პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული ლეგენდაა, რომ რუსეთი შეუცვლელია..." - ვინ და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე?
"რუსული ლეგენდაა, რომ რუსეთი შეუცვლელია..." - ვინ და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე?

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას იწყე­ბენ. ამ მიზ­ნით ევ­რო­კავ­შირ­ში სა­მუ­შაო ჯგუ­ფიც შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის­თვის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის გეგ­მას შე­ი­მუ­შა­ვებს.

ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სურ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ რუ­სულ გაზ­ზე, ნავ­თობ­სა და ნახ­შირ­ზე ეტა­პობ­რი­ვად უარი გა­ნა­ცხა­დონ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბაა სა­ჭი­რო. თუ რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აქვს ევ­რო­კავ­შირს და რა დროს დას­ჭირ­დე­ბა იმას, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, ამ სა­კი­თხზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­ე­სა­უბ­რა. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თი ევ­რო­პის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ენერ­გო­ექ­სპორ­ტი­ო­რია, თუმ­ცა არა შე­უც­ვლე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მიერ ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბის კვო­ტა სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­ე­ბით უნდა ჩა­ნაც­ვლდეს. რაც შე­ე­ხე­ბა გაზს, თვა­ლჭ­რე­ლი­ძე რუ­სუ­ლი ბაზ­რის ჩა­ნაც­ვლე­ბის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაზ­სა­დე­ნე­ბი­დან გა­ზის მი­წო­დე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, რი­თაც რუ­სე­თის გაზი მთლი­ა­ნად ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

"იმის­თვის, რომ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა მთლი­ა­ნად და­ინ­გრეს, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ნავ­თო­ბის 100%-ით შე­ზღუდ­ვა. რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბას ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე არა­ფე­რი უნდა, საკ­მა­რი­სია რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა - რამ­დე­ნი­მე თვით გა­ი­ზარ­დოს ბრენ­ტის წარ­მო­ე­ბა ჩრდი­ლო ზღვა­ში; ოპეკ-მა შეც­ვა­ლოს კვო­ტე­ბი და მის­ცეს სა­უ­დის არა­ბეთს, ან­გო­ლა­სა და ნი­გე­რი­ას, შე­საძ­ლოა, ვე­ნე­სუ­ე­ლა­საც, ნავ­თო­ბის მეტი წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კა­ნა­დამ უკვე გა­მო­ა­ცხა­და, რომ ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბას ზრდის. რუ­სე­თის კვო­ტა დღე­ში 10 მლნ ბა­რე­ლია და ამის ავ­სე­ბას არა­ფე­რი უნდა. რაც შე­ე­ხე­ბა გაზს, რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა - პირ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისევ ჩრდი­ლო­ეთ ზღვა­შია. სა­ნამ გერ­მა­ნი­ა­ში გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი გა­ზის მი­ღე­ბის ახალ ტერ­მი­ნალს აა­შე­ნე­ბენ და კა­ტა­რი­დან და აშშ-დან მი­ი­ღე­ბენ გაზს, ჰო­ლან­დი­ამ, ნორ­ვე­გი­ამ და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ ზღვა­ში გა­ზის მო­პო­ვე­ბა უნდა გა­ზარ­დონ. მე­ო­რე - გარ­და რუ­სუ­ლი­სა, ევ­რო­პა­ში სამი გაზ­სა­დე­ნი შე­დის - სამ­ხრე­თი გა­ზის დე­რე­ფა­ნი და ორი გაზ­სა­დე­ნი ალ­ჟი­რი­დან - ერთი ეს­პა­ნეთ­ში, ხოლო მე­ო­რე სარ­დი­ნი­ის გავ­ლით იტა­ლი­ა­ში. საკ­მა­რი­სია გა­ი­ზარ­დოს გა­ზის მი­წო­დე­ბა ამ სამი გაზ­სა­დე­ნით, რომ რუ­სე­თის გაზი მთლი­ა­ნად ჩა­ნაც­ვლდე­ბა. ამის­თვის კი, ალ­ჟი­რის გა­ზის რე­სურ­სე­ბის გარ­და, მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა გა­სა­კე­თე­ბე­ლი ეგ­ვიპ­ტი­სა და ლი­ბი­ის გა­ზის რე­სურ­სებ­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ ალ­ჟი­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გაზ­სა­დე­ნე­ბით, რო­გორც ლი­ბი­ას­თან, ასე­ვე ეგ­ვიპ­ტეს­თან. მე­სა­მე - უნდა გა­და­ი­ხე­დოს ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი და ირა­ნის გა­ზის რე­ზერ­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­დეს. ირა­ნი დღე­საც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მილ­სა­დე­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­თან და თურ­ქეთ­თან. სამ­ხრე­თი გა­ზის მილ­სა­დე­ნი არაა დატ­ვირ­თუ­ლი და ესაა შე­სავ­სე­ბი ირა­ნის რე­სურ­სე­ბით, შე­საძ­ლოა ეს ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს. 2006 წელს, რო­დე­საც გა­ზის კრი­ზი­სი იყო და რუ­სე­თი­დან ვერ ვი­ღებ­დით, ირა­ნი­დან გა­ზის მი­ღე­ბა სამ დღე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ამი­ტომ, რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბას არა­ფე­რი უნდა. მაგ­რამ მე მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი მთლად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან - შოლ­ცი ჩა­ვი­და კა­ტარ­ში და არა ალ­ჟირ­ში. ალ­ჟირ­ში უნდა ჩა­სუ­ლი­ყო პირ­ველ რიგ­ში და შემ­დეგ უკვე კა­ტარ­ში. ევ­რო­კავ­ში­რი შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ.

ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია ეკო­ნო­მის­ტის, პრო­ფე­სორ ლადო პა­პა­ვას აზ­რი­თაც. მისი თქმით, უფრო რთუ­ლია გა­ზის ექ­სპორ­ტის სა­კი­თხი და რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ან ახა­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის გა­შე­ნე­ბა ან თხე­ვა­დი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლა.

"ნავ­თო­ბის რუ­სე­თი­დან მი­წო­დე­ბა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბა­დია იმი­ტომ, რომ ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხი გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, რად­გან ნავ­თო­ბი შე­საძ­ლოა, ტან­კე­რე­ბი­თა და ცის­ტერ­ნე­ბით გა­და­ი­ტა­ნო ან მა­ტა­რე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნო. ნავ­თო­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბი არის არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო­დან. უფრო რთუ­ლია გა­ზის ექ­სპორ­ტის სა­კი­თხი, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი გაზი, რო­გორც წესი, მი­ე­წო­დე­ბა მილ­სა­დე­ნით. აქ ჩა­ნაც­ვლე­ბის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ან ახა­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის გა­შე­ნე­ბა, რაც ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ან სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა თხე­ვა­დი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლა. ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა ისე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­გო­რი­ცაა კა­ნა­და, რო­მე­ლიც გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, რომ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს თხე­ვა­დი გაზი მი­ა­წო­დოს, მაგ­რამ თხე­ვად გაზს სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რად­გან სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რო­გორც მისი დამ­ზა­დე­ბა, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, "ჯე­ო­ქე­ი­სის“ მკვლე­ვარ გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლის აზ­რი­თაც, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თი ჩა­ნაც­ვლე­ბა­დია, "ამა­ზე ევ­რო­კავ­შირ­მა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბი კი ტექ­ნი­კუ­რია“.

"რუ­სუ­ლი ლე­გენ­დაა, რომ ამ ნა­წილ­ში რუ­სე­თი, შე­საძ­ლოა, შე­უც­ვლე­ლი იყოს. რუ­სე­თი ნამ­დვი­ლად არ არის შე­უც­ვლე­ლი. ბევ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, აქამ­დე რუ­სე­თი იყო უმ­სხვი­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ამ ეტა­პამ­დე გა­დამ­წყვე­ტი მომ­მა­რა­გე­ბე­ლი, მათ შო­რის ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც ვაკ­ვირ­დე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა, არა იმი­ტომ, რომ ისი­ნი კარ­გე­ბი გახ­დნენ თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლით, თუნ­დაც ირა­ნი, ვე­ნე­სუ­ე­ლა ან რო­მე­ლი­მე სხვა, ამ ეტა­პის­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო მი­სა­ღე­ბია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, ოღონდ არა რუ­სე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის დღის წეს­რიგ­ში შე­იყ­ვანს ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ყვე­ლა შე­საძ­ლო ქვე­ყა­ნას, სა­ი­და­ნაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის რა­ი­მე ფორ­მით მო­მა­რა­გე­ბა. ყვე­ლას მი­ნუს რუ­სე­თი ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა­ში - დღეს ეს ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი. გვი­ან მო­ი­კი­თხა­ვენ სხვა ქვეყ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ებს, რო­დე­საც რუ­სე­თის პრობ­ლე­მა ამო­ი­წუ­რე­ბა. ასე რომ, მგო­ნია, რუ­სე­თი ჩა­ნაც­ვლე­ბა­დია. ასე­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან ზურ­გის გა­მაგ­რე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის­თვის. ახლა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ტექ­ნი­კის სა­კი­თხია. ვფიქ­რობ, ევ­რო­კავ­ში­რი ძა­ლი­ან ჩქა­რობს. ევ­რო­კავ­შირ­მა მის­და­უ­ნე­ბუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ო­ცა­რი მოქ­ნი­ლო­ბა, მათ შო­რის სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა დრო იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, აქ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი იყო­ფა.

ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­საძ­ლოა 1 კვი­რა­შიც მოხ­დეს.

"ირან­ში გა­ზის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდას 12 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა. ევ­რო­კავ­შირ­ში თუ სწო­რად მო­იქ­ცე­ვი­ან, თუ კონ­ტრაქ­ტებს ხელს მო­ა­წე­რენ, ტექ­ნი­კუ­რად ამის­თვის ერთი კვი­რა საკ­მა­რი­სია“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ.

ლადო პა­პა­ვას აზ­რით, რუ­სე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბა ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ბა­ზარ­ზე თან­და­თა­ნო­ბით მოხ­დე­ბა და ამას წლე­ბი დასჭირ­დე­ბა.

"სწო­რია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბენ, ანუ ეს არ არის ერთი დღის სა­კი­თხი, ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­დე­ბა არა მყი­სი­ე­რად, არა­მედ თან­და­თა­ნო­ბით. მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. ამას დას­ჭირ­დე­ბა წლე­ბი. ერთ-ერთ ანა­ლიზ­ში ზღვრულ წლად აღე­ბუ­ლია 2030 წელი, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, უფრო ად­რეც გან­ხორ­ცი­ელ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უფრო ფარ­თო სუ­რა­თი წლის ბო­ლომ­დე გა­მოჩ­ნდე­ბა.

"ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად, რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბაც შემ­ცირ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ვფიქ­რობ, წლის ბო­ლომ­დე სო­ლი­დუ­რი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mamo
1

ბატ.თვალჭრელიძე უფრო კომპეტენტური მეგონა

ნუკრი
0

ნორმალური კომენტარი არ დადებულა, რა გახდა რეალური ანალიზის გაკეთება, ძვირია თუ არ მოგვარდება არანაირად. მაგარი ექსპერტები არიან რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რუსული ლეგენდაა, რომ რუსეთი შეუცვლელია..." - ვინ და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე?

"რუსული ლეგენდაა, რომ რუსეთი შეუცვლელია..." - ვინ და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე?

ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებისთვის მუშაობას იწყებენ. ამ მიზნით ევროკავშირში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება, რომელიც მომავალი ზამთრისთვის მარაგების შევსების გეგმას შეიმუშავებს.

ევროპული ქვეყნების სურვილის პარალელურად, რომ რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე ეტაპობრივად უარი განაცხადონ, ალტერნატიული რესურსების მოძიებაა საჭირო. თუ რა ალტერნატივა აქვს ევროკავშირს და რა დროს დასჭირდება იმას, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლდნენ, ამ საკითხზე "ინტერპრესნიუსი“ სპეციალისტებს გაესაუბრა. ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოექსპორტიორია, თუმცა არა შეუცვლელი.

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ნავთობის წარმოების კვოტა სხვა ქვეყნების წარმოებით უნდა ჩანაცვლდეს. რაც შეეხება გაზს, თვალჭრელიძე რუსული ბაზრის ჩანაცვლების რამდენიმე შესაძლებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ალტერნატიული გაზსადენებიდან გაზის მიწოდება უნდა გაიზარდოს, რითაც რუსეთის გაზი მთლიანად ჩანაცვლდება.

"იმისთვის, რომ რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დაინგრეს, საკმარისია მხოლოდ ნავთობის 100%-ით შეზღუდვა. რუსეთის ჩანაცვლებას ნავთობის ბაზარზე არაფერი უნდა, საკმარისია რამდენიმე ღონისძიების გატარება - რამდენიმე თვით გაიზარდოს ბრენტის წარმოება ჩრდილო ზღვაში; ოპეკ-მა შეცვალოს კვოტები და მისცეს საუდის არაბეთს, ანგოლასა და ნიგერიას, შესაძლოა, ვენესუელასაც, ნავთობის მეტი წარმოების შესაძლებლობა. კანადამ უკვე გამოაცხადა, რომ ნავთობის წარმოებას ზრდის. რუსეთის კვოტა დღეში 10 მლნ ბარელია და ამის ავსებას არაფერი უნდა. რაც შეეხება გაზს, რამდენიმე სტრატეგიული შესაძლებლობაა - პირველი შესაძლებლობა ისევ ჩრდილოეთ ზღვაშია. სანამ გერმანიაში გათხევადებული გაზის მიღების ახალ ტერმინალს ააშენებენ და კატარიდან და აშშ-დან მიიღებენ გაზს, ჰოლანდიამ, ნორვეგიამ და დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთ ზღვაში გაზის მოპოვება უნდა გაზარდონ. მეორე - გარდა რუსულისა, ევროპაში სამი გაზსადენი შედის - სამხრეთი გაზის დერეფანი და ორი გაზსადენი ალჟირიდან - ერთი ესპანეთში, ხოლო მეორე სარდინიის გავლით იტალიაში. საკმარისია გაიზარდოს გაზის მიწოდება ამ სამი გაზსადენით, რომ რუსეთის გაზი მთლიანად ჩანაცვლდება. ამისთვის კი, ალჟირის გაზის რესურსების გარდა, მობილიზაციაა გასაკეთებელი ეგვიპტისა და ლიბიის გაზის რესურსებზე, რაც შესაძლებელია იმიტომ, რომ ალჟირი დაკავშირებულია გაზსადენებით, როგორც ლიბიასთან, ასევე ეგვიპტესთან. მესამე - უნდა გადაიხედოს ირანის წინააღმდეგ სანქციები და ირანის გაზის რეზერვების მობილიზება მოხდეს. ირანი დღესაც დაკავშირებულია მილსადენებით აზერბაიჯანისა და საქართველოს გაზგამანაწილებელ ქსელთან და თურქეთთან. სამხრეთი გაზის მილსადენი არაა დატვირთული და ესაა შესავსები ირანის რესურსებით, შესაძლოა ეს ძალიან მოკლე დროში განხორციელდეს. 2006 წელს, როდესაც გაზის კრიზისი იყო და რუსეთიდან ვერ ვიღებდით, ირანიდან გაზის მიღება სამ დღეში განხორციელდა. ამიტომ, რუსეთის ჩანაცვლებას არაფერი უნდა. მაგრამ მე მეჩვენება, რომ ევროკავშირის ლიდერები მთლად გათვითცნობიერებულები არ არიან - შოლცი ჩავიდა კატარში და არა ალჟირში. ალჟირში უნდა ჩასულიყო პირველ რიგში და შემდეგ უკვე კატარში. ევროკავშირი შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

ნავთობის ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლება შედარებით ადვილია ეკონომისტის, პროფესორ ლადო პაპავას აზრითაც. მისი თქმით, უფრო რთულია გაზის ექსპორტის საკითხი და რუსეთის ჩანაცვლებისთვის საჭირო იქნება ან ახალი მილსადენების გაშენება ან თხევადი გაზის მოხმარებაზე გადასვლა.

"ნავთობის რუსეთიდან მიწოდება შედარებით ადვილად ჩანაცვლებადია იმიტომ, რომ ნავთობის ტრანსპორტირების საკითხი გაზის ტრანსპორტირებასთან შედარებით უფრო გამარტივებულია, რადგან ნავთობი შესაძლოა, ტანკერებითა და ცისტერნებით გადაიტანო ან მატარებელი გამოიყენო. ნავთობის ჩანაცვლების ვარიანტები არის არაბული სამყაროდან. უფრო რთულია გაზის ექსპორტის საკითხი, რადგან ბუნებრივი გაზი, როგორც წესი, მიეწოდება მილსადენით. აქ ჩანაცვლებისთვის საჭირო იქნება ან ახალი მილსადენების გაშენება, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია და პრაქტიკულად შეუძლებელია, ან საჭირო იქნება თხევადი გაზის მოხმარებაზე გადასვლა. ახლა განიხილება ისეთი ალტერნატივა, როგორიცაა კანადა, რომელიც გამოთქვამს მზაობას, რომ ევროპულ ქვეყნებს თხევადი გაზი მიაწოდოს, მაგრამ თხევად გაზს სჭირდება გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილებები, რადგან სხვა ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული როგორც მისი დამზადება, ასევე გამოყენება“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, "ჯეოქეისის“ მკვლევარ გიორგი აბაშიშვილის აზრითაც, გაზისა და ნავთობის ბაზარზე რუსეთი ჩანაცვლებადია, "ამაზე ევროკავშირმა მუშაობა დაიწყო, დანარჩენი საკითხები კი ტექნიკურია“.

"რუსული ლეგენდაა, რომ ამ ნაწილში რუსეთი, შესაძლოა, შეუცვლელი იყოს. რუსეთი ნამდვილად არ არის შეუცვლელი. ბევრი ალტერნატივა არსებობს. უბრალოდ, აქამდე რუსეთი იყო უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი, ამ ეტაპამდე გადამწყვეტი მომმარაგებელი, მათ შორის ევროპის მიმართულებით. როგორც ვაკვირდებით, ძალიან ბევრი ქვეყანა, არა იმიტომ, რომ ისინი კარგები გახდნენ თავისი მმართველობის სტილით, თუნდაც ირანი, ვენესუელა ან რომელიმე სხვა, ამ ეტაპისთვის გაცილებით უფრო მისაღებია ცივილიზებული მსოფლიოსთვის, ოღონდ არა რუსეთი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოების დღის წესრიგში შეიყვანს ენერგორესურსების მქონე ყველა შესაძლო ქვეყანას, საიდანაც კი შესაძლებელია ევროკავშირის რაიმე ფორმით მომარაგება. ყველას მინუს რუსეთი ენერგოუსაფრთხოებაში - დღეს ეს ხდება ევროკავშირის მთავარი პრინციპი. გვიან მოიკითხავენ სხვა ქვეყნების დემოკრატიებს, როდესაც რუსეთის პრობლემა ამოიწურება. ასე რომ, მგონია, რუსეთი ჩანაცვლებადია. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შეერთებული შტატების მხრიდან ზურგის გამაგრებას ევროკავშირისთვის. ახლა საბოლოო ჯამში, დანარჩენი ტექნიკის საკითხია. ვფიქრობ, ევროკავშირი ძალიან ჩქარობს. ევროკავშირმა მისდაუნებურად გამოავლინა საოცარი მოქნილობა, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რა დრო იქნება საჭირო, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლდნენ, აქ სპეციალისტების მოსაზრებები იყოფა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა 1 კვირაშიც მოხდეს.

"ირანში გაზის წარმოების გაზრდას 12 საათი სჭირდება. ევროკავშირში თუ სწორად მოიქცევიან, თუ კონტრაქტებს ხელს მოაწერენ, ტექნიკურად ამისთვის ერთი კვირა საკმარისია“,- განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

ლადო პაპავას აზრით, რუსეთის ჩანაცვლება ენერგორესურსების ბაზარზე თანდათანობით მოხდება და ამას წლები დასჭირდება.

"სწორია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხზე მუშაობენ, ანუ ეს არ არის ერთი დღის საკითხი, ჩანაცვლება მოხდება არა მყისიერად, არამედ თანდათანობით. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამას დასჭირდება წლები. ერთ-ერთ ანალიზში ზღვრულ წლად აღებულია 2030 წელი, თუმცა, შესაძლოა, უფრო ადრეც განხორციელდეს“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

გიორგი აბაშიშვილი კი ფიქრობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ფართო სურათი წლის ბოლომდე გამოჩნდება.

"ტემპერატურის მომატებასთან ერთად, რესურსების მოხმარებაც შემცირდება. ამავდროულად, ვფიქრობ, წლის ბოლომდე სოლიდური იქნება ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.