სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რძის პროდუქტების როლი ბავშვთა კვებაში
რძის პროდუქტების როლი ბავშვთა კვებაში

ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტით ალ­ბათ ყვე­ლა დე­დის ოც­ნე­ბაა. ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა მისი მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა და და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან მის ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი კი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ეკო­ლო­გი­ას­თან და გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, სწორ კვე­ბას ენი­ჭე­ბა. რა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი სჭირ­დე­ბა ბავ­შვს და რა როლი უკა­ვია ბავ­შვთა კვე­ბა­ში რძეს და რძის პრო­დუქ­ტებს ამა­ზე პე­დი­ატრს, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტორს მაია ჩხა­ი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

ქალ­ბა­ტო­ნო მაია, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბია ბავ­შვთა კვე­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი და რა ად­გი­ლი უკა­ვია ამ პრო­დუქ­ტებ­ში რძეს და მის ნა­წარმს?

-რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი ბავ­შვთა კვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, წარ­მო­ად­გე­ნენ ცი­ლე­ბის და ენერ­გი­ის შე­სა­ნიშ­ნავ წყა­როს. ასე­ვე შე­ი­ცა­ვენ ვი­ტა­მი­ნე­ბის და მი­ნე­რა­ლე­ბის ფარ­თო სპექტრს.

რძე და რძის ნა­წარ­მი არის ენერ­გი­ის, ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის (ძი­რი­თა­დად ნა­ჯე­რი), ვი­ტა­მი­ნე­ბის (რი­ბოფ­ლა­ვი­ნი, B12, Aდა D ვი­ტა­მი­ნი) და მი­ნე­რა­ლე­ბის (კალ­ცი­უ­მი, იოდი, ფოს­ფო­რი, თუ­თია) წყა­რო. ეს ჯგუ­ფი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვთა ასაკ­ში ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის და ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბი­სათ­ვის.

ცი­ლას აქვს ყვე­ლა უჯრედ­ში, სტრუქ­ტუ­რუ­ლი და ფუნ­ქცი­უ­რი როლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ზრდის­თვის. ცი­ლა­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სხე­უ­ლის ზო­მებს და ასაკს. მისი კარ­გი წყა­როა: უცხი­მო ხორ­ცი, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, რძე, რძის ნა­წარ­მი, კვერ­ცხი, პარ­კოს­ნე­ბი, თხი­ლე­უ­ლი და მცე­ნა­რის თეს­ლე­ბი.

რას იღებს ბავ­შვი რძი­თა და რძის პრო­დუქ­ტე­ბით?

-რძის პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ღე­ბუ­ლობს ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­ტა­მინ D-ს და კალ­ცი­უმს. ვი­ტა­მი­ნი D აძ­ლი­ე­რებს კალ­ცი­უ­მის შე­წო­ვას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ჯან­მრთე­ლი კბი­ლე­ბის­თვის. მისი ნაკ­ლე­ბო­ბა ბავ­შვებ­ში ძი­რი­თა­დად რა­ქი­ტის სა­ხით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ვი­ტა­მი­ნი D-ს საკ­ვე­ბი წყა­რო­ე­ბი ცო­ტაა, ამი­ტო­მაც ვი­ტა­მი­ნი D-ს ადექ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ საკ­ვე­ბით რთუ­ლია. მზის სხი­ვე­ბი ან ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი ვი­ტა­მი­ნი D-ს კი­დევ ერთი წყა­როა. ამი­ტომ პე­დი­ატ­რე­ბი ხში­რად ვურ­ჩევთ მშობ­ლებს მზის აბა­ზა­ნებს, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ბავ­შვის გა­სე­ირ­ნე­ბას... ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ვი­ტა­მი­ნი D-ს 400 ს.ე. (10 მკგ) მი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ

საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა D ვი­ტა­მინს არ შე­ი­ცავს. შე­და­რე­ბით მდი­და­რია ამ ვი­ტა­მი­ნით ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი. ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ბავ­შვის­თვის D ვი­ტა­მი­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წყა­როს შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს D ვი­ტა­მი­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი რძე ან მარ­ცვლოვ­ნე­ბი.

ასე­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რძის მი­ღე­ბა კალ­ცი­უ­მის თვალ­საზ­რი­სით. კალ­ცი­უ­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძვლე­ბის­თვის და კბი­ლე­ბის­თვის. რძე და ზო­გი­ერ­თი რძის ნა­წარ­მი (მაგ. იო­გურ­ტი, მა­წო­ნი და ყვე­ლი) კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წყა­როა. რძეს კალ­ცი­უ­მის სა­ბა­დო­საც ვე­ძა­ხით.

ბავ­შვებს კალ­ცი­უმ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ყო­ველ­დღე 2-3 ულუ­ფა რძის ან რძის ნა­წარ­მის მი­ღე­ბა სჭირ­დე­ბათ. და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი რძე და რძის ნა­წარ­მი შე­ი­ცავს იმ­დენ ან იმა­ზე მეტ კალ­ცი­უმს, რამ­დე­ნიც არის ჰო­მო­გე­ნი­ზე­ბულ და ცხიმ­მო­უხ­დელ რძე­ში.

ბავ­შვე­ბის­თვის ვინც ვერ/არ იღებს ძრო­ხის რძეს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კალ­ცი­უ­მით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რძე . რძის შაქ­რის , ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბი­სას ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევთ ბავ­შვმა მი­ი­ღოს ულაქ­ტო­ზო რძე და მისი ნა­წარ­მი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბავ­შვი კალ­ცი­უ­მით და ვი­ტა­მი­ნი D მდი­დარ პრო­დუქ­ტებს მა­ინც არ იღებს, სა­ჭი­როა ამ პრე­პა­რა­ტე­ბის და­მა­ტე­ბით მი­ცე­მა.

კალ­ცი­უ­მის წყა­როს 75 პრო­ცენტს რძე და რძის ნა­წარ­მი შე­ად­გენს. ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ ის რძეს არ სვამს, ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა იღებ­დეს კალ­ცი­უ­მით მდი­დარ საკ­ვებს (ბრო­კო­ლი, ჩი­ნუ­რი კომ­ბოს­ტო, თხი­ლე­უ­ლი, თეს­ლე­უ­ლი) ან კალ­ცი­უ­მით გამ­დიდ­რე­ბულ მარ­ცვლე­ულს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო რძის პრო­დუქ­ტებ­ში მა­წო­ნი, რო­მე­ლიც ენ­დე­მუ­რი პრო­დუქ­ტია. მა­წო­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტია. რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მათ­ში შე­მა­ვა­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი - პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი - ცო­ცხა­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სარ­გებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნონ ადა­მი­ანს, კერ­ძოდ, და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე. პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი ორ­გა­ნიზ­მის მე­გო­ბარ ბაქ­ტე­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა. ისი­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს აძ­ლი­ე­რე­ბენ. პრო­ბი­ო­ტი­კებს ხში­რად კე­თილ ბაქ­ტე­რი­ებს უწო­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ ცუდ ბაქ­ტე­რი­ებს ებ­რძვი­ან. ისი­ნი ერ­თგვა­რი ბა­რი­ე­რის ეფექტს ქმნი­ან, ნაწ­ლა­ვებს ცუდი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან იცა­ვენ, ამას­თან, ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკსაც ამ­ცი­რე­ბენ, რად­გან ორ­გა­ნიზ­მში პა­რა­ზი­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უშ­ლი­ან ხელს. გარ­და ამი­სა, პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს.

პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის ჯგუფ­ში ბევ­რი ტი­პის ბაქ­ტე­რია შე­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა ლაქ­ტო­ბა­ცი­ლა, ანუ რძისმჟა­ვას ბაქ­ტე­რია და ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რია. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ან­მა რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ი­ღოს. ამ მხრივ, მა­წო­ნი, რო­მე­ლიც ენ­დე­მურ დე­დო­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, რად­გან ის ბუ­ნებ­რივ პრო­ბი­ო­ტი­კებს შე­ი­ცავს. მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი რძემ­ჟა­ვა. ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ მაწ­ვნის შე­ნახ­ვის ვადა საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლეა.

მაია ჩხა­ი­ძე- პე­დი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე.

R

ოლი
0

ფხვნილებისგან დამზადებული რძით და მაწონითაა გაძეძგილი მთელი თბილისი.ესაა სასარგებლოო??

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რძის პროდუქტების როლი ბავშვთა კვებაში

რძის პროდუქტების როლი ბავშვთა კვებაში

ჯანმრთელი ბავშვი ძლიერი იმუნიტეტით ალბათ ყველა დედის ოცნებაა. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი მუცლადყოფნის პერიოდში იწყება და დაბადების პირველი წუთებიდან მის ზრდასრულობამდე გრძელდება. განსაკუთრებული როლი კი ამ ყველაფერში ეკოლოგიასთან და გარემო პირობებთან ერთად, რა თქმა უნდა, სწორ კვებას ენიჭება. რა მიკროელემენტები და ვიტამინები სჭირდება ბავშვს და რა როლი უკავია ბავშვთა კვებაში რძეს და რძის პროდუქტებს ამაზე პედიატრს, მედიცინის აკადემიური დოქტორს მაია ჩხაიძეს ვესაუბრეთ.

ქალბატონო მაია, რომელი პროდუქტებია ბავშვთა კვებაში აუცილებელი და რა ადგილი უკავია ამ პროდუქტებში რძეს და მის ნაწარმს?

-რძე და რძის პროდუქტები ბავშვთა კვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, წარმოადგენენ ცილების და ენერგიის შესანიშნავ წყაროს. ასევე შეიცავენ ვიტამინების და მინერალების ფართო სპექტრს.

რძე და რძის ნაწარმი არის ენერგიის, ცილების, ცხიმების (ძირითადად ნაჯერი), ვიტამინების (რიბოფლავინი, B12, Aდა D ვიტამინი) და მინერალების (კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია) წყარო. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და ჯანსაღი კბილებისათვის.

ცილას აქვს ყველა უჯრედში, სტრუქტურული და ფუნქციური როლი და უმნიშვნელოვანესია ზრდისთვის. ცილაზე მოთხოვნილება შეესაბამება სხეულის ზომებს და ასაკს. მისი კარგი წყაროა: უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული და მცენარის თესლები.

რას იღებს ბავშვი რძითა და რძის პროდუქტებით?

-რძის პროდუქტებთან ერთად ბავშვის ორგანიზმი ღებულობს ყველაზე მეტად ვიტამინ D-ს და კალციუმს. ვიტამინი D აძლიერებს კალციუმის შეწოვას, რაც მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის და ჯანმრთელი კბილებისთვის. მისი ნაკლებობა ბავშვებში ძირითადად რაქიტის სახით გამოვლინდება. ვიტამინი D-ს საკვები წყაროები ცოტაა, ამიტომაც ვიტამინი D-ს ადექვატური რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვებით რთულია. მზის სხივები ან ულტრაიისფერი სხივები ვიტამინი D-ს კიდევ ერთი წყაროა. ამიტომ პედიატრები ხშირად ვურჩევთ მშობლებს მზის აბაზანებს, სუფთა ჰაერზე ბავშვის გასეირნებას... ჩვილი ბავშვებისათვის ასევე რეკომენდებულია ვიტამინი D-ს 400 ს.ე. (10 მკგ) მიღება დღეში ერთხელ

საკვები პროდუქტების უმეტესობა D ვიტამინს არ შეიცავს. შედარებით მდიდარია ამ ვიტამინით ცხიმიანი თევზი. ვეგეტარიანელი ბავშვისთვის D ვიტამინის ალტერნატიულ წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს D ვიტამინით გამდიდრებული რძე ან მარცვლოვნები.

ასევე უმნიშვნელოვანესია რძის მიღება კალციუმის თვალსაზრისით. კალციუმი აუცილებელია ძვლებისთვის და კბილებისთვის. რძე და ზოგიერთი რძის ნაწარმი (მაგ. იოგურტი, მაწონი და ყველი) კალციუმის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რძეს კალციუმის საბადოსაც ვეძახით.

ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ. დაბალცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი შეიცავს იმდენ ან იმაზე მეტ კალციუმს, რამდენიც არის ჰომოგენიზებულ და ცხიმმოუხდელ რძეში.

ბავშვებისთვის ვინც ვერ/არ იღებს ძროხის რძეს, რეკომენდებულია კალციუმით გამდიდრებული ალტერნატიული რძე . რძის შაქრის , ლაქტოზის აუტანლობისას ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვმა მიიღოს ულაქტოზო რძე და მისი ნაწარმი. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი კალციუმით და ვიტამინი D მდიდარ პროდუქტებს მაინც არ იღებს, საჭიროა ამ პრეპარატების დამატებით მიცემა.

კალციუმის წყაროს 75 პროცენტს რძე და რძის ნაწარმი შეადგენს. ვეგეტარიანელი ბავშვების შემთხვევაში თუ ის რძეს არ სვამს, ყოველდღიურად უნდა იღებდეს კალციუმით მდიდარ საკვებს (ბროკოლი, ჩინური კომბოსტო, თხილეული, თესლეული) ან კალციუმით გამდიდრებულ მარცვლეულს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო რძის პროდუქტებში მაწონი, რომელიც ენდემური პროდუქტია. მაწონი ტრადიციული ქართული რძემჟავა პროდუქტია. რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების გამო. აღნიშნული ბაქტერიები - პრობიოტიკები - ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკები ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებენ. პრობიოტიკებს ხშირად კეთილ ბაქტერიებს უწოდებენ, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ცუდ ბაქტერიებს ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან, ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.

პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი, რომელიც ენდემურ დედოზეა დამზადებული, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული რძემჟავა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაწვნის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.

მაია ჩხაიძე- პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობის თავმჯდომარე.

R