მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო საქართველოში" - როგორ განმარტა ღარიბაშვილმა პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვა?
"მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო საქართველოში" - როგორ განმარტა ღარიბაშვილმა პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვა?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მთავ­რო­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებს. ამის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"რა თქმა უნდა, არ გა­ვი­მე­ო­რებ იმას, რაც პო­ლიტ­საბ­ჭოს წე­რილ­ში იყო გან­მარ­ტე­ბუ­ლი, ერთს და­ვა­მა­ტებ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და პირ­ველ რიგ­ში, უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, გვე­ვა­ლე­ბა, ეს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ პა­ტი­ვი ვცეთ და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი კა­ნო­ნი ანუ კონ­სტი­ტუ­ცია. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ასეთ თე­მებ­ზე გვი­წევს სა­უ­ბა­რი, მა­შინ როცა ჩვენ ქვე­ყა­ნა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­დე­ნი გა­მოწ­ვე­ვა და ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვს, იქ­ნე­ბა ეს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი თუ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი თუ სხვა რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ამ დროს, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში გვი­წევს ჩვენ სა­უ­ბა­რი ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი, ცხა­დი და ნა­თე­ლი და ამ ყვე­ლა­ფერს გან­მარ­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია. რო­გორც ჩანს, სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი, მინ­და ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვა, რომ ის გა­ურ­კვევ­ლო­ბა­სა და გა­უ­გებ­რო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. აქვე მინ­და იმე­დი გა­მოვ­თქვა, რომ ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და ეს კი­თხვე­ბიც მო­იხ­სნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

მან ასე­ვე გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა, თუ რა­ტომ არ მის­ცა მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ევ­რო­პა­ში გა­სა­მართ ვი­ზი­ტებ­ზე თან­ხმო­ბა.

"რა­ტომ არ მის­ცა მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა?- აქ ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია გან­მარ­ტავს, რომ ნე­ბის­მი­ერ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­კი­თხი შე­ა­თან­ხმოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, მთავ­რო­ბა გას­ცემს თან­ხმო­ბას ან უარს, ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­რეო ვი­ზი­ტის და­გეგ­მვის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს.

რო­დე­საც ასე­თი რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გი­ონ­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომია უკ­რი­ა­ნა­ში, მთავ­რო­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს და მეც მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მთა­ვარ­სარ­და­ლი უნდა იყოს და ყო­ფი­ლი­ყო ქვე­ყა­ნა­ში, ეს იყო ჩვე­ნი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი და მო­ტი­ვა­ცია, რომ უარი გვეთ­ქვა მის ვი­ზიტ­ზე. აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ ისევ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას გან­სა­ზღვრავს სა­ქა­რათ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და აღას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა. პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი ვი­ზი­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით უნდა თან­ხმდე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია", - გა­ნა­ცხა­და მან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
2

ევროკავშირი კარგი რომ ყოფილიყო--ინგლისი არ დატოვებდა მას! ალბათ,მალე შეიქმნება რაიმე ახალი კოალიაცია და იქ გავწევრიანდეთ! ჩემი აზრით, უკრაინასთან მიმართებაში-ევროკავშირმა თავი შეირცხვინა . ქმედუუნარო აღმოჩნდა----დიდიხანია კავკასიაში მარტო ჩვენ ვართ ევროატლანტიკური მისწრაფების ერთგულნი, ამიტომ უნდა გაგვიფრთხილდნენ და ხელისგულზე გვატარონ! აქეთ გვეხვეწონ შემოდითო! სალომე ფრანების თავდადებული დიპლომატია და ეშინია ევროპულ გზას არ ავცდეთ. უკრაინას რა მოუტანა ამ ევროპულმა კუკუდამალობანამ კი ვნახეთ! რუსეთისგან დატორილები ვართ და ღმერთმა დაგვიფაროს ი ს ე ვ მისკენ გახედვა! დავიცადოთ, ვნახოთ რა კონფიგურაცია შეიქმნება, რა უსაფრთხოების გარანტიებს შემოგვთავაზებენ და ისე ვიმოქმედოთ, კარგი ადგილმდებარეობა გვაქვს, ინტერესი ჩვენს მიმართ არ დაილევა. ამ წამხდარ ევროკავშირის გამო- ნუ გავალახინებთ თავს ასე გაავებულ პუტინს, გავისუსოთ, უკრაინას ვერაფერს ვუშველით--- "წააქეზეს მურია და შეაკლეს დათვს"

ალექს
0

სტალინი გადიოდა და აკეთებდა გაუკეთებელს , კი ომის დროსაც !

ავტორი:

"მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო საქართველოში" - როგორ განმარტა ღარიბაშვილმა პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვა?

"მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო საქართველოში" - როგორ განმარტა ღარიბაშვილმა პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვა?

"ქართული ოცნების" განცხადების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"რა თქმა უნდა, არ გავიმეორებ იმას, რაც პოლიტსაბჭოს წერილში იყო განმარტებული, ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, გვევალება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი ანუ კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, მაშინ როცა ჩვენ ქვეყანასა და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და ამდენი პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები თუ ტერიტორიული პრობლემები თუ სხვა რეგიონში მიმდინარე რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი და ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ის გაურკვევლობასა და გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება", - განაცხადა მან.

მან ასევე გააკეთა განმარტება, თუ რატომ არ მისცა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში გასამართ ვიზიტებზე თანხმობა.

"რატომ არ მისცა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს უფლება?- აქ ყველაფერი მარტივია საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს, ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს.

როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრიანაში, მთავრობის თითოეულ წევრს და მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს და ყოფილიყო ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებ, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქარათველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან, აქ ყველაფერი ნათელია", - განაცხადა მან.

იხილეთ ასევე: