კიევის ოლქში, შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ცნობით, ქართველები აფეთქებისას, ირპენში დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.
გარდაცვლილები არიან გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ წუთებში დაღუპული სამხედროების ცხედრების გამოყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე.
გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.
ნოდო სიმონიშვილი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძვის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილებთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს:
"დაჭრილების გამოსაყვანად დროზეო - დაგვიძახეს და რა იცი რა ხდება იქნებ ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია რა ხასიათზეცა ვართ, ვერ ვუშველეთ" - წერს სიმონიშვილი.
გარდაცვლილ მებრძოლებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა ნიკა გვარამიამ. "მთავარი არხის" დირექტორმა პრეზიდენტს მიმართა, რომ რატიანს და ბერიაშვილს საქართველოს გმირის წოდება მიენიჭოთ.
"საუკუნო ხსოვნა ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში თავისუფალი სამყაროსთვის და საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ! მათი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!
რუსთაველის ქვეყნის შვილებმა რეალობაში განახორციელეს მისი უკვდავი სიტყვები: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"!მოვითხოვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, მათთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭებას!" - წერს გვარამია.
ღმერთო შეუნდე მათ სულებს და დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი... აქ გულზე მჯიღს რომ ირტყამან კლავიატურასთა და არ შევარჩენთო ყვირიან, სად იყვნენ 2008-ში... დღეს ფეისბუქი მოიარა ახალგაზრდა უკრაინელი ქალის სურათმა, ძაღლი და ორი კატა რომ მიჰყავს ჩახუტებული და ჩემოდანს მიათრევს... კომენტარში ვიღაცამ დაწერა, ეს მე ვარო პოლონეთის საზღვართანო... რადას თანამშრომელია, პროფილის მიხედვით... სახეზე გაღიმებული გამომეტყველებით. ..ქართველები მიდიან მოხალისედ საბრძოლველად და უკრაინელები თავს შველიან? უფალო დაიფარე ყველა უბრალო ადამიანი... წითელი ხიდი გამახსენდა...
"სხვის ომში არ იომო"-ო, დაგვიბარა ილია ჭავჭავაძემ. ეგ ორი ერი, ადრე გვიან, შერიგდებიან, იტყვიან ძმები ერთმანეთს რატომ ვკლავდითო და თქვენი შვილები უმამოდ გაიზრდებიან ბიჭებო. დაფიქრდით სანამ იქ წახვალთ საომრად, ჩვენი ქვეყანა გვაქვს და გვექნება დასაცავი, მეზობელი სახელმწიფოების გადამკიდე..