საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით... რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს
"ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით... რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ფრონ­ტის ხაზი "რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის გვა­მე­ბი­თაა სავ­სე".

"გან­სა­კუთ­რე­ბით სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში, ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ფრონ­ტის ხაზი სავ­სეა რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის გვა­მე­ბით და არა­ვის მი­აქვს ეს გვა­მე­ბი. გვეს­მის, რომ რუ­სეთს აქვს მხო­ლოდ უძი­რო ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და უამ­რა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რა­კე­ტე­ბი, ბომ­ბე­ბი. მაგ­რამ მინ­და ვკი­თხო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს: რა გა­გი­კე­თეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ თქვე­ნი და­ნა­კარ­გე­ბის შე­ნიშ­ვნის უნა­რი და­კარ­გეთ?“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა "უპ­რე­ცე­დენ­ტო და­ნა­კარ­გე­ბი" გა­ნი­ცა­დეს და რომ ზო­გი­ერ­თი რუ­სუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი "80-90%-ით გა­ნად­გურ­და".

ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იცი­ან, რო­გორ იბ­რძო­ლონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად.

"უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მოჭ­რის 24-ე დღე დას­რულ­და. რვაწ­ლი­ა­ნი აგ­რე­სი­ის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ მათ იცი­ან, რო­გორ იბ­რძო­ლონ უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, ვიდ­რე არ­მი­ამ, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძვის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­სა და სხვა­დას­ხვა პი­რო­ბებ­ში. ჩვენ სიბ­რძნით და გამ­ბე­და­ო­ბით ვპა­სუ­ხობთ უკ­რა­ი­ნა­ში გა­მოგ­ზავ­ნილ მათ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­სა და ჯა­რის­კა­ცებს.

ამი­ტომ, მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნუ­ლი ჩორ­ნო­ბა­ივ­კა შევა ომის ის­ტო­რი­ა­ში. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და მათ­მა მე­თა­უ­რებ­მა თავი ისე გა­მო­ი­ჩი­ნეს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი ხალ­ხი უბ­რა­ლოდ სა­საკ­ლა­ო­ზე მი­იყ­ვა­ნონ,“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ თუ რუ­სე­თი ახლა არ და­ის­ჯე­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა აგ­რე­სო­რე­ბი ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას მი­ბა­ძა­ვენ და "სხვა ომებს და­ი­წყე­ბენ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში".

სა­კუ­თარ პოსტს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და­ურ­თო.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორვილა
18

მაგარ გაჭირვებაშია პუტინი და ოცნება.მაგათი კრახი გარდაუვალია.

ამრიგად
12

უკრაინაში იჭედება საქაეთველოს თავისუფლების და მთლიანობის ბედ იღბალი, ეს უდიდესი შანსია!!! ასეთი შანსი ჩვენ აღარ გვექნება!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით... რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

"ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით... რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი "რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე".

"განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და არავის მიაქვს ეს გვამები. გვესმის, რომ რუსეთს აქვს მხოლოდ უძირო ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები, ბომბები. მაგრამ მინდა ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს: რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა "უპრეცედენტო დანაკარგები" განიცადეს და რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი "80-90%-ით განადგურდა".

ზელენსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით, იციან, როგორ იბრძოლონ პროფესიონალურად.

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 24-ე დღე დასრულდა. რვაწლიანი აგრესიის შემდეგ, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ იციან, როგორ იბრძოლონ უფრო პროფესიონალურად, ვიდრე არმიამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძვის სხვადასხვა რეგიონსა და სხვადასხვა პირობებში. ჩვენ სიბრძნით და გამბედაობით ვპასუხობთ უკრაინაში გამოგზავნილ მათ აღჭურვილობასა და ჯარისკაცებს.

ამიტომ, მაგალითად, უკრაინული ჩორნობაივკა შევა ომის ისტორიაში. ეს ის ადგილია, სადაც რუსმა სამხედროებმა და მათმა მეთაურებმა თავი ისე გამოიჩინეს, როგორებიც არიან: არაკომპეტენტურები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ხალხი უბრალოდ სასაკლაოზე მიიყვანონ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თუ რუსეთი ახლა არ დაისჯება, მსოფლიოს სხვა აგრესორები ოკუპანტ ქვეყანას მიბაძავენ და "სხვა ომებს დაიწყებენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში".

საკუთარ პოსტს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში რუსი სამხედროების მიერ ავიაიერიშების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოები დაურთო.

ასევე იხილეთ: