საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაცი იყო... ამბობდა, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წამართმევენო" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანი ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე
"მამაცი იყო... ამბობდა, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წამართმევენო" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანი ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე

უკ­რა­ი­ნა­ში ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­დან არა­ერ­თი მო­ხა­ლი­სე წა­ვი­და. ერთ-ერთი მათ­გა­ნი თბი­ლი­სის მკვიდ­რი, 25 წლის გი­ორ­გი კი­ნო­ი­ა­ნია, რო­მე­ლიც უკვე ერთი თვეა, რაც იქ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა, ის უკ­რა­ი­ნა­ში უპირ­ვე­ლე­სად სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იბ­რძვის, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ რაც ახლა მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ომი არ არის ოკუ­პან­ტებ­თან. მისი თქმით, იქ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დიც წყდე­ბა და ამის შო­რი­დან ყუ­რე­ბა მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მინ­დო­და უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ გარ­დამ­ტე­ხი წამი იყო, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ამოჰ­ყავ­დათ ნან­გრე­ვე­ბი­დან უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვი... ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და მა­შინ­ვე უკ­რა­ი­ნის­კენ გა­მო­ვე­მარ­თე.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვეხ­მა­რე­ბით. იმა­თი მად­ლი­ე­რი მზე­რა მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ ამ ადა­მი­ა­ნებს, თით­ქოს ჩვენ მათი ბოლო იმე­დი ვართ.

მე მწამს, რომ ეს არ არის კონ­კრე­ტუ­ლად და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ომი. ეს არის მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლაც. გარ­და ამი­სა, 90-იან წლებ­ში უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­მა ჩვენ დიდი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია. ასე­ვე 2008-ში, რო­დე­საც რუსი ოკუ­პან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭრ­ნენ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც გვერ­დში დაგ­ვიდ­გა. ამი­ტომ ახლა არ გვაქვს უფ­ლე­ბა, რომ შო­რი­დან ვუ­ყუ­როთ და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოვ­თქვათ." - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE -ს გი­ორ­გი.

უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წა­სულ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას აქამ­დე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ თან­და­თან ყვე­ლა­ფერს სწავ­ლობს.

"მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დღის რე­ჟი­მი გვაქვს. ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მის კე­თე­ბა გვი­წევს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას და­ეხ­მა­რე­ბა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით. მა­ნამ­დე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, თუმ­ცა მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ვი­ცო­დი, რო­გორც ტაქ­ტი­კუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა, ისე ია­რაღ­თან მო­პყრო­ბა." - ამ­ბობს ის.

გი­ორ­გი იყო ერთ-ერთი მათ შო­რის, ვი­საც უკ­რა­ი­ნა­ში გუ­შინ გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თველ მებ­რძოლ ნიკა შა­ნა­ვას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. კი­ნო­ი­ა­ნის თქმით, ნიკა 21 წლის იყო... მათ ერ­თმა­ნე­თი ომში გა­იც­ნეს და და­მე­გობ­რდნენ.

"ნი­კუ­შა აქ გა­ვი­ცა­ნი. ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი. რა­საც აკე­თებ­და ყო­ველ­დღი­უ­რად ის, მარ­თლაც გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო. მიჭრს მას­ზე სა­უ­ბა­რი... იგი იყო ენერ­გი­უ­ლი, ჯან-ღო­ნით სავ­სე ვაჟ­კა­ცი, რო­მე­ლიც თა­ვის მი­მართ გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებ­და.

ძა­ლი­ან მა­მა­ცი იყო. ამ­ბობ­და ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა უკან ცო­ცხა­ლი ვე­ღარც დავ­ბრუნ­დე, სი­ცო­ცხლე შე­იძ­ლე­ბა დავ­კარ­გო, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვე­რა­სო­დეს წა­მარ­თმე­ვე­ნო. ასე­თი ბიჭი იყო. ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე ლა­პა­რა­კი..." - გვიყ­ვე­ბა ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და დას­ძენს:

"ჯერ­ჯე­რო­ბით უკან დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ. მი­თუ­მე­ტეს მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი გმი­რუ­ლად და­ეც­ნენ ბრძო­ლის ველ­ზე. ამის არც სურ­ვი­ლი მაქვს და არც უფ­ლე­ბა"

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
neliko
32

რა გინდათ შვილებო სხვის ომში სად მიდიხართ როგორ უვარდებით ტყვიას ხახაში ჩვენ სად გვყავს დასაკარგი შვილები დედა დაეტიეთ თქვენს ქვეყანაში. ისინი დედა 45 მილიონი არიან ჩვენ საკმარისად დაგვხოცეს . ჩვენ დედიკო შესრულებული გვაქვს კუბოების გეგმა ასე რომ სასიკვდილო ვაჟკაცები აღარა გვყავს არაააა!

გ 55
14

წამოსვლის უფლება როგორ არ გაქვს შვილო, მაგრამ აქ შეგჭამენ ტელევიზიები და ვაიპოლიტიკოსები, მოგიშლიან ნერვებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მამაცი იყო... ამბობდა, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წამართმევენო" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანი ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე

"მამაცი იყო... ამბობდა, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წამართმევენო" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანი ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე

უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოდან არაერთი მოხალისე წავიდა. ერთ-ერთი მათგანი თბილისის მკვიდრი, 25 წლის გიორგი კინოიანია, რომელიც უკვე ერთი თვეა, რაც იქ იმყოფება. როგორც თავად გვიყვება, ის უკრაინაში უპირველესად საქართველოს ინტერესებისთვის იბრძვის, რადგან მიაჩნია, რომ რაც ახლა მეგობარ ქვეყანაში ხდება, კონკრეტულად და მხოლოდ უკრაინის ომი არ არის ოკუპანტებთან. მისი თქმით, იქ ახლა საქართველოს ბედიც წყდება და ამის შორიდან ყურება მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

"პირველივე დღიდან მინდოდა უკრაინაში ჩამოსვლა, მაგრამ გარდამტეხი წამი იყო, როდესაც დავინახე, როგორ ამოჰყავდათ ნანგრევებიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი... ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე უკრაინისკენ გამოვემართე.

არასოდეს დამავიწყდება იმ ადამიანების თვალები, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხმარებით. იმათი მადლიერი მზერა მუდმივად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. როდესაც ვუყურებ ამ ადამიანებს, თითქოს ჩვენ მათი ბოლო იმედი ვართ.

მე მწამს, რომ ეს არ არის კონკრეტულად და მხოლოდ უკრაინის ომი. ეს არის მათ შორის საქართველოს ბრძოლაც. გარდა ამისა, 90-იან წლებში უკრაინელმა ხალმა ჩვენ დიდი დახმარება გაგვიწია. ასევე 2008-ში, როდესაც რუსი ოკუპანტები საქართველოში შემოიჭრნენ, უკრაინელები, ქვეყნის ხელისუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გვერდში დაგვიდგა. ამიტომ ახლა არ გვაქვს უფლება, რომ შორიდან ვუყუროთ და შეშფოთება გამოვთქვათ." - ეუბნება AMBEBI.GE -ს გიორგი.

უკრაინაში საბრძოლველად წასულ ქართველ ახალგაზრდას აქამდე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ამბობს, რომ თანდათან ყველაფერს სწავლობს.

"მრავალფეროვანი დღის რეჟიმი გვაქვს. ყველანაირი საქმის კეთება გვიწევს, რაც მოსახლეობას დაეხმარება, უფრო კონკრეტულად ვერ გეტყვით. მანამდე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა მოყვარულის დონეზე ვიცოდი, როგორც ტაქტიკური გადაადგილება, ისე იარაღთან მოპყრობა." - ამბობს ის.

გიორგი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც უკრაინაში გუშინ გარდაცვლილი ქართველ მებრძოლ ნიკა შანავასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. კინოიანის თქმით, ნიკა 21 წლის იყო... მათ ერთმანეთი ომში გაიცნეს და დამეგობრდნენ.

"ნიკუშა აქ გავიცანი. ამ მოკლე პერიოდში ძალიან შემაყვარა თავი. რასაც აკეთებდა ყოველდღიურად ის, მართლაც გმირობის ტოლფასი იყო. მიჭრს მასზე საუბარი... იგი იყო ენერგიული, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი, რომელიც თავის მიმართ გულგრილს არავის ტოვებდა.

ძალიან მამაცი იყო. ამბობდა ხოლმე, შეიძლება უკან ცოცხალი ვეღარც დავბრუნდე, სიცოცხლე შეიძლება დავკარგო, მაგრამ თავისუფლებას ვერასოდეს წამართმევენო. ასეთი ბიჭი იყო. ძალიან მიჭირს მასზე ლაპარაკი..." - გვიყვება ქართველი მებრძოლი და დასძენს:

"ჯერჯერობით უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩვენი ბიჭები გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ამის არც სურვილი მაქვს და არც უფლება"

ასევე იხილეთ: