მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს
თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს
  • „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ ომით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მარ­ტის და­სა­წყის­ში 100 000 ლარი გა­მო­ყო

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და ქვეყ­ნი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებს და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს. ჰოლ­დინ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, ვი­საც ავ­ტო­მე­ქა­ნი­კო­სო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რე­გი­ო­ნის ლი­დერ კომ­პა­ნი­ა­ში შეძ­ლებს მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას.

ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ თი­თო­ე­ულ ბიზ­ნეს­მი­მარ­თუ­ლე­ბას ჰყავს ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში. რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის და­წყე­ბი­დან მათ­თან ინ­ტენ­სი­ურ კავ­შირ­ზე ვართ და ვცდი­ლობთ, ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ნად­გო­მა გა­ვუ­წი­ოთ. კარ­გად გვეს­მის, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის სიმ­ძი­მე. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა უწევთ. ამ­ჯე­რად გვსურს, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, მათ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ და ხელი შე­ვუ­წყოთ და­საქ­მე­ბა­ში. გვინ­და, ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტ ომით და­ზა­რა­ლე­ბულს, ვი­საც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის კარი მათ­თვის ღიაა“.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ საქ­მი­ა­ნო­ბა, სხვა ბიზ­ნეს­მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, სამ­გზავ­რო, სამ­შე­ნებ­ლო და სპე­ცტექ­ნი­კის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­სა და შე­კე­თე­ბას მო­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, „თე­გე­ტა მო­ტორსს“ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უკ­რა­ი­ნი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ მე­ქა­ნი­კო­სებს და­საქ­მე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გან­ხრით შეს­თა­ვა­ზოს. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა რე­ზი­უ­მე უნდა გაგ­ზავ­ნონ მი­სა­მარ­თზე: Vacancy@tegetamotors.ge და სა­თა­უ­რის ველ­ში მი­უ­თი­თონ: tegetaforukraine.

„თე­გე­ტა“ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სო­ლი­და­რო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. კომ­პა­ნი­ამ ომით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 100 000 ლარი გა­მო­ყო. ასე­ვე, ჰოლ­დინ­გის CSR პლატ­ფორ­მა­ზე, tegeta.care შე­იქ­მნა ახა­ლი სექ­ცია - იზ­რუ­ნე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ფონდში შე­მო­სუ­ლი თან­ხა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­ველ­მოქ­მე­დო ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს.

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით „თე­გე­ტას“ 29 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. „თე­გე­ტა“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს: “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.

სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვე­ბი. „თე­გე­ტა“ მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“, 2500-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
1

უკრაინელმა მექანიკოსებმა იბრძოლონ და ტანკები შეაკეთონ, თქვენ საქართველოს მოქალაქეები დაასაქმეთ

.
1

ისწავლე და დასაქმდები, თუ რა თქმა უნდა პირდაპირ დირექტორობა არ გინდა. 

ავტორი:

თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს

თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს
  • „თეგეტა ჰოლდინგმა“ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მარტის დასაწყისში 100 000 ლარი გამოყო

„თეგეტა ჰოლდინგი“ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებას სთავაზობს. ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე, ვისაც ავტომექანიკოსობის გამოცდილება აქვს, რეგიონის ლიდერ კომპანიაში შეძლებს მუშაობის დაწყებას.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: ,,თეგეტა ჰოლდინგის“ თითოეულ ბიზნესმიმართულებას ჰყავს ბიზნესპარტნიორები უკრაინაში. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მათთან ინტენსიურ კავშირზე ვართ და ვცდილობთ, ამ რთულ სიტუაციაში თანადგომა გავუწიოთ. კარგად გვესმის, შექმნილი ვითარების სიმძიმე. საომარი მოქმედებების პარალელურად, მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის დატოვება უწევთ. ამჯერად გვსურს, შესაძლებლობების ფარგლებში, მათ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და ხელი შევუწყოთ დასაქმებაში. გვინდა, ხმა მივაწვდინოთ მაქსიმალურად მეტ ომით დაზარალებულს, ვისაც საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომ ჩვენი კომპანიის კარი მათთვის ღიაა“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობა, სხვა ბიზნესმიმართულებებთან ერთად, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სამგზავრო, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას მოიცავს. შესაბამისად, „თეგეტა მოტორსს“ აქვს შესაძლებლობა, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მექანიკოსებს დასაქმება ნებისმიერი განხრით შესთავაზოს. სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გაგზავნონ მისამართზე: Vacancy@tegetamotors.ge და სათაურის ველში მიუთითონ: tegetaforukraine.

„თეგეტა“ თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიამ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. ასევე, ჰოლდინგის CSR პლატფორმაზე, tegeta.care შეიქმნა ახალი სექცია - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

„თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS