ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე ამჟამად ინგლისში "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.
"ჰალ სიტი" ჩემპიონშიპში ასპარეზობს და ამ დროისთვის მე-19 პოზიციაზეა.
შოთა არველაძემ სხვადასხვა საკითხზე "პირველი არხის" ეთერში, გადაცემაში, "საფეხბურთო ტაიმაუტი" ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ხვიჩა კვარაცხელია კვლავ რუსეთში რჩება და ისევ ყაზანის "რუბინში" ირიცხება. მედიაში კვლავ წერენ ამა თუ იმ გუნდში მისი შესაძლო გადასვლის შესახებ, თუმცა რაიმე ოფიციალური ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი მართლაც გეგმავს კლუბის დატოვებას, ამ დროისთვის არ არსებობს.
შესანიშნავი წინადადებაა შოთა არველაძის მხრიდან. ეხლა არჩევანი ხვიჩას მიერ არის გასაკეთებელი...
და ასე უნდა ვეხვეწოთ??!! დარჩეს სადაც არის თუ თავმოყვარეობა არ გააჩნია, რას ეხვეწებით!!!