საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფიურერ" პუტინის საიდუმლო შვილები -  ვინ არიან და რა არის ცნობილი მათ შესახებ?
"ფიურერ" პუტინის საიდუმლო შვილები -  ვინ არიან და რა არის ცნობილი მათ შესახებ?
  • ფო­ტო­მონ­ტა­ჟი: ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, ალი­ნა კა­ბა­ე­ვა და დიქ­ტა­ტო­რის "სა­ი­დუმ­ლო ქა­ლიშ­ვი­ლი" ელი­ზა­ვე­ტა კრი­ვო­ნო­გი­ხი

ვიდ­რე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სა და ბავ­შვე­ბის წი­ნა­შე და­უნ­დო­ბელ ომს აწარ­მო­ებს, მე­დი­ა­ში სას­ტი­კი ლი­დე­რის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ლუდ­მი­ლა შკრებ­ნე­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა.

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია 1985 წლის 28 აპ­რილს ლე­ნინ­გრად­ში და­ი­ბა­და, ხოლო უმ­ცრო­სი კა­ტე­რი­ნა 1986 წლის 31 აგ­ვის­ტოს დრეზ­დენ­ში. პუ­ტინს კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს უსა­უბ­რია შვი­ლებ­ზე.

"მე მაქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­შიც ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის ვაძ­ლევ. მას პა­ტი­ვი უნდა სცენ", - ამ­ბობ­და დიქ­ტა­ტო­რი.

მა­რია პუ­ტი­ნას, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც მა­რია ვო­რონ­ცო­ვა, პუ­ტი­ნის დე­დის, მა­რია ივა­ნოვ­ნა შე­ლო­მო­ვას სა­ხე­ლი ჰქვია. სწავ­ლობ­და გერ­მა­ნი­ა­სა და მოს­კოვ­ში. და­სავ­ლურ და რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­რია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ჰო­ლან­დი­ელ ბიზ­ნეს­მენ­ზე, "გა­ზპ­რომ­ბან­კი­სა" და რუ­სუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის MEF Audit-ის ყო­ფილ ტოპ მე­ნე­ჯერ­ზე. წყვილს ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც 2012 წლის 15 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. პუ­ტი­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის ფაქ­ტი 2014 წელს მის­მა დიდი ხნის მე­გო­ბარ­მა, მუ­სი­კოს­მა სერ­გეი როლ­დუ­გინ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­რია ცხოვ­რობ­და ჰო­ლან­დი­ის სო­ფელ ვორ­შო­ტენ­ში, მაგ­რამ პუ­ტინ­მა 2015 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ მის არც ერთი ქა­ლიშ­ვილს არა­სო­დეს უცხოვ­რია სა­ზღვარ­გა­რეთ.

კა­ტე­რი­ნა პუ­ტი­ნა, იგი­ვე კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა, პუ­ტი­ნის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლია. კა­ტე­რი­ნამ პუ­ტი­ნას ნაც­ვლად ბე­ბი­ის - ეკა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას გვა­რი აიღო.

კა­ტე­რი­ნა და მა­რია

2013 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2018 წლის იან­ვრამ­დე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო კი­რილ შა­მა­ლოვ­ზე, "რა­სი­ა­ბან­კის" თა­ნამ­ფლო­ბე­ლის ნი­კო­ლაი შა­მა­ლო­ვის ვაჟ­ზე. გა­შო­რე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ წყვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, საფ­რან­გეთ­ში, ზღვის­პი­რა ქა­ლაქ ბი­ა­რიც­ში სწო­რედ კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას კუთ­ვნილ ვი­ლა­ში შე­იჭრ­ნენ ფრან­გი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, გად­მო­კი­დეს უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შა და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვი­ლა­ში უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს შე­ა­სახ­ლებ­დნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს ვილა სწო­რედ კი­რილ შა­მა­ლო­ვის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. (წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია)

2017 წლის ივ­ნის­ში პუ­ტინ­მა ოლი­ვერ სტო­უნ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავს, პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს კი გა­ნა­ცხა­და, - მე­ო­რე შვი­ლიშ­ვი­ლი ახ­ლა­ხან შე­მე­ძი­ნაო.

რუს აგ­რე­სორს, რო­მელ­საც ახლა მთე­ლი მსოფ­ლიო ტე­რო­რისტს უწო­დებს, ორი ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­და სხვა შვი­ლე­ბიც ჰყავს. თუმ­ცა, ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ­ჯე­რო­ბით არ უღი­ა­რე­ბია.

ელი­ზა­ვე­ტა კრი­ვო­ნო­გი­ხი 18 წლის ბლო­გე­რია სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან. სწო­რედ მას უწო­დე­ბენ პუ­ტი­ნის "სა­ი­დუმ­ლო ქა­ლიშ­ვილს". ის "ინ­სტაგ­რამ­ზე" ცნო­ბი­ლი იყო ფსევ­დო­ნი­მით "ლუ­ი­ზა რო­ზო­ვა“.

გო­გო­ნა 2003 წელს და­ი­ბა­და. დე­და­მი­სი სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გი­ხი მოს­კოვ­ში დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და, რო­დე­საც ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა და მათ რო­მან­ტი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყეს. ვიდ­რე რუ­სეთ­ში "ინ­სტაგ­რა­მი" და­ი­ხუ­რე­ბო­და, ელი­ზა­ვე­ტამ სა­ჯა­როდ თქვა, რომ ბე­ბი­ამ გა­ზარ­და, რად­გან მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. კრი­ვო­ნო­გიხს არა­სო­დეს გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ მას ქა­ლიშ­ვი­ლი კრემ­ლის დიქ­ტა­ტო­რის­გან ჰყავს და არც თა­ვად ელი­ზა­ბეტს და­უ­დას­ტუ­რე­ბია ჭო­რე­ბი.

ელი­ზა­ვე­ტა კრი­ვო­ნო­გი­ხი

ლი­ზას ინ­სტაგ­რამ­ზე 84 000 გა­მომ­წე­რი ჰყავ­და, მაგ­რამ 5 თვის წინ პოს­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა შე­წყვი­ტა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ პუ­ტინ­მა ის გა­ა­ჩუ­მა. ახლა მისი "ინ­სტაგ­რა­მის" ან­გა­რი­ში აღარ იძებ­ნე­ბა. უც­ნო­ბია, სად იმა­ლე­ბა გო­გო­ნა.

არ­სე­ბობს ვერ­სი­ე­ბი, რომ ელი­ზა­ვე­ტა კრი­ვო­ნო­გი­ხი სუ­ლაც არ არის პუ­ტი­ნის უმ­ცრო­სი შვი­ლი, რად­გან მას ალი­ნა კა­ბა­ე­ვას­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ ოთხი შვი­ლი ჰყავს.

პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი მრა­ვა­ლი წე­ლია (რა თქმა უნდა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად) ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ტან­მო­ვარ­ჯი­შე, ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ ალი­ნა კა­ბა­ე­ვას­თან.

2008 წლის 12 აპ­რილს რუ­სეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია კა­ბა­ე­ვას მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. ეს ამ­ბე­ბი და­ბეჭ­დეს ისეთ­მა გა­მო­ცე­მებ­მა, რო­გო­რი­ცაა: Der Spiegel, Stern, Die Welt, Die Presse. კა­ბა­ე­ვას პრესმდი­ვან­მა ოვ­ჩინ­ნი­კო­ვამ თქვა, რომ კა­ბა­ე­ვა ამ ამ­ბებ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებ­და. 18 აპ­რილს სარ­დი­ნი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სტა­ტი­ის შე­სა­ხებ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, პუ­ტინ­მა თქვა, - ამ ამ­ბავ­ში სი­მარ­თლის ერთი მარ­ცვა­ლიც კი არ არი­სო...

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა რიტ­მუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ტან­მო­ვარ­ჯი­შეა, მას აქვს ორი ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 14 და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის 25 მე­და­ლი. რუ­სებს ის მი­აჩ­ნი­ათ პუ­ტი­ნის ქორ­წი­ნე­ბის დან­გრე­ვის მი­ზე­ზად.

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დით

2013 წლის ივ­ლის­ში, ჟურ­ნალ Bolshoi Sport-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ალი­ნა კა­ბა­ე­ვამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ შვი­ლი არ ჰყავ­და. 2015 წლის მარ­ტში კი, გა­ზეთ Neue Zuricher Zeitung-ის ცნო­ბით, შვე­ი­ცა­რი­ის წმინ­და ანას VIP კლი­ნი­კა­ში კა­ბა­ე­ვამ ტყუ­პი გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა. პრე­სამ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ბა­ე­ვას მხრი­დან ამას არა­ნა­ი­რი უარ­ყო­ფა არ მოჰ­ყო­ლია. ასე­ვე, წყვილს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ორი ტყუ­პი ვაჟი ჰყავს, ალი­ნას ისი­ნი 2019 წელს მოს­კო­ვის კუ­ლა­კოვ­სკის სამ­შო­ბი­ა­რო­ში შე­ე­ძი­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­ით, ახლა ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი, შვი­ლებ­თან ერ­თად, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს. პუ­ტი­ნი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ნე­იტ­რა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოდ რჩე­ბო­და ბოლო ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უსაფრ­თხო იქ­ნე­ბო­და მისი ოჯა­ხის­თვის. მაგ­რამ აქ­ტი­ვის­ტე­ბი უკვე აგ­რო­ვე­ბენ ხელ­მო­წე­რებს პე­ტი­ცი­ის­თვის და მო­ი­თხო­ვენ, რომ "ევა ბრა­უ­ნი" კა­ბა­ე­ვა გაგ­ზავ­ნონ მის "ფი­უ­რერ" პუ­ტინ­თან ალ­ტა­ის ბუნ­კერ­ში.

რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. უკვე დიდი ხა­ნია, რაც ალი­ნა სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭედს ატა­რებს. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუხო
5

უკრაინელი ბავშვების სისხლი ცას შეღაღადებს და სამართალს ითხოვს! ვლადიმერ ვლადიმერისძევ, ისე ღრმათ შეხვედი კაცობრიობის წინაღმდეგ დანაშაულის სიღრმეში, რომ გიტლერს უახლოვდები, მსოფლიომაც რომ გაპატიოს,

რუსი ხალხი არ გაპატიებს ამას.

არსენა
51

სტატიის წერისას მეტი დაფიქრება გმართებთ, ფრთხილად უნდა შეარჩიოთ სიტყვები ასეთ პიროვნებებზე წერისას, რომელთაც ჯერ კიდე შეუძლიათ ავნონ ქვეყანას და პირადად თქვენ საფრთხეში იგდებთ თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ფიურერ" პუტინის საიდუმლო შვილები -  ვინ არიან და რა არის ცნობილი მათ შესახებ?

"ფიურერ" პუტინის საიდუმლო შვილები -  ვინ არიან და რა არის ცნობილი მათ შესახებ?
  • ფოტომონტაჟი: ვლადიმერ პუტინი, ალინა კაბაევა და დიქტატორის "საიდუმლო ქალიშვილი" ელიზავეტა კრივონოგიხი

ვიდრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხისა და ბავშვების წინაშე დაუნდობელ ომს აწარმოებს, მედიაში სასტიკი ლიდერის გასაიდუმლოებულ ოჯახსა და შვილებზე მითქმა-მოთქმა არ წყდება.

ოფიციალურად ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც ლუდმილა შკრებნევასთან ქორწინებისას შეეძინა.

უფროსი ქალიშვილი მარია 1985 წლის 28 აპრილს ლენინგრადში დაიბადა, ხოლო უმცროსი კატერინა 1986 წლის 31 აგვისტოს დრეზდენში. პუტინს კარიერის განმავლობაში არასოდეს უსაუბრია შვილებზე.

"მე მაქვს პირადი ცხოვრება, რომელშიც ჩარევის უფლებას არავის ვაძლევ. მას პატივი უნდა სცენ", - ამბობდა დიქტატორი.

მარია პუტინას, რომელიც ცნობილია, როგორც მარია ვორონცოვა, პუტინის დედის, მარია ივანოვნა შელომოვას სახელი ჰქვია. სწავლობდა გერმანიასა და მოსკოვში. დასავლურ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია დაქორწინებულია ჰოლანდიელ ბიზნესმენზე, "გაზპრომბანკისა" და რუსული საკონსულტაციო ჯგუფის MEF Audit-ის ყოფილ ტოპ მენეჯერზე. წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელიც 2012 წლის 15 აგვისტოს მოსკოვში დაიბადა. პუტინის შვილიშვილის დაბადების ფაქტი 2014 წელს მისმა დიდი ხნის მეგობარმა, მუსიკოსმა სერგეი როლდუგინმა დაადასტურა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მარია ცხოვრობდა ჰოლანდიის სოფელ ვორშოტენში, მაგრამ პუტინმა 2015 წელს განაცხადა, რომ მის არც ერთი ქალიშვილს არასოდეს უცხოვრია საზღვარგარეთ.

კატერინა პუტინა, იგივე კატერინა ტიხონოვა, პუტინის მეორე ქალიშვილია. კატერინამ პუტინას ნაცვლად ბებიის - ეკატერინა ტიხონოვას გვარი აიღო.

კატერინა და მარია

2013 წლის თებერვლიდან 2018 წლის იანვრამდე დაქორწინებული იყო კირილ შამალოვზე, "რასიაბანკის" თანამფლობელის ნიკოლაი შამალოვის ვაჟზე. გაშორების შემდეგ გაირკვა, რომ წყვილის ერთობლივი ქონება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში, ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში სწორედ კატერინა ტიხონოვას კუთვნილ ვილაში შეიჭრნენ ფრანგი აქტივისტები, გადმოკიდეს უკრაინული დროშა და განაცხადეს, რომ ვილაში უკრაინელ ლტოლვილებს შეასახლებდნენ. როგორც ირკვევა, ეს ვილა სწორედ კირილ შამალოვის სახელზე იყო გაფორმებული. (წაიკითხეთ სტატია)

2017 წლის ივნისში პუტინმა ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მას შვილიშვილები ჰყავს, პირდაპირი ეთერის დროს კი განაცხადა, - მეორე შვილიშვილი ახლახან შემეძინაო.

რუს აგრესორს, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ტერორისტს უწოდებს, ორი ქალიშვილის გარდა სხვა შვილებიც ჰყავს. თუმცა, ისინი ოფიციალურად ჯერჯერობით არ უღიარებია.

ელიზავეტა კრივონოგიხი 18 წლის ბლოგერია სანკტ-პეტერბურგიდან. სწორედ მას უწოდებენ პუტინის "საიდუმლო ქალიშვილს". ის "ინსტაგრამზე" ცნობილი იყო ფსევდონიმით "ლუიზა როზოვა“.

გოგონა 2003 წელს დაიბადა. დედამისი სვეტლანა კრივონოგიხი მოსკოვში დამლაგებლად მუშაობდა, როდესაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მათ რომანტიული ურთიერთობა დაიწყეს. ვიდრე რუსეთში "ინსტაგრამი" დაიხურებოდა, ელიზავეტამ საჯაროდ თქვა, რომ ბებიამ გაზარდა, რადგან მშობლები ძალიან დაკავებულები იყვნენ. კრივონოგიხს არასოდეს გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, რომ მას ქალიშვილი კრემლის დიქტატორისგან ჰყავს და არც თავად ელიზაბეტს დაუდასტურებია ჭორები.

ელიზავეტა კრივონოგიხი

ლიზას ინსტაგრამზე 84 000 გამომწერი ჰყავდა, მაგრამ 5 თვის წინ პოსტების გამოქვეყნება შეწყვიტა, როდესაც პირველად გაჩნდა ეჭვები უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზაციის შესახებ, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ პუტინმა ის გააჩუმა. ახლა მისი "ინსტაგრამის" ანგარიში აღარ იძებნება. უცნობია, სად იმალება გოგონა.

არსებობს ვერსიები, რომ ელიზავეტა კრივონოგიხი სულაც არ არის პუტინის უმცროსი შვილი, რადგან მას ალინა კაბაევასგან, სავარაუდოდ, კიდევ ოთხი შვილი ჰყავს.

პრეზიდენტი პუტინი მრავალი წელია (რა თქმა უნდა, არაოფიციალურად) ურთიერთობაშია ტანმოვარჯიშე, ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა კაბაევასთან.

2008 წლის 12 აპრილს რუსეთში გამოქვეყნდა სტატია კაბაევას მოახლოებული ქორწილის შესახებ ვლადიმერ პუტინთან. ეს ამბები დაბეჭდეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა: Der Spiegel, Stern, Die Welt, Die Presse. კაბაევას პრესმდივანმა ოვჩინნიკოვამ თქვა, რომ კაბაევა ამ ამბებზე კომენტარს არ გააკეთებდა. 18 აპრილს სარდინიაში გამართულ პრესკონფერენციაზე სტატიის შესახებ კითხვის საპასუხოდ, პუტინმა თქვა, - ამ ამბავში სიმართლის ერთი მარცვალიც კი არ არისო...

ალინა კაბაევა რიტმული ტანვარჯიშის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეა, მას აქვს ორი ოლიმპიური მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის 14 და ევროპის ჩემპიონატის 25 მედალი. რუსებს ის მიაჩნიათ პუტინის ქორწინების დანგრევის მიზეზად.

ალინა კაბაევა საქორწინო ბეჭდით

2013 წლის ივლისში, ჟურნალ Bolshoi Sport-თან ინტერვიუში, ალინა კაბაევამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შვილი არ ჰყავდა. 2015 წლის მარტში კი, გაზეთ Neue Zuricher Zeitung-ის ცნობით, შვეიცარიის წმინდა ანას VIP კლინიკაში კაბაევამ ტყუპი გოგონა გააჩინა. პრესამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაბაევას მხრიდან ამას არანაირი უარყოფა არ მოჰყოლია. ასევე, წყვილს, არაოფიციალური მონაცემებით, ორი ტყუპი ვაჟი ჰყავს, ალინას ისინი 2019 წელს მოსკოვის კულაკოვსკის სამშობიაროში შეეძინა. გავრცელებული ინფორმაციიით, ახლა ყოფილი სპორტსმენი, შვილებთან ერთად, შვეიცარიაში ცხოვრობს. პუტინი ვარაუდობდა, რომ ქვეყანა, რომელიც ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩებოდა ბოლო ასი წლის განმავლობაში, უსაფრთხო იქნებოდა მისი ოჯახისთვის. მაგრამ აქტივისტები უკვე აგროვებენ ხელმოწერებს პეტიციისთვის და მოითხოვენ, რომ "ევა ბრაუნი" კაბაევა გაგზავნონ მის "ფიურერ" პუტინთან ალტაის ბუნკერში.

როგორ დასრულდება ეს ამბავი, ამას დრო გვიჩვენებს. უკვე დიდი ხანია, რაც ალინა საქორწინო ბეჭედს ატარებს. წყარო

იხილეთ ასევე: