პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოფისის მიმდებარედ სნაიპერი იმყოფებოდა... მან ავტომანქანების მისამართით გაისროლა" - ახალი დეტალები "ლაგუნასთან" მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ?
"ოფისის მიმდებარედ სნაიპერი იმყოფებოდა... მან ავტომანქანების მისამართით გაისროლა" - ახალი დეტალები "ლაგუნასთან" მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ?

"ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან" მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვი­სა და მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ახა­ლი დე­ტა­ლი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

სა­ა­გენ­ტოს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­სის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც ბიზ­ნეს­მე­ნი მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას ძმას­თან, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად მი­ვი­და, სნა­ი­პე­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

წყა­როს ცნო­ბით, სნა­ი­პე­რი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და მას შემ­დეგ, რაც სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და და მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე დაჭ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ტო­ვებ­და, სნა­ი­პერ­მა მე­ტო­ნი­ძი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნებს ნა­ტყვი­ა­რი უკა­ნა მხა­რეს აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

წყა­როს ცნო­ბით­ვე, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია მე­ტო­ნი­ძეს მარ­ტო ელო­დე­ბო­და, მისი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა კი სწო­რედ იმ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი შეხ­ვედ­რა­ზე 17 ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­ვი­და.

პირი, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ესა­უბ­რა, ჰყვე­ბა, რომ მსგავს დახ­ვედ­რას მე­ტო­ნი­ძის თან­მხლე­ბი პი­რე­ბი არ ელოდ­ნენ და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვეს, მათ შო­რის, სრო­ლი­სას დაჭ­რილ­მა ხვი­ჩა ცხა­კა­ი­ამ. წყა­როს ცნო­ბით, მას ქო­ბუ­ლი­ამ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც ცხა­კა­ი­ამ ქო­ბუ­ლი­ას უთხრა, რომ "სამ­კურ­ნა­ლო იყო", რა­საც მისი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და გას­რო­ლა მოჰ­ყვა.

ცნო­ბის­თვის, 3 აპ­რილს, თბი­ლის­ში, "ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან", გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი საგ­ზაო კომ­პა­ნი­ის ოფის­ში, სა­დაც ორ­მხრი­ვი სრო­ლა იყო, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, 2 პირი - კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე კი მოკ­ლეს. კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას ძმა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის ოფის­ში კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას­თან და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძეს­თან სა­სა­უბ­როდ მათი ნაც­ნო­ბი - ბიზ­ნეს­მე­ნი მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე 17 ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მელ­თა­გა­ნაც 5 პირი მისი პი­რა­დი დაც­ვა იყო. სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ამ ბიზ­ნეს­მენ მე­ტო­ნი­ძი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე, ოთარ ბარ­კა­ლა­ია და და­ვით ცის­კა­რიშ­ვი­ლი და­იჭრ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ბიზ­ნეს­მე­ნის დაც­ვის წევ­რმა კობა მეტ­რე­ველ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­უდ­გე­ნე­ლია პირი, რომ­ლის გას­რო­ლი­თაც ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე შეხ­ვედ­რის ად­გილ­ზე ჯავ­შან­ჟი­ლე­ტით იყო მი­სუ­ლი. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ცნო­ბით, ოფის­ში, სა­დაც სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, ია­ტაკ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ცე­ლოფ­ნე­ბი იყო მო­ფე­ნი­ლი, რაც შე­საძ­ლოა, მკვლე­ლო­ბის წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს.

კონ­ფლიქ­ტში 20 პირ­ზე მეტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პირ­თა წრის გაზ­რდას არ გა­მო­რი­ცხავს. სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე 5 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს გი­ორ­გი გე­ლო­ვა­ნი, გი­ორ­გი ას­ლა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პეტ­რუშ­კო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით - და­კა­ვე­ბუ­ლია კობა მეტ­რე­ვე­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით კი, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბლა ბლა
1

რომელი ფული ღირს სიცოცხლედ

ხტფუი
4

უკრაინაში ხალხი სამშობლოს დასაცავად სწირავს თავს და ესენი აქ ფულზე ერთმანეთს სნაიპერებით ეომებიან. ყელამდე ტალახშია ქვეყანა, ღირებულებები 0, მარტო ფულია მთავარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ოფისის მიმდებარედ სნაიპერი იმყოფებოდა... მან ავტომანქანების მისამართით გაისროლა" - ახალი დეტალები "ლაგუნასთან" მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ?

"ოფისის მიმდებარედ სნაიპერი იმყოფებოდა... მან ავტომანქანების მისამართით გაისროლა" - ახალი დეტალები "ლაგუნასთან" მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ?

"ლაგუნა ვერესთან" მომხდარი სისხლიანი გარჩევისა და მკვლელობის საქმეზე "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ოფისის მიმდებარედ, სადაც ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმასთან, კონსტანტინე ქობულიასთან შესახვედრად მივიდა, სნაიპერი იმყოფებოდა.

წყაროს ცნობით, სნაიპერი შენობის სახურავზე იყო განთავსებული და მას შემდეგ, რაც სისხლიანი გარჩევა მოხდა და მარლენ მეტონიძე დაჭრილ მდგომარეობაში მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა, სნაიპერმა მეტონიძისა და მისი თანმხლები პირის კუთვნილი ავტომანქანების მისამართით გასროლა განახორციელა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანებს ნატყვიარი უკანა მხარეს აქვს. აღნიშნული ავტომობილები სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

წყაროს ცნობითვე, კონსტანტინე ქობულია მეტონიძეს მარტო ელოდებოდა, მისი გაღიზიანება კი სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბიზნესმენი შეხვედრაზე 17 ადამიანთან ერთად მივიდა.

პირი, რომელიც "ინტერპრესნიუსს" ესაუბრა, ჰყვება, რომ მსგავს დახვედრას მეტონიძის თანმხლები პირები არ ელოდნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვეს, მათ შორის, სროლისას დაჭრილმა ხვიჩა ცხაკაიამ. წყაროს ცნობით, მას ქობულიამ შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ცხაკაიამ ქობულიას უთხრა, რომ "სამკურნალო იყო", რასაც მისი გაღიზიანება და გასროლა მოჰყვა.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში 20 პირზე მეტი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს. საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.