საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი მრევლს მიმართავს - "ხვალ 12:00 საათზე,  სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ  ერთად შევავედროთ  უფალს უკრაინა"
პატრიარქი მრევლს მიმართავს - "ხვალ 12:00 საათზე,  სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ  ერთად შევავედროთ  უფალს უკრაინა"

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მრევლს მი­მარ­თავს და მშვი­დო­ბის­თვის ერ­თობ­ლი­ვი ლოც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

ილია მე­ო­რე მრევლს მი­მარ­თავს, რომ ყვე­ლამ ერ­თად შე­ვა­ვედ­როთ უფალს უკ­რა­ი­ნა და მთე­ლი მსოფ­ლიო.

"სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, რა­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა.

მინ­და მო­ვუ­წო­დო ჩვენს მრევლს (რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში მყოფთ) მშვი­დო­ბი­სათ­ვის ერ­თობ­ლი­ვი ლოც­ვის­თვის.

ხვალ, ხუთ­შა­ბათს, თბი­ლი­სის დრო­ით 12:00-ზე, სა­დაც არ უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეთ (ტა­ძარ­ში, სამ­სა­ხურ­ში, სახ­ლში თუ ქუ­ჩა­ში) შე­ვე­ცა­დოთ, ყვე­ლამ ერ­თად შე­ვა­ვედ­როთ უფალს უკ­რა­ი­ნა და მთე­ლი მსოფ­ლიო და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს შევ­თხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა დიდი ძა­ლის მქო­ნე ამ ლოც­ვით:

„მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე, კურ­თხე­უ­ლო ღვთის­მშო­ბე­ლო, რათა რო­მელ­ნი ესე შენ გე­სავთ, არა და­ვეც­ნეთ, არა­მედ გან­ვერ­ნეთ წი­ნა­აღ­მდგომ­თა მტერ­თა­გან, რა­მე­თუ შენ ხარ ცხოვ­რე­ბა ნთე­სა­ვი­სა ქრის­ტი­ა­ნე­თა­სა, ამინ“ (ვთქვათ სამ­ჯერ).

ღმერ­თო, გა­და­არ­ჩი­ნე უკ­რა­ი­ნა, გა­და­არ­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლიო!

კვი­რას, 20 მარტს კი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ეძ­ლე­ვათ კურ­თხე­ვა, წირ­ვის შემ­დეგ გა­და­ი­ხა­დონ სა­ვედ­რე­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბი­სათ­ვის და პა­ნაშ­ვი­დი ამ ომში გარ­დაც­ვლილ­თათ­ვის.

ღმერ­თმა შე­ის­მი­ნოს ჩვე­ნი ლოც­ვა და შეგ­ვი­წყა­ლოს, ამინ!“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემოს ს
0

უკრაინის მართმადებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქმა ტომოსი ბართლომეოს პირველმა ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა.(რუსეთის ეკლესიის მხრიდან მუქარის მიუხედავად) ბართლომეომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარება არ მოიწონა და თქვა რომ ცუდია რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის შიგა საქმეებში ერევაო!

DEMO
11

რატომ არ აღიარა უკრაინის ავტოკეფალია!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

პატრიარქი მრევლს მიმართავს - "ხვალ 12:00 საათზე,  სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ  ერთად შევავედროთ  უფალს უკრაინა"

პატრიარქი მრევლს მიმართავს - "ხვალ 12:00 საათზე,  სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ  ერთად შევავედროთ  უფალს უკრაინა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლს მიმართავს და მშვიდობისთვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს.

ილია მეორე მრევლს მიმართავს, რომ ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო.

"სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის.

ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნთესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“ (ვთქვათ სამჯერ).

ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა, გადაარჩინე საქართველო და მსოფლიო!

კვირას, 20 მარტს კი სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის.

ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვიწყალოს, ამინ!“, - აღნიშნულია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხური ავრცელებს.