მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეყვარებული ვარ, ის უცხოელია..." - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში, რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ?
"შეყვარებული ვარ, ის უცხოელია..." - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში, რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ?

"სი­ნა­ნულ­ში ყოფ­ნა ბევრ დროს გვა­კარ­გვი­ნებს, აწ­მყოს გვპა­რავს, მო­მა­ვალ­საც. დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­საც არ ვნა­ნობ, რად­გან შეც­დო­მა ძა­ლი­ან სა­ჭი­რო რამ არის, აბა, პი­როვ­ნუ­ლად სხვაგ­ვა­რად რო­გორ უნდა გა­ი­ზარ­დო? ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა, პა­ტი­ე­ბა, რა­ღა­ცებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, შერ­კი­ნე­ბა რო­გორ უნდა ის­წავ­ლო? შეც­დო­მე­ბი "მო­სუ­ლა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი თუთა ოქ­რო­პი­რი­ძე.

რას თვლის თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუს­ტედ, რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე და რით ჰგავს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...კოს­მო­ნავ­ტი. ის სახ­ლი, სა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზეა, აივ­ნი­დან ცა ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს. ბავ­შვო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი მთვა­რეს, ვარ­სკვლა­ვებს და მქონ­და ინ­ტე­რე­სი, უფრო ახ­ლო­დან მე­ნა­ხა, გა­მე­გო, იქ რა ხდე­ბო­და, ეს ჩემი ბავ­შვუ­რი აკ­ვი­ა­ტე­ბა იყო.

- მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი...

- ...9-10 წლის ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა. სკო­ლი­დან შინ რომ მივ­დი­ო­დი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან უნდა გა­მევ­ლო. შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დი ამ შე­ნო­ბას და ვფიქ­რობ­დი, რომ იქ "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი" სწავ­ლობ­დნენ და მე ვე­რას­დროს მოვ­ხვდე­ბო­დი, აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა მე­გო­ნა. ვფიქ­რობ­დი, რომ მსა­ხი­ო­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ უნდა იყოს, რომ იმ შე­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. როცა არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი და ოჯახ­ში ჩემი სურ­ვი­ლი გა­ვამ­ხი­ლე, შე­მე­წი­ნა­აღ­მდეგ­ნენ. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მე­ო­რე წელს, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად ჩა­ვა­ბა­რე. ოჯახ­ში ამ ამ­ბავს დიდი სი­ხა­რუ­ლი არ გა­მო­უწ­ვე­ვია, მაგ­რამ მერე ჩემი პრო­ფე­სია ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა და მამ­ხნე­ვებ­დნენ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...საყ­ვა­რე­ლი­აო (ეს სი­ტყვა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მა­ინც ვთქვი); ხში­რად ამ­ბო­ბენ, მხი­ა­რუ­ლი გო­გო­აო, ჩემ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა სი­ა­მოვ­ნებთ.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ისევ იმ გზას გა­ვივ­ლი­დი, რომ­ლი­თაც დღემ­დე მო­ვე­დი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო...

- ...სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა. ეს იყო პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­ვინ­დო­მე და გა­მო­მი­ვი­და, არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბია.

- როლი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს...

- ...არის მაშო ჩე­ხო­ვის პი­ე­სა­ში "თო­ლია".

- სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"...

- ...პან­დე­მი­ის გამო კას­ტინ­გე­ბი იშ­ვი­ა­თად ტარ­დე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბებს გვთხოვ­დნენ, ვი­დე­ო­ე­ბი გა­დაგ­ვე­ღო და გა­დაგ­ვეგ­ზავ­ნა. ეს წი­ნა­და­დე­ბა რომ მი­ვი­ღე, დავ­ფიქ­რდი, რად­გან ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბას ად­გილ­ზე მის­ვლა მერ­ჩივ­ნა და რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, უარი ვთქვი. ჩემ­მა უარ­მა არ გაჭ­რა, გა­და­ვი­ღე ვი­დეო, გა­დავ­გზავ­ნე და მალე როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს.

- ამ პერ­სო­ნაჟს ვგა­ვარ...

- ...შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, საქ­მის კე­თე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით. სხვა მას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი მაქვს. ის ცი­ნი­კო­სია, ხან­და­ხან ზედ­მე­ტიც მოს­დის. ეს როლი შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მისი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი დი­დად არ მხიბ­ლავს. ახ­ლობ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც კარ­გად მიც­ნო­ბენ, მი­თხრეს, - მას არაფ­რით ჰგავ­ხარ, მაგ­რამ თა­მა­ში კარ­გად გა­მოგ­დი­სო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებს არ ვეც­ნო­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე "სქ­რი­ნი" გად­მო­მიგ­ზავ­ნეს. ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ მათ­მა ნათ­ქვამ­მა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლოს. ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც გვჩ­ვე­ვია, პი­როვ­ნე­ბის გა­რეგ­ნო­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვაა.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ...ვარ, ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის უცხო­ე­ლია, მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მის შე­სა­ხებ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

ახალი სპორტსმენი გამოჩნდა მძლეოსნობაში ბარიერებზე ხტომაში და თარჯრბენში.... არაა წავიდა პიარი......

kato
0

კარგად თამაშობს, კარგი ადამიანიც უნდა იყოს, წარმატებები!

ავტორი:

"შეყვარებული ვარ, ის უცხოელია..." - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში, რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ?

"შეყვარებული ვარ, ის უცხოელია..." - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში, რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ?

"სინანულში ყოფნა ბევრ დროს გვაკარგვინებს, აწმყოს გვპარავს, მომავალსაც. დაშვებულ შეცდომებსაც არ ვნანობ, რადგან შეცდომა ძალიან საჭირო რამ არის, აბა, პიროვნულად სხვაგვარად როგორ უნდა გაიზარდო? ადამიანების მიღება, პატიება, რაღაცებთან გამკლავება, შერკინება როგორ უნდა ისწავლო? შეცდომები "მოსულა", - ამბობს მსახიობი თუთა ოქროპირიძე.

რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა ვერ ისწავლა დღემდე და რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი. ის სახლი, სადაც მე გავიზარდე, შემაღლებულ ადგილზეა, აივნიდან ცა ძალიან კარგად ჩანს. ბავშვობაში ვუყურებდი მთვარეს, ვარსკვლავებს და მქონდა ინტერესი, უფრო ახლოდან მენახა, გამეგო, იქ რა ხდებოდა, ეს ჩემი ბავშვური აკვიატება იყო.

- მსახიობობის სურვილი...

- ...9-10 წლის ასაკში გამიჩნდა. სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, თეატრალურ უნივერსიტეტთან უნდა გამევლო. შორიდან ვუყურებდი ამ შენობას და ვფიქრობდი, რომ იქ "უცხოპლანეტელები" სწავლობდნენ და მე ვერასდროს მოვხვდებოდი, აუხდენელი ოცნება მეგონა. ვფიქრობდი, რომ მსახიობი ჩვეულებრივი არ უნდა იყოს, რომ იმ შენობაში ყველანი განსაკუთრებულები იყვნენ. როცა არჩევნის წინაშე დავდექი და ოჯახში ჩემი სურვილი გავამხილე, შემეწინააღმდეგნენ. ამიტომ თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე წელს, სამსახიობოზე ყველასგან მალულად ჩავაბარე. ოჯახში ამ ამბავს დიდი სიხარული არ გამოუწვევია, მაგრამ მერე ჩემი პროფესია ყველამ შეიყვარა და მამხნევებდნენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...საყვარელიაო (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვთქვი); ხშირად ამბობენ, მხიარული გოგოაო, ჩემთან დროის გატარება სიამოვნებთ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისევ იმ გზას გავივლიდი, რომლითაც დღემდე მოვედი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მოვინდომე და გამომივიდა, არავინ დამხმარებია.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მიყვარს...

- ...არის მაშო ჩეხოვის პიესაში "თოლია".

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...პანდემიის გამო კასტინგები იშვიათად ტარდებოდა, მსახიობებს გვთხოვდნენ, ვიდეოები გადაგვეღო და გადაგვეგზავნა. ეს წინადადება რომ მივიღე, დავფიქრდი, რადგან ვიდეოს გადაღებას ადგილზე მისვლა მერჩივნა და რადგან ამის საშუალება არ იყო, უარი ვთქვი. ჩემმა უარმა არ გაჭრა, გადავიღე ვიდეო, გადავგზავნე და მალე როლზე დამამტკიცეს.

- ამ პერსონაჟს ვგავარ...

- ...შრომისმოყვარეობით, საქმის კეთების სიყვარულით. სხვა მასთან საერთო არაფერი მაქვს. ის ცინიკოსია, ხანდახან ზედმეტიც მოსდის. ეს როლი შესასრულებლად საინტერესოა, მაგრამ მისი მსგავსი ადამიანები დიდად არ მხიბლავს. ახლობლებმა, რომლებიც კარგად მიცნობენ, მითხრეს, - მას არაფრით ჰგავხარ, მაგრამ თამაში კარგად გამოგდისო. სოციალურ ქსელში კომენტარებს არ ვეცნობი. რამდენჯერმე "სქრინი" გადმომიგზავნეს. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მათმა ნათქვამმა შეიძლება ვინმე ძალიან დააზარალოს. ყველაზე ცუდი, რაც გვჩვევია, პიროვნების გარეგნობის საჯარო განხილვაა.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ, ძალიან შეყვარებული. ის უცხოელია, მისი თანხმობის გარეშე, მის შესახებ ვერ ვილაპარაკებ...წაიკითხეთ სრულად