საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარკოვის ზოოპარკში მობინადრე მტაცებელ ცხოველებს შესაძლოა, ევთანაზია ჩაუტარდეთ - "დაბომბვების გამო გალიები დაშლის პირასაა"
ხარკოვის ზოოპარკში მობინადრე მტაცებელ ცხოველებს შესაძლოა, ევთანაზია ჩაუტარდეთ - "დაბომბვების გამო გალიები დაშლის პირასაა"

ხარ­კო­ვის ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია შე­საძ­ლოა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, მსხვილ­ფე­ხა მტა­ცებ­ლებს ევ­თა­ნა­ზია გა­უ­კე­თოს, რად­გა­ნაც და­ბომბვე­ბის გამო, მათი გა­ლი­ე­ბი დაშ­ლის პი­რა­საა.

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა უკვე ორ­ჯერ და­ბომ­ბეს ხარ­კო­ვის ეკო­პარ­კი. ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ფი­ნან­სე­ბას, ტრან­სპორ­ტს და ხალ­ხის დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ, რათა ცხო­ვე­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს, თუმ­ცა გაფრ­თხი­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვი­ან, რომ შე­საძ­ლოა, ამან რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს.

ხარ­კო­ვის Feldman Ecopark-ის და­მა­არ­სე­ბელ­მა, ოლეკ­სან­დრ ფილ­დე­მან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ცხო­ვე­ლე­ბის­თვის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის მო­ძებ­ნა, ამი­ტომ ბოლო გა­მო­სა­ვა­ლი მათი ევ­თა­ნა­ზია იქ­ნე­ბა: "ეკო­პარ­კი აღარ არ­სე­ბობს. ამის თქმა ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია. გუ­შინ და დღეს ზო­ო­პარ­კი და­ბომბვის ქვეშ იყო. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ღო­ბე­ე­ბი გა­ნად­გურ­და."

მან თქვა, რომ გა­ლი­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ას­რუ­ლებს ფუნ­ქცი­ას, მაგ­რამ კი­დევ ერთ და­ბომბვას ნამ­დვი­ლად ვე­ღარ გა­უძ­ლე­ბენ.

პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებს ეში­ნი­ათ, რომ მტა­ცებ­ლე­ბი: ლო­მე­ბი, ვე­ფხვე­ბი, პან­ტე­რე­ბი, ია­გუ­ა­რე­ბი და დათ­ვე­ბი გა­იქ­ცე­ვი­ან და ქა­ლაქ­სა და ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში შევ­ლენ.

"სა­შინ­ლად მტკივ­ნე­უ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ახლა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი", - ამ­ბობს ფელდმა­ნი.

ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვი­დეო ატ­ვირ­თა, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია გა­ლი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ღო­ბე­ე­ბი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი : "რო­გორც ხე­დავთ, ცო­ტაც და ლო­მე­ბი გა­ლი­ი­დან გა­მოს­ვლას შეძ­ლე­ბენ", -წერს ის.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში, ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია აცხა­დებს, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მი­ი­ღეს სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და გა­ლი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით. მას შემ­დეგ და­ი­წყო ორი ლო­მის, ია­გუ­ა­რის და პან­ტე­რას ევა­კუ­ა­ცია.

"რა თქმა უნდა ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია. შემ­დგო­მი დახ­მა­რე­ბა ლო­ჯის­ტი­კა­ში, ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბის, ფი­ნან­სე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხით დაგ­ვჭირ­დე­ბა", ამ­ბობს ფელდმა­ნი.

ზო­ო­პარ­კის შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გვერ­დი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ აქ: https://feldman-ecopark.com/o_ekoparke/

წყა­რო: businessinsider.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
2

ყველანაირ ლტოლვილს ვიღებთ და ეს ცხოველებიც შევიფაროთ ჩვენს ზოოპარკში... კარგად თუ დაალაგებენ სცენარს, გადაუწყვეტელი არაფერია. დერეფანსაც გაახსნევინებენ რამე რომ იყოს.

ბათუმელი 1
4

გამოძებნეთ გზები და ცხოველები გადაარჩინეთ,ნო მოკლავთ.

ავტორი:

ხარკოვის ზოოპარკში მობინადრე მტაცებელ ცხოველებს შესაძლოა, ევთანაზია ჩაუტარდეთ - "დაბომბვების გამო გალიები დაშლის პირასაა"

ხარკოვის ზოოპარკში მობინადრე მტაცებელ ცხოველებს შესაძლოა, ევთანაზია ჩაუტარდეთ - "დაბომბვების გამო გალიები დაშლის პირასაა"

ხარკოვის ზოოპარკის ადმინისტრაცია შესაძლოა იძულებული გახდეს, მსხვილფეხა მტაცებლებს ევთანაზია გაუკეთოს, რადგანაც დაბომბვების გამო, მათი გალიები დაშლის პირასაა.

რუსმა ოკუპანტებმა უკვე ორჯერ დაბომბეს ხარკოვის ეკოპარკი. ზოოპარკის თანამშრომლები დაფინანსებას, ტრანსპორტს და ხალხის დახმარებას ითხოვენ, რათა ცხოველების ევაკუაცია შესაძლებელი გახდეს, თუმცა გაფრთხილებასაც იძლევიან, რომ შესაძლოა, ამან რუსული ძალების ყურადღება მიიქციოს.

ხარკოვის Feldman Ecopark-ის დამაარსებელმა, ოლეკსანდრ ფილდემანმა განაცხადა, რომ მათ ვერ მოახერხეს ცხოველებისთვის დროებითი თავშესაფრის მოძებნა, ამიტომ ბოლო გამოსავალი მათი ევთანაზია იქნება: "ეკოპარკი აღარ არსებობს. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. გუშინ და დღეს ზოოპარკი დაბომბვის ქვეშ იყო. ინფრასტრუქტურა და ღობეები განადგურდა."

მან თქვა, რომ გალიები ჯერჯერობით ასრულებს ფუნქციას, მაგრამ კიდევ ერთ დაბომბვას ნამდვილად ვეღარ გაუძლებენ.

პარკის თანამშრომლებს ეშინიათ, რომ მტაცებლები: ლომები, ვეფხვები, პანტერები, იაგუარები და დათვები გაიქცევიან და ქალაქსა და ახლომდებარე სოფლებში შევლენ.

"საშინლად მტკივნეულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა ადამიანების სიცოცხლეა პრიორიტეტული", - ამბობს ფელდმანი.

ზოოპარკის თანამშრომელმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც ნაჩვენებია გალიები, რომლებსაც ღობეები აქვს დაზიანებული : "როგორც ხედავთ, ცოტაც და ლომები გალიიდან გამოსვლას შეძლებენ", -წერს ის.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FFeldmanEcopark%2Fvideos%2F529674661907727%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღეს საპასუხო წერილი ცხოველების ტრანსპორტირებისა და გალიების შეთავაზებით. მას შემდეგ დაიწყო ორი ლომის, იაგუარის და პანტერას ევაკუაცია.

"რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული პროცესია. შემდგომი დახმარება ლოჯისტიკაში, ცხოველების საკვების, ფინანსების და ადამიანების სახით დაგვჭირდება", ამბობს ფელდმანი.

ზოოპარკის შემოწირულობის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://feldman-ecopark.com/o_ekoparke/

წყარო: businessinsider.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ასევე იხილეთ: