ოკუპანტებმა მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლა შესთავაზეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.
"ამბობენ, რომ რუსები მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლას სთავაზობენ. ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხის ჩამოსაყალიბებლად ვადა დილამდე მისცეს. და რატომ დაველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზად არის: Х#й вам და არა მარიუპოლი,“- დაწერა პეტრო ანდრიუშჩენკომ.
"შეუძლებელია ენდო მოსკოვის დაპირებებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით" - განუცხადა პეტრო ანდრიუშენკომ BBC-ს.
მისი თქმით, ქალაქი არ შეწყვეტს თავის დაცვას.
"ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე“ - აღნიშნა ანდრიუშენკომ.
ანდრიუშენკომ დაადასტურა, რომ რუსული ძალები ქალაქის მცხოვრებლებს რუსეთში გადასვლას აიძულებს.
"როდესაც ისინი [რუსული ძალები] საუბრობენ ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რას აკეთებენ სინამდვილეში? სინამდვილეში ისინი ჩვენს ხალხს რუსეთში ევაკუაციას აიძულებენ," - აღნიშნა მერის მრჩეველმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა მარიუპოლის ოფიციალურ პირებს ქალაქის ნებაყოფლობით ჩასაბარებლად ვადა ადგილობრივი დროით დილის 5:00 საათამდე მისცა.
იხილეთ ასევე:
მარიუპოლი რუსეთს განსაკუთრებით სჭირდება: ამ ქალაქის აღებით ყირიმს დააკავშირებს სახმელეთო გზით დონეცკს და აზოვის ზღვას აქცევს ფაქტიურად შიდა ტბათ. ასე რომ უფრო სასტიკი ბრძოლაა მოსალოდნელი
მოქალაქე-ს „ისე რომ იცოდე, ვიეტნამში ომი ჩრდილოვიეტნამელების(კომუნისტების) შემოჭრით დაიწყო სამხრეთ ვიეტნამში, ისევე როგორც კორეაში. 12:48 / 21-03-2022“>>>>>>>>>>>>კორეის ომის შემდგომ ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩდა. გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთს ტაივანი, ჩან კაიში წარმოადგენდა. შეიქმნა გარემოება, სადაც ჩინეთის მოსახლეობას შიმშილისა და სიღარიბის შედეგად უბედურება ელოდა, ხოლო ამ გარემოებაში სახელმწიფოს მართვა შეუძლებელი გახდა. პეკინმა და მოსკოვმა ომი ვიეტნამში გადაიტანა, რაც არსებული გეოპოლიტიკის შეცვლას ნიშნავდა (დაემუქრა დასავლეთს წყნარი ოკეანეთში სივრცის გლობალური მართვის გარემოების შეცვლაში). შემდგომი ისტორია ცნობილია, სადაც ამ ომიდან გამოსვლა ჰენრი კისინჯერმა მოახდინა „დიდი განმუხტვის“ პოლიტიკაში და დაიწყო ახალი ამ პოლიტიკის შედეგად მსოფლიო გამოწვევების ერა, რომის კლუბის შექმნისა, თუ მის მიერ გაკეთებულ დასკვნებში ჰელსინკის პაქტის მიღება. შედეგად, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა ძველი გეოპოლიტიკის პრინციპების ფორმატში და ვაი იმ უბედურებას, რომ ამის გაკეთება ამ სახის გარემოებებში წარმოებს. >>>>>>>>>>>>მსოფლიო მუტირებს გამოწვევებიდან გამოწვევებში, ხოლო მშვიდობის ამონახსნი არ დევს მაგიდაზე. დიდება ქრისტეს!