მაჩ­ნია, რომ კი. მე ასე ვთვლი. ყო­ველ­დღე და­დე­ქით სარ­კის წინ და ჰკი­თხეთ სა­კუ­თარ თავს, შე­ძე­ლით რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა? ან ვერ შე­ძე­ლით? ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს სარ­კე­ში იპო­ვით, მე­ო­რე კი­თხვა­ზეც - ვინ ხარ შენ?“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ გამ­ბე­და­ო­ბა, აღი­ა­რონ თა­ვი­ან­თი შეც­დო­მე­ბი, მო­ი­ხა­დონ ბო­დი­ში, მო­ერ­გონ რე­ა­ლო­ბას, ისი­ნი იქ­ცე­ვი­ან მონ­სტრე­ბად და რო­დე­საც სამ­ყა­რო ამას უგუ­ლე­ბელ­ყოფს, მონ­სტრე­ბი წყვე­ტენ, რომ სწო­რედ სამ­ყა­რო უნდა მო­ერ­გოს მათ. უკ­რა­ი­ნა ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტილს და­უს­ვამს, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, დად­გე­ბა დღე, როცა რუ­სებს სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბა მო­უ­წევთ.

  • “რუ­სულ სიმ­ხდა­ლეს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. დად­გე­ბა დღე, როცა ყვე­ლაფ­რის აღი­ა­რე­ბა მო­უ­წევთ. სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბა - მთე­ლი ჩვე­ნი ძალა და ყო­ვე­ლი წუთი სწო­რედ ამა­ზეა მი­მარ­თუ­ლი. თავ­დაც­ვა, დიპ­ლო­მა­ტია, ეკო­ნო­მი­კა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - გვაქვს მოქ­მე­დე­ბის ალ­გო­რით­მე­ბი ყვე­ლა სფე­რო­ში.

როცა სიმ­ხდა­ლე იზ­რდე­ბა, ის კა­ტას­ტრო­ფად გა­და­იქ­ცე­ვა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ გამ­ბე­და­ო­ბა, აღი­ა­რონ თა­ვი­ან­თი შეც­დო­მე­ბი, მო­ი­ხა­დონ ბო­დი­ში, მო­ერ­გონ რე­ა­ლო­ბას, ის­წავ­ლონ, ისი­ნი იქ­ცე­ვი­ან მონ­სტრე­ბად და რო­დე­საც სამ­ყა­რო ამას უგუ­ლე­ბელ­ყოფს, მონ­სტრე­ბი წყვე­ტენ, რომ სწო­რედ სამ­ყა­რო უნდა მო­ერ­გოს მათ. უკ­რა­ი­ნა ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტილს და­უს­ვამს,”- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
1

ხალხი გეხოცება ქალაქები ნადგურდება და ამდოს თქვენი მთავრობა საქართველოსთვის იცლის და წერილს წერილზე აცხობს ,რას და ვი როლს თამაშობთ დაიწყეთ მოლაპარაკებები ამდენი მსხვერპლით ვერ გაუძღვები ქვეყნის აღდგენას,დიდება ს ა ქ ა რ თ ე ლ ო ს და მშვიდობა უკრაინას🇬🇪🇺🇦

ეეჰ
2

საკუთარი მთავრობისაგან გაყიდული საბრალო უკრაინელები! 

ავტორი:

"რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში... ჩვენ ვემზადებით ამისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში... ჩვენ ვემზადებით ამისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალი კვირა ძალიან დაძაბული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადადის.

"შემდეგი კვირა ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც მიმდინარე, როგორიც წინა. ის ისეთივე დაძაბული და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება. რუსეთს კიდევ უფრო შეეშინდება. შეეშინდება წაგების, შეეშინდება იმის, რომ სიმართლის აღიარება მოუწევს. რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, გამოიყენებენ კიდევ უფრო მეტ რაკეტას ჩვენ წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტ საჰაერო ბომბებს, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ამისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელი დამცველები მზად არიან. ხელისუფლება კი უკრაინისთვის იარაღის კიდევ უფრო აქტიურად მიწოდებას და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.

ზელენსკი აცხადებს, რომ იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, პასუხისმგებლობა მსოფლიოს ეკისრება.

"მახსოვს, ყველას გვახსოვს, წიგნები მეორე მსოფლიო ომის შესახებ და ფორმაში გამოწყობილი ეშმაკის - ადოლფ ჰიტლერის შესახებ. არიან თუ არა პასუხისმგებელი ის ქვეყნები, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ? ქვეყნები, რომლებიც ნება დართეს გერმანულ ძალებს მთელ ევროპაში გაელაშქრათ? არის თუ არა მსოფლიო გენოციდზე პასუხისმგებელი? დიახ. დიახ, არის.

  • "როდესაც შეგიძლია დახურო ცა - დიახ, საშინელებაა, რომ მსოფლიო ომი დაიწყოს. საშინელებაა. მე მესმის ეს და არ შემიძლია ამ ხალხზე ზეწოლა, რადგან ყველას ეშინია ომის. მაგრამ არის თუ არა მსოფლიო პასუხისმგებელი ამაზე, მიმაჩნია, რომ კი. მე ასე ვთვლი. ყოველდღე დადექით სარკის წინ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეძელით რაიმეს გაკეთება? ან ვერ შეძელით? ამ კითხვაზე პასუხს სარკეში იპოვით, მეორე კითხვაზეც - ვინ ხარ შენ?“- განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დადგება დღე, როცა რუსებს სიმართლის აღიარება მოუწევთ.

  • “რუსულ სიმხდალეს არაფერი ეშველება. დადგება დღე, როცა ყველაფრის აღიარება მოუწევთ. სიმართლის აღიარება - მთელი ჩვენი ძალა და ყოველი წუთი სწორედ ამაზეა მიმართული. თავდაცვა, დიპლომატია, ეკონომიკა, ინფორმაციული დაპირისპირება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა - გვაქვს მოქმედების ალგორითმები ყველა სფეროში.

როცა სიმხდალე იზრდება, ის კატასტროფად გადაიქცევა. როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისწავლონ, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: