სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი იქცევა არა როგორც თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები" - შოლცი
"პუტინი იქცევა არა როგორც  თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები" - შოლცი

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა კი­დევ ერთხელ მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და გა­ნა­ცხა­და, რომ ის იქ­ცე­ვა არა რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­დე­რი, არა­მედ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რე­ა­ლო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მოგ­ვრჩეს, რა მე­სი­ჯი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ევ­რო­პა­სა და მსოფ­ლი­ოს. ეს გზავ­ნი­ლი ასე ჟღერს: სა­მარ­თა­ლი უკვე აღა­რა­ფერს ნიშ­ნავს; რო­დე­საც ძალა და სიძ­ლი­ე­რე მაქვს, და­ვარ­ღვევ სა­მარ­თალს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად“, - გა­ნა­ცხა­და შოლცმა.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გერ­მა­ნი­ის ერ­თო­ბა მე­გობ­რებ­თან და ევ­რო­კავ­ში­რი-ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­თან.

"ჩვენ ვამ­ბობთ: გერ­მა­ნია და ნატო ისე აღი­ჭურ­ვე­ბი­ან სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, რომ არა­ვინ გა­ბე­დავს ჩვენ­ზე და ჩვენ ქვეყ­ნებ­ზე თავ­დას­ხმას“, - გა­ნა­ცხა­და კან­ცლერ­მა.

მან­ვე გერ­მა­ნი­ის მიერ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა, მათ შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბი­თაც და აღ­ნიშ­ნა, რომ 2014 წლი­დან გერ­მა­ნია არის მე­ო­რე უმ­სხვი­ლე­სი დო­ნო­რი უკ­რა­ი­ნის­თვის.

მი­სი­ვე თქმით, ახლა გერ­მა­ნია მხარს უჭერს მას ახ­ლე­ბუ­რად - ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს თავი და­იც­ვას. „ისიც მარ­თა­ლია, რომ ჩვენ ვაწ­ვდით შე­ი­ა­რა­ღე­ბას. ჩვენ ამას ვა­კე­თებთ და გან­ვაგ­რძობთ ამის გა­კე­თე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა შოლცმა.

მან­ვე მი­მარ­თა პუ­ტინს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს ომი და იფიქ­როს იმა­ზე, რომ ან­გრევს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკა
26

ეს რეალობას აცდენილი გერმანელი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ჯერ ისევ ცოცხლები არიან! არც უახლოესი წლების ევროპაში ( სერბეთში და უნგრეთში) ჩამოგდებული ბომბები დაგვიწყებია ჯერ!!! სირიასა და ავღანეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ!!!

qeTo
20

ეს არყის შტოლცი გასულია ორბიტიდან! რა, გასულ საუკუნეში შეიძლებოდა ხალხის ხოცვა? რა, ჰიტლერი შეიძლებოდა? რა პირველი მსოფლიო ომი შეიძლებოდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პუტინი იქცევა არა როგორც თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები" - შოლცი

"პუტინი იქცევა არა როგორც  თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები" - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ ის იქცევა არა როგორც თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები.

"მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რა მესიჯი გამოგვიგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა ევროპასა და მსოფლიოს. ეს გზავნილი ასე ჟღერს: სამართალი უკვე აღარაფერს ნიშნავს; როდესაც ძალა და სიძლიერე მაქვს, დავარღვევ სამართალს მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გერმანიის ერთობა მეგობრებთან და ევროკავშირი-ნატო-ს მოკავშირეებთან.

"ჩვენ ვამბობთ: გერმანია და ნატო ისე აღიჭურვებიან სამხედრო თვალსაზრისით, რომ არავინ გაბედავს ჩვენზე და ჩვენ ქვეყნებზე თავდასხმას“, - განაცხადა კანცლერმა.

მანვე გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის შეიარაღებითაც და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან გერმანია არის მეორე უმსხვილესი დონორი უკრაინისთვის.

მისივე თქმით, ახლა გერმანია მხარს უჭერს მას ახლებურად - ეხმარება უკრაინელებს თავი დაიცვას. „ისიც მართალია, რომ ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ და განვაგრძობთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა შოლცმა.

მანვე მიმართა პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და იფიქროს იმაზე, რომ ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს.