მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის
"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"მინ­და, ბო­დი­ში ვუ­თხრა სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმის­თვის, რომ ასეთ რთულ დროს მათი შე­წუ­ხე­ბა მი­წევს, როცა ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ლტოლ­ვი­ლი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მეს­მის, რომ ყვე­ლას დახ­მა­რე­ბა უნდა, მაგ­რამ ჩემი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა ამას მა­ი­ძუ­ლებს, რომ ადა­მი­ა­ნებს თა­ნად­გო­მას ვთხოვ იმის­თვის, რომ მიშ­ვე­ლონ და შვი­ლი გა­და­მირ­ჩი­ნონ", - ასე მოგ­ვმარ­თავს შშმ პირი გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე და შშმ შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

"რო­გორც ცოტა ხნის წინ გი­თხა­რით, თურ­ქე­თის კლი­ნი­კებ­მა უარი გვი­თხრეს მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ამი­ტომ გან­ვაგ­რძობთ მკურ­ნა­ლო­ბას ისე, რო­გორც აქამ­დე - უფ­ლის წყა­ლო­ბი­თა და ხალ­ხის შემ­წე­ო­ბით,“ - აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი გო­გი­ტა და ჩვენ­თან სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძობს:

- იმე­დი გვქონ­და, რომ თურ­ქეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ გა­და­წყდე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და... მქონ­და მი­მო­წე­რა ან­კა­რის ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ კლი­ნი­კას­თან და ასე­ვე სტამ­ბო­ლის "აჯი­ბა­დე­ნის“ ცნო­ბილ კლი­ნი­კას­თან. იქ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზეც მყავ­და. იმ კვლე­ვე­ბის შემ­დეგ დღის წეს­რიგ­ში ოპე­რა­ცია დად­გა. გა­რან­ტია კი ვერ მოგ­ვცეს, რომ სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბო­და. მშობ­ლე­ბის­თვის იმის მოს­მე­ნა, რომ შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცია ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს, და­მე­თან­ხმე­ბით, უმ­ძი­მე­სია. ვფიქ­რობ­დი, რომ კის­ტის დაშ­ლა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მოხ­დე­ბო­და. მას კის­ტა თავ­ში აქვს (და ასე­ვე არა­ერ­თი კის­ტო­ზუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი). მოკ­ლედ, იმის გამო, რომ გა­რან­ტია ვერ მოგ­ვცეს, ოპე­რა­ცი­ა­ზე უარი ვთქვით, რად­გა­ნაც სულ 5 ოპე­რა­ცია და 6 სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი - თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნარ­კო­ზით, მე­თორ­მე­ტედ ნარ­კო­ზის მი­ღე­ბა მის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია...

გერ­მა­ნი­ი­სა და ის­რა­ე­ლის კლი­ნი­კე­ბის ფა­სე­ბი ჩვენ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია. წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვი­რია, რომ იქ ჩას­ვლა მო­ვა­ხერ­ხოთ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახლა იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­გორც გი­თხა­რით, რა მკურ­ნა­ლო­ბა­საც ვუ­ტა­რებ­დით, ისევ ის კურ­სი გა­ვაგ­რძე­ლოთ.

- ამ­ჟა­მად რო­გორ არის?

- უცებ რა პრობ­ლე­მა წა­მო­ყოფს თავს, არ ვი­ცით. მა­გა­ლი­თად, გა­სულ კვი­რას პი­რი­დან სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, გა­მოკ­ვლე­ვა­ზე წა­ვიყ­ვა­ნეთ... კრუნ­ჩხვებ­ში რომ ვარ­დე­ბა, იმ დროს შე­საძ­ლოა, სის­ხლძარ­ღვე­ბი ან რა­ი­მე სხვა ორ­გა­ნო და­უ­ზი­ან­დეს...

კვლე­ვე­ბი­დან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბევ­რი რამ უფა­სო არ არის... კის­ტის დაშ­ლა რომ მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ყო, ბევ­რად შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბო­და ზო­გა­დად მდგო­მა­რე­ო­ბა. ახლა, რო­გორც გი­თხა­რით, უფალ­ზე ვართ მინ­დო­ბი­ლი და იმ ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი წე­ლია, გვერ­დში გვიდ­გა­ნან.

ჯაბა 29 წლის არის და ხნის ამ გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვეხ­მა­რა. მად­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა გულ­თან ახ­ლოს მი­აქვთ...

მის წამ­ლებს, პრე­პა­რა­ტებს შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ჯა­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად სჭირ­დე­ბა პამ­პერ­სი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი კვე­ბა. მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, რომ ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლე ისევ მათ მხარ­და­ჭე­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მინ­და, ამ იმე­დით ვიყო და ჯა­ბა­მაც ამ იმე­დით იცო­ცხლოს. მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში მო­სა­ლო­ცად დავ­დი­ვართ. ვლო­ცუ­ლობთ, რო­გორც ჯა­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ისე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ყუ­რა­დღე­ბას არ გვაკ­ლებს. ვლო­ცუ­ლობთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მისი ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის და იმის­თვის, რომ ასეთ­მა კე­თილ­მა და გუ­ლის­ხმი­ერ­მა ხალ­ხმა იმ­რავ­ლოს.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ხომ­ლი" -ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად. ან­გა­რი­შის ნომ­რე­ბი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007

თი­ბი­სი ბან­კი. მიმ­ღე­ბი: გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე. ან­გა­რი­ში: GE57TB7080645064300028

ლი­ბერ­თი ბან­კი.

ბან­კის კოდი: LBRTGE22

მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE04LB0711186007624000

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ჩვენ რაც შევძლოთ დავეხმაროთ, დანაჩენი არაა საინტერესო

 

კ ო მ ბ ლ ე
7

პატრიარქს მიმართე, პატრიარქს! სულ ეკლესიაში ხარ. საერთო ქისასთან და უფალთან ისაა ახლოს..

ვაახ, გარანტია არა აქვთ, ექიმები იმედს რარ აძლევენ და მაინც ფულს ითხოვს, კი მარა რომ დაეხმარონ და საოპერაციო მაგიდაზე დარჩეს,, ეს სიკეთე იქნება, თუ ხარბი ექიმებისგან დაგეგმილი მკვლელობის ხელშეწყობა?

ავტორი:

"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"მინდა, ბოდიში ვუთხრა საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთ რთულ დროს მათი შეწუხება მიწევს, როცა ქვეყანაში ამდენი ლტოლვილი და გაჭირვებული ადამიანია. მესმის, რომ ყველას დახმარება უნდა, მაგრამ ჩემი შვილის ჯანმრთელობა ამას მაიძულებს, რომ ადამიანებს თანადგომას ვთხოვ იმისთვის, რომ მიშველონ და შვილი გადამირჩინონ", - ასე მოგვმართავს შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე და შშმ შვილის ჯანმრთელობისთვის დახმარებას ითხოვს.

"როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, თურქეთის კლინიკებმა უარი გვითხრეს მკურნალობაზე. ამიტომ განვაგრძობთ მკურნალობას ისე, როგორც აქამდე - უფლის წყალობითა და ხალხის შემწეობით,“ - აღნიშნავს ბატონი გოგიტა და ჩვენთან საუბარს განაგრძობს:

- იმედი გვქონდა, რომ თურქეთში ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა... მქონდა მიმოწერა ანკარის ნეიროქირურგიულ კლინიკასთან და ასევე სტამბოლის "აჯიბადენის“ ცნობილ კლინიკასთან. იქ გამოკვლევებზეც მყავდა. იმ კვლევების შემდეგ დღის წესრიგში ოპერაცია დადგა. გარანტია კი ვერ მოგვცეს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა, ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, დამეთანხმებით, უმძიმესია. ვფიქრობდი, რომ კისტის დაშლა მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად მოხდებოდა. მას კისტა თავში აქვს (და ასევე არაერთი კისტოზური წარმონაქმნი). მოკლედ, იმის გამო, რომ გარანტია ვერ მოგვცეს, ოპერაციაზე უარი ვთქვით, რადგანაც სულ 5 ოპერაცია და 6 სერიოზული გამოკვლევა აქვს ჩატარებული - თან, ეს ყველაფერი ნარკოზით, მეთორმეტედ ნარკოზის მიღება მისთვის დაუშვებელია...

გერმანიისა და ისრაელის კლინიკების ფასები ჩვენთვის მიუწვდომელია. წარმოუდგენლად ძვირია, რომ იქ ჩასვლა მოვახერხოთ. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა იძულებულები ვართ, როგორც გითხარით, რა მკურნალობასაც ვუტარებდით, ისევ ის კურსი გავაგრძელოთ.

- ამჟამად როგორ არის?

- უცებ რა პრობლემა წამოყოფს თავს, არ ვიცით. მაგალითად, გასულ კვირას პირიდან სისხლდენა დაეწყო, გამოკვლევაზე წავიყვანეთ... კრუნჩხვებში რომ ვარდება, იმ დროს შესაძლოა, სისხლძარღვები ან რაიმე სხვა ორგანო დაუზიანდეს...

კვლევებიდან ამ ადამიანებისთვის ბევრი რამ უფასო არ არის... კისტის დაშლა რომ მოხერხებულიყო, ბევრად შეუმსუბუქდებოდა ზოგადად მდგომარეობა. ახლა, როგორც გითხარით, უფალზე ვართ მინდობილი და იმ ხალხზე, რომლებიც ამდენი წელია, გვერდში გვიდგანან.

ჯაბა 29 წლის არის და ხნის ამ განმავლობაში ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. მადლობა, რომ ჩვენი მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვთ...

მის წამლებს, პრეპარატებს შესაბამისი თანხები სჭირდება. ამასთანავე, ჯაბას ყოველდღიურად სჭირდება პამპერსი, განსხვავებული, მაღალკალორიული კვება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

მინდა, ამ იმედით ვიყო და ჯაბამაც ამ იმედით იცოცხლოს. მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ეკლესია-მონასტრებში მოსალოცად დავდივართ. ვლოცულობთ, როგორც ჯაბას ჯანმრთელობისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ყურადღებას არ გვაკლებს. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ერთიანობისთვის და იმისთვის, რომ ასეთმა კეთილმა და გულისხმიერმა ხალხმა იმრავლოს.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" -ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი.

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000