საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპანტებმა რუსეთში იძულებით გადაიყვანეს 2389 ბავშვი... აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გატაცების ნიშნებია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება?
"ოკუპანტებმა რუსეთში იძულებით გადაიყვანეს 2389 ბავშვი... აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გატაცების ნიშნებია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება?

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა, 2389 ბავ­შვი გა­ი­ტა­ცეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის ოკუ­პი­რე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ , - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­ტა­ცე­ბის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

"მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 19 მარტს, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2389 ბავ­შვი იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის ოკუ­პი­რე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. აგ­რე­სო­რი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა, გა­ტა­ცე­ბის ნიშ­ნე­ბია. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის, კერ­ძოდ კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის უხე­ში დარ­ღვე­ვა. სახ­ლე­ბის დან­გრე­ვით და მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებს მშობ­ლის მზრუნ­ვე­ლო­ბას არ­თმევს და მათ სი­ცო­ცხლეს რუ­სეთ­ში, კი­დევ უფრო საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო გაყ­ვა­ნა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, რუ­სეთ­ზე ზე­წო­ლა გა­ზარ­დოს, რათა ბარ­ბა­რო­სუ­ლი ომი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­წყდეს. ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებს, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუსი ოკუ­პან­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლის სხვა ფაქ­ტებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი იძი­ე­ბენ. ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან", - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაო
17

რატომ არ თვლით რამდენი დაიკარგა ევროპის საზღვრიდან და რამდენი დაიკარგება ან რამდენი საერთოდ გაქრა ეს ოხერი ცოტა ევროპაში არსებულ პრობლემებზეც ილაპარაკეთ რამდენი უკრაინელი ქალი ბავშვი გოგო მოხვდა ევროპაში გაურკვეველი კრიმინალური მაფიოზური ჯგუფების ტყვეობაში და რამდენი მოხვდება უბრალოდ სტატისტიკით იხელმძღვანელეთ იმენა ჩამოაბნელეს რუსეთი და გაანათეს ევროპა რუსეთში გაყვანილობი დარწმუნებული ვარ ტრეფიკინგის მსხვერპლები არ გახდებიან როგორც ევროპაში ვინმემ დათვალა რამდენი გავიდა ევროპაში და რამდენი არიან უსაფრთხო გარემოში მოხვედრილები

ფრიცი
8

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი იძი­ე­ბენ. ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან

 

ხალხო, ნუ ღელავთ,, ეგ დამნაშავეები ყველა უკლებლივ უკვე დაჭერილია 

ავტორი:

"ოკუპანტებმა რუსეთში იძულებით გადაიყვანეს 2389 ბავშვი... აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გატაცების ნიშნებია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება?

"ოკუპანტებმა რუსეთში იძულებით გადაიყვანეს 2389 ბავშვი... აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გატაცების ნიშნებია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება?

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2389 ბავშვი გაიტაცეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

უკრაინის საგარეო სამინისტრო აცხადებს, რომ ბავშვების იძულებით გადაადგილება გატაცების ნიშნებს შეიცავს.

"მიღებული ინფორმაციის თანახმად, 19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 2389 ბავშვი იძულებით გადაიყვანეს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების იძულებით გადაადგილება, გატაცების ნიშნებია. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში, კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ბავშვების უკანონო გაყვანაზე რეაგირება მოახდინოს, რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს, რათა ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, შეწყდეს. ბავშვების გატაცების ფაქტებს, ისევე როგორც უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების დანაშაულის სხვა ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.