საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეკვეთილი მკვლელობა არ იყო... ეს აბსურდია"- რა თქვა სასამართლო სხდომაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ
"შეკვეთილი მკვლელობა არ იყო... ეს აბსურდია"- რა თქვა სასამართლო სხდომაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ აკო ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბა შეკ­ვე­თი­ლი არ ყო­ფი­ლა.

ჭე­ლი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­გორც დაც­ვის მხა­რის მოწ­მემ მის­ცა ჩვე­ნე­ბა. მან სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მიერ დას­მულ არც ერთ კი­თხვას არ უპა­სუ­ხა და ისა­უბ­რა მხო­ლოდ იმა­ზე, რაც თა­ვად სურ­და.

"შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი იყო, ეს ასე არ იყო და ეს აბ­სურ­დია. ვა­ღი­ა­რე ბრა­ლი და არ მიც­დია სა­სა­მარ­თლოს­თვის თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რა, არა­ნა­ი­რი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ჩემ მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში არ მყო­ლია. სა­სა­მარ­თლომ მო­ის­მი­ნა მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლის­გან რაც მოხ­და, ამას ვა­დას­ტუ­რებ",- გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

მან ასე­ვე და­ა­კონ­კრე­ტა, რომ ია­რა­ღის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მას მკვლე­ლო­ბის დღეს თან ჰქონ­და, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე.

პრო­კუ­რორ­მა გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბულს ჰკი­თხა, თუ სა­ი­დან ჰქონ­და მას ია­რა­ღი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მას არ სურს პრო­კუ­რო­რის შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა".

“გან­ცხა­დე­ბა იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ ჩემი სათ­ქმე­ლი ამოვ­წუ­რე, არ მსურს კონ­კრე­ტულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, რა­ზეც უკვე ისა­უბ­რეს", - გა­ნა­ცხა­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ჭე­ლი­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხის მოს­მე­ნის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან პა­სუ­ხი არ მო­უს­მე­ნია.

"აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პა­სუ­ხი ჩემ­თვის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია",- გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე მგე­ლი­აშ­ვილ­მა, თუმ­ცა, ბრალ­დე­ბულ­მა პო­ზი­ცია მა­ინც არ შეც­ვა­ლა და აღ­ნიშ­ნულ კი­თხვას არ უპა­სუ­ხა. ჭე­ლი­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­კონ­კრე­ტა, რომ ის პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­ცერთ კი­თხვას პა­სუხს არ გას­ცემ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილო
0

მიაყოლეთ მაგის ადვოკატებიც ეგენიც თანამონაწილეები არიან!! ს ა მ უ დ ა მ ო ! ! ! 

beso
0

ვაი შენს არსებას, ისე იტყვი ყველაფერს, რანაირადაც ორჯერ ორი ოთხია. როდის იყო დებილებისა და გარეწრებების მიერ ჩადანილი ვინმეს რამე შერჩეს, ასეთ საქმეში ყველა ერთ მხარეზე დგება, დიდი და პატარა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"შეკვეთილი მკვლელობა არ იყო... ეს აბსურდია"- რა თქვა სასამართლო სხდომაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ

"შეკვეთილი მკვლელობა არ იყო... ეს აბსურდია"- რა თქვა სასამართლო სხდომაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძის განცხადებით, მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა.

ჭელიძემ სასამართლო პროცესზე, როგორც დაცვის მხარის მოწმემ მისცა ჩვენება. მან სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ არც ერთ კითხვას არ უპასუხა და ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რაც თავად სურდა.

"შეკვეთილ მკვლელობაზე საუბარი იყო, ეს ასე არ იყო და ეს აბსურდია. ვაღიარე ბრალი და არ მიცდია სასამართლოსთვის თვალებში ნაცრის შეყრა, არანაირი თანამზრახველი ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულში არ მყოლია. სასამართლომ მოისმინა მეორე ბრალდებულისგან რაც მოხდა, ამას ვადასტურებ",- განაცხადა ბრალდებულმა.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ იარაღის შესახებ, რომელიც მას მკვლელობის დღეს თან ჰქონდა, ინფორმირებული არ ყოფილა მასთან ერთად ბრალდებული გიორგი კავილაძე.

პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ბრალდებულს ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა მას იარაღი, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა განაცხადა, რომ "მას არ სურს პროკურორის შეკითხვებზე პასუხის გაცემა".

“განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი სათქმელი ამოვწურე, არ მსურს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, რაზეც უკვე ისაუბრეს", - განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულმა ჭელიძემ.

აღნიშნული პასუხის მოსმენის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღთან დაკავშირებით მას ბრალდებულებისგან პასუხი არ მოუსმენია.

"აღნიშნულ საკითხზე პასუხი ჩემთვის განაჩენის გამოტანისას მნიშვნელოვანია",- განაცხადა მოსამართლე მგელიაშვილმა, თუმცა, ბრალდებულმა პოზიცია მაინც არ შეცვალა და აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა. ჭელიძემ რამდენჯერმე დააკონკრეტა, რომ ის პროკურატურის არცერთ კითხვას პასუხს არ გასცემდა.