მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წავიყვან ლარსში და გამოვიხსნით მამამისს რუსეთიდან... აქ ვერ დარჩება, ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში" - ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინელი ქალის შესახებ
"წავიყვან ლარსში და გამოვიხსნით მამამისს რუსეთიდან... აქ ვერ დარჩება, ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში" - ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინელი ქალის შესახებ

ექი­მი თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას უკ­რა­ი­ნელ ქალ­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ წერს და მის ის­ტო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით უყ­ვე­ბა.

"დი­ლის 4 სა­ათ­ზე ჩა­მოვფრინ­დით, როცა თვითმფრი­ნა­ვი­დან ავ­ტო­ბუ­სით აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბის­კენ მივ­დი­ო­დით გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა ახ­ლა­გაზ­რდა გოგო-თქვენ უკ­რა­ი­ნე­ლი ხართ?

-მე? არა

-გულ­საბ­ნე­ვი რომ გი­კე­თი­ათ, მე­გო­ნა უკ­რა­ი­ნე­ლი იყა­ვით,

-მე არა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი, თქვენ სა­ი­დან ხართ?

-მე ხარ­კო­ვი­დან

-უი, რა­ნა­ი­რად, მარ­ტო მო­დი­ხართ?

- ჰო, მო­ხუ­ცი მამა გად­მო­ყავთ რუ­სე­თი­დან, იქით მოხ­ვდა დო­ნეც­კი­დან და ლარსზე უნდა დავ­ხვდე რომ უკან წა­ვიყ­ვა­ნო, ბავ­შვე­ბი და დედა დავ­ტო­ვე რუ­მი­ნე­თის სა­ზღვარ­თან.

-სად უნდა წახ­ვი­დეთ ახლა?

-არ ვიცი, ვაგ­ზალ­ზე გა­ვა­თე­ბენ და მერე წა­ვალ ზემო ლარსზე...

-სა­ქარ­თვე­ლო­ში ხართ ნამ­ყო­ფი?

-არა, პირ­ვე­ლად ვარ

-წა­მო­დით ჩვენ­თან, და­გეხ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ფერ­ში

-მარ­თლა?

-რა თქმა უნდა

ჰო და მო­ვიყ­ვა­ნეთ ანია სახ­ლში, ცოტა შოკ­ში იყო ამის გამო. დი­ლის 6 ზე გა­მო­ვი­ძა­ხე ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლი, ხა­ჭა­პუ­რი,მწვა­დი,ფხა­ლი,შქმე­რუ­ლი. ვჭა­მეთ, ვი­სა­უბ­რეთ.ბავ­შვებ­მა და დე­დამ ისე გა­მო­მა­ცი­ლეს რო­გორც თით­ქოს ბო­ლოს მხე­დავ­დნენ, რად­გან არ ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დიო. ჯერ ლუ­განსკი­დან იყო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ხარ­კოვ­ში, ერთი წე­ლია ბინა უყი­დი­ათ, ნელ-ნელა არე­მონ­ტებ­დნენ თურ­მე,

მერე იქი­და­ნაც მო­უ­წი­ათ ნელ-ნელა და­სავ­ლე­თით წას­ვლა, ხან ბაღ­ში ათე­ნებ­დნენ, ხან სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში.ბო­ლოს და­ეხ­მა­რა გოგო, რო­მელ­თან ერ­თა­დაც პო­ლო­ნეთ­ში მუ­შა­ობ­და წლე­ბის წინ, არ ვმე­გობ­რობ­დოთ უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბე­ბი ვი­ყა­ვი­თო და მის მშობ­ლებმ­თან გა­მიშ­ვა ჩერ­ნოვ­ცი­შიო, რუ­მი­ნე­თის სა­ზღვარ­თან.

ახლა ჩემ­თა­ნაა, ხვალ წა­ვიყ­ვან ლარსში და გა­მო­ვიხ­სნით მა­მა­მისს რუ­სე­თი­დან. აქ ვერ დარ­ჩე­ბა, რად­გან ქმარს არ და­ტო­ვებს მარ­ტო უკ­რა­ი­ნა­ში, ასე ამ­ბობს. ჯერ­ჯე­რო­ბით. ზო­გა­დად არ იცის რას იზამს, ბავ­შვებ­თან უნდა დაბ­რუნ­დეს რომ ოჯა­ხი ერ­თად იყოს.

აე­რო­პორ­ტის გზა­ზე, ქა­ლაქ­შიც ამ­დე­ნი უკ­რა­ი­ნის დრო­შა რომ ნახა სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­ზე, აფ­თი­ა­ქებ­ში შოკ­ში ჩა­ვარ­და, არ მე­გო­ნა ასე თუ გვი­ჭერ­დით მხარ­სო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვით, რომ ყვე­ლა­ზე ახლო ქვე­ყა­ნაა ჩვენ­თვის, ერთი ბედი გვაქვს და მხარს ვუ­ჭერთ მაქ­სი­მა­ლუ­რად.11 წლის და 4 წლის შვი­ლი ჰყავს რაც შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რე­ბი, ახ­ლაც და მე­რეც", - წერს თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
7

რამდენი დაახარჯე ლტოლვილს რომ ვიცოდეთ მაინც.ერთ ადამიანს ვერ ნახავ სიკეთე ჩუმად გააკეთოს და მთელ ქვეყანას არ მოსდოს დახმარების ამბავი.

გია
18

რა გჭირთ ხალხო ადამიანს დაეხმარნენ,რამე ცუდი ხოარ ჩიუდენიათ..

ავტორი:

"წავიყვან ლარსში და გამოვიხსნით მამამისს რუსეთიდან... აქ ვერ დარჩება, ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში" - ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინელი ქალის შესახებ

"წავიყვან ლარსში და გამოვიხსნით მამამისს რუსეთიდან... აქ ვერ დარჩება, ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში" - ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინელი ქალის შესახებ

ექიმი თამუნა ყურაშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვახო სანაია უკრაინაში იმყოფებოდნენ. თამუნა ყურაშვილი საქართველოში დაბრუნებისას უკრაინელ ქალთან შეხვედრის შესახებ წერს და მის ისტორიას საზოგადოებას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით უყვება.

"დილის 4 საათზე ჩამოვფრინდით, როცა თვითმფრინავიდან ავტობუსით აეროპორტის შენობისკენ მივდიოდით გამომელაპარაკა ახლაგაზრდა გოგო-თქვენ უკრაინელი ხართ?

-მე? არა

-გულსაბნევი რომ გიკეთიათ, მეგონა უკრაინელი იყავით,

-მე არა, მაგრამ უკრაინაში ვიყავი, თქვენ საიდან ხართ?

-მე ხარკოვიდან

-უი, რანაირად, მარტო მოდიხართ?

- ჰო, მოხუცი მამა გადმოყავთ რუსეთიდან, იქით მოხვდა დონეცკიდან და ლარსზე უნდა დავხვდე რომ უკან წავიყვანო, ბავშვები და დედა დავტოვე რუმინეთის საზღვართან.

-სად უნდა წახვიდეთ ახლა?

-არ ვიცი, ვაგზალზე გავათებენ და მერე წავალ ზემო ლარსზე...

-საქართველოში ხართ ნამყოფი?

-არა, პირველად ვარ

-წამოდით ჩვენთან, დაგეხმარებით ყველაფერში

-მართლა?

-რა თქმა უნდა

ჰო და მოვიყვანეთ ანია სახლში, ცოტა შოკში იყო ამის გამო. დილის 6 ზე გამოვიძახე ქართული საჭმელი, ხაჭაპური,მწვადი,ფხალი,შქმერული. ვჭამეთ, ვისაუბრეთ.ბავშვებმა და დედამ ისე გამომაცილეს როგორც თითქოს ბოლოს მხედავდნენ, რადგან არ ვიცოდი სად მივდიოდიო. ჯერ ლუგანსკიდან იყო იძულებით გადაადგილებული ხარკოვში, ერთი წელია ბინა უყიდიათ, ნელ-ნელა არემონტებდნენ თურმე,

მერე იქიდანაც მოუწიათ ნელ-ნელა დასავლეთით წასვლა, ხან ბაღში ათენებდნენ, ხან სპორტულ დარბაზში.ბოლოს დაეხმარა გოგო, რომელთან ერთადაც პოლონეთში მუშაობდა წლების წინ, არ ვმეგობრობდოთ უბრალოდ ნაცნობები ვიყავითო და მის მშობლებმთან გამიშვა ჩერნოვციშიო, რუმინეთის საზღვართან.

ახლა ჩემთანაა, ხვალ წავიყვან ლარსში და გამოვიხსნით მამამისს რუსეთიდან. აქ ვერ დარჩება, რადგან ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში, ასე ამბობს. ჯერჯერობით. ზოგადად არ იცის რას იზამს, ბავშვებთან უნდა დაბრუნდეს რომ ოჯახი ერთად იყოს.

აეროპორტის გზაზე, ქალაქშიც ამდენი უკრაინის დროშა რომ ნახა სარეკლამო ბანერებზე, აფთიაქებში შოკში ჩავარდა, არ მეგონა ასე თუ გვიჭერდით მხარსო. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოვუყევით, რომ ყველაზე ახლო ქვეყანაა ჩვენთვის, ერთი ბედი გვაქვს და მხარს ვუჭერთ მაქსიმალურად.11 წლის და 4 წლის შვილი ჰყავს რაც შემიძლია ყველანაირად დავეხმარები, ახლაც და მერეც", - წერს თამუნა ყურაშვილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"