სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ - ომი თუ იქნება, ვიბრძოლოთ, არ გავხდეთ მშიშრები" - მეუფე იაკობი
"საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ - ომი თუ იქნება, ვიბრძოლოთ, არ გავხდეთ მშიშრები" - მეუფე იაკობი

"სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვიზ­რუ­ნოთ, რად­გან თუ ჩვენც მოგ­ვა­კი­თხა ჟამ­მა, მზად ვი­ყოთ, აქ ერ­თმა­ნე­თი არ ვჭა­მოთ - ომი თუ იქ­ნე­ბა, ვიბ­რძო­ლოთ, არ გავ­ხდეთ მშიშ­რე­ბი, არ გავ­ხდეთ ქა­ლა­ჩუ­ნე­ბი" - ასე და­ას­რუ­ლა ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა.

მან ქა­და­გე­ბი­სას მსოფ­ლი­ო­ში და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლი­ოს ბედი მი­წა­ზე წყდე­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ძლი­ე­რე­ბი არი­ან, მისი თქმით, ეს არ წყდე­ბა "უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომში“.

მან მრევლს მი­მარ­თა, ამას "სწო­რად შე­ხე­დონ“.

"დღეს ძა­ლი­ან დიდ გან­საც­დელ­შია მთლი­ა­ნად მსოფ­ლიო, არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნე­ლი ერი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს, უკ­რა­ი­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლი ერი არის დიდ გან­საც­დელ­ში.

მინ­და მარ­თა­ლი ვიყო თქვენ წი­ნა­შე და მინ­და, რა­საც ვიქ­რობ ის გი­თხრათ და არა ის ზო­გა­დად, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან ან პრო­პა­გან­დი­დან გვე­უბ­ნე­ბი­ან. თა­ვის­თა­ვად ნე­ბის­მი­ე­რი ქრის­ტი­ა­ნის­თვის ომი მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ არის ხოლ­მე ომი, რო­მელ­შიც ყვე­ლა წავა და ყვე­ლა თავს და­დებს. უკ­რა­ი­ნელ­მა ერმა ე.წ. გო­ლო­და­მო­რი გა­მო­ი­ა­რა, 10 თუ 12 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, იმის გამო, რომ არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ საბ­ჭო­თა წყო­ბას შიმ­ში­ლით და­ხო­ცეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად შიმ­ში­ლი გა­მო­იწ­ვი­ეს. ეს საბ­ჭო­თა ურ­ჯუ­ლო­ე­ბის გამო იყო. შემ­დეგ იყო გერ­მა­ნუ­ლი ფა­შიზ­მი და რა უქ­ნეს უკ­რა­ი­ნას, მა­ინც ვერ გა­ტე­ხეს. დღეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის. ხში­რად იძა­ხი­ან ხოლ­მე, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის და მსოფ­ლი­ოს ბედი უკ­რა­ი­ნა­ში წყდე­ბა. რე­ა­ლუ­რად, თუ ავი­ღებთ, უკ­რა­ი­ნა ძა­ლი­ან იმი­ტომ ეტ­კი­ნა მსოფ­ლი­ოს, რომ უკ­რა­ი­ნა ევ­რო­პა­შია, თუ უკ­რა­ი­ნა­ზე გა­და­ვი­და, შემ­დეგ უკვე ევ­რო­პა­შიც ად­ვი­ლად შევა ეს არე­უ­ლო­ბა. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ავ­ღა­ნეთ­ში რამ­დე­ნი წე­ლია ომია და რო­გორ იბ­რძვის ავ­ღა­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი. ავ­ღა­ნელ­ზე მე­ტად ვინ­მემ თა­ვის სამ­შობ­ლოს­თვის ბოლო წლებ­ში იომა? - საბ­ჭო­თა იმ­პე­რია იყო, ვე­რა­ფე­რი უყო, ცოტა ხნის წინ ნა­ტოს ჯა­რე­ბიც გა­მო­ვი­და იქი­დან, მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. ამი­ტომ რა გა­საკ­ვი­რია, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც და­ეს­ხმე­ბი­ან თავს და შე­დი­ან ია­რა­ღით და კლა­ვენ მათ, გა­მო­ვი­დეს და თავი და­იც­ვას. გა­საკ­ვი­რია ეს? - ხომ აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა. ჩვენ­თან რომ ვინ­მე შე­მო­ვი­დეს, ჩვენ რა ია­რაღს დავ­ყრით და მო­დით დაგ­ვხო­ცე­თო, ვე­ტყვით? ხომ არ ვე­ტყვით. თო­რემ მა­ნამ­დე ერაყ­შიც იყო ომი, სი­რი­ა­ში, ლი­ბი­ა­ში, აფ­რი­კა­შია, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სულ არის ეს ომე­ბი. ახლა მი­ი­ღო სა­ხე­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს. მინ­და გი­თხრათ, ეს არა მარ­ტო ჩემი აზ­რია, ყვე­ლა ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში, თუნ­დაც იმ ქვეყ­ნებ­ში, ვის­თა­ნაც პრო­პა­გან­დაა, ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ოს ბედი, ჩვენ­თვის ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის, ზე­ცა­ში წყდე­ბა, მაგ­რამ მი­წა­ზე წყდე­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ძლი­ე­რე­ბი არი­ან. ეს არ წყდე­ბა ვთქვათ უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომში. ეს წყდე­ბა რუ­სეთ­სა და იმ სა­ხელ­მწფო­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ჰე­გე­მო­ნე­ბი არი­ან დღეს მსოფ­ლი­ო­ში. ამი­ტომ ჩვენ სწო­რად უნდა შევ­ხე­დოთ ამას. ღმერ­თს უნდა ვთხო­ვოთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­ზე შე­თან­ხმდნენ ისეთ რა­მე­ზე, რომ ამ­დე­ნი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა აღარ იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, უფალს შეს­თხოვს, რომ თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია ომე­ბი მორ­ჩეს.

"მაგ­რამ ვი­ცით, რომ მე­ო­რედ მოს­ვლის წი­ნაც იქ­ნე­ბა დიდი ომი­ა­ნო­ბა, მთა­ვა­რია არ შევ­შინ­დეთ, სი­მარ­თლის მხა­რეს, ღირ­სე­ბის მხა­რეს დავ­დგეთ ყო­ველ­თვის. თავი არ მო­ვი­ტყუ­ოთ ხოლ­მე და არა­ვის პრო­პა­გან­დის ქვეშ არ მოვ­ყვეთ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ამას­თან, მან მრევლს მო­უ­წო­და "იზ­რუ­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ზე“.

"რო­დე­საც ასე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვიზ­რუ­ნოთ, რად­გან თუ ჩვენც მოგ­ვა­კი­თხა რა­ღაც ჟამ­მა, მზად ვი­ყოთ, აქ ერ­თმა­ნე­თი არ ვჭა­მოთ. სა­ქარ­თვე­ლო ვი­საც არ უყ­ვარს, მსოფ­ლი­ოს ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ ეყ­ვა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან და დას­ძი­ნა: "ომი თუ იქ­ნე­ბა, ჩვენც კა­ცე­ბი, უფ­რო­სე­ბი ვინც ვართ, ვიბ­რძო­ლოთ, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას კარ­გი სა­ქარ­თვე­ლო და­ვუ­ტო­ვოთ, არ გავ­ხდეთ მშიშ­რე­ბი რა, არ გავ­ხდეთ ქა­ლა­ჩუ­ნე­ბი“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asea
0

ამ ყველაფრისთვის ათწლეულები ემზადება ერიც და ბერიც და ჩვენ ერთ დღეში გვინდა რომ გავხდეთ ასეთები?! 

IGI
19

ანუ ეპისკოპოსი ომისკენ მოგვიწოდებს 😂 ანუ არა კაც კლა მტრებზე არ ვრცელდება? მეგონა ღმერთი იბრძოლებდა ჩვენს მაგივრად და მოაგვარებდა მაგ საქმეს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ - ომი თუ იქნება, ვიბრძოლოთ, არ გავხდეთ მშიშრები" - მეუფე იაკობი

"საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ - ომი თუ იქნება, ვიბრძოლოთ, არ გავხდეთ მშიშრები" - მეუფე იაკობი

"საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ - ომი თუ იქნება, ვიბრძოლოთ, არ გავხდეთ მშიშრები, არ გავხდეთ ქალაჩუნები" - ასე დაასრულა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგება.

მან ქადაგებისას მსოფლიოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ბედი მიწაზე წყდება იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ძლიერები არიან, მისი თქმით, ეს არ წყდება "უკრაინა-რუსეთის ომში“.

მან მრევლს მიმართა, ამას "სწორად შეხედონ“.

"დღეს ძალიან დიდ განსაცდელშია მთლიანად მსოფლიო, არა მარტო უკრაინელი ერი, მაგრამ განსაკუთრებით დღეს, უკრაინა და უკრაინელი ერი არის დიდ განსაცდელში.

მინდა მართალი ვიყო თქვენ წინაშე და მინდა, რასაც ვიქრობ ის გითხრათ და არა ის ზოგადად, ტელევიზიებიდან ან პროპაგანდიდან გვეუბნებიან. თავისთავად ნებისმიერი ქრისტიანისთვის ომი მიუღებელია, მაგრამ არის ხოლმე ომი, რომელშიც ყველა წავა და ყველა თავს დადებს. უკრაინელმა ერმა ე.წ. გოლოდამორი გამოიარა, 10 თუ 12 მილიონი ადამიანი საბჭოთა კავშირის დროს, იმის გამო, რომ არ ემორჩილებოდნენ საბჭოთა წყობას შიმშილით დახოცეს, სპეციალურად შიმშილი გამოიწვიეს. ეს საბჭოთა ურჯულოების გამო იყო. შემდეგ იყო გერმანული ფაშიზმი და რა უქნეს უკრაინას, მაინც ვერ გატეხეს. დღეს არის ძალიან რთული რამ უკრაინელებისთვის. ხშირად იძახიან ხოლმე, რომ კაცობრიობის და მსოფლიოს ბედი უკრაინაში წყდება. რეალურად, თუ ავიღებთ, უკრაინა ძალიან იმიტომ ეტკინა მსოფლიოს, რომ უკრაინა ევროპაშია, თუ უკრაინაზე გადავიდა, შემდეგ უკვე ევროპაშიც ადვილად შევა ეს არეულობა. თუმცა, მანამდე ავღანეთში რამდენი წელია ომია და როგორ იბრძვის ავღანელი ადამიანი. ავღანელზე მეტად ვინმემ თავის სამშობლოსთვის ბოლო წლებში იომა? - საბჭოთა იმპერია იყო, ვერაფერი უყო, ცოტა ხნის წინ ნატოს ჯარებიც გამოვიდა იქიდან, მაინც შეინარჩუნეს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ უკრაინელი ადამიანი, როდესაც დაესხმებიან თავს და შედიან იარაღით და კლავენ მათ, გამოვიდეს და თავი დაიცვას. გასაკვირია ეს? - ხომ აუცილებლობაა. ჩვენთან რომ ვინმე შემოვიდეს, ჩვენ რა იარაღს დავყრით და მოდით დაგვხოცეთო, ვეტყვით? ხომ არ ვეტყვით. თორემ მანამდე ერაყშიც იყო ომი, სირიაში, ლიბიაში, აფრიკაშია, სხვადასხვა ქვეყანაში, სულ არის ეს ომები. ახლა მიიღო სახელი ჰიბრიდული ომის. სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა ტერიტორიებზე ებრძვიან ერთმანეთს. მინდა გითხრათ, ეს არა მარტო ჩემი აზრია, ყველა ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში, თუნდაც იმ ქვეყნებში, ვისთანაც პროპაგანდაა, ამბობენ, რომ მსოფლიოს ბედი, ჩვენთვის ქრისტიანებისთვის, ზეცაში წყდება, მაგრამ მიწაზე წყდება იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ძლიერები არიან. ეს არ წყდება ვთქვათ უკრაინა-რუსეთის ომში. ეს წყდება რუსეთსა და იმ სახელმწფოებს შორის, რომლებიც ჰეგემონები არიან დღეს მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ სწორად უნდა შევხედოთ ამას. ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ რაც შეიძლება დროზე შეთანხმდნენ ისეთ რამეზე, რომ ამდენი სიკვდილიანობა აღარ იყოს“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობის თქმით, უფალს შესთხოვს, რომ თუ შესაძლებელია ომები მორჩეს.

"მაგრამ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინაც იქნება დიდი ომიანობა, მთავარია არ შევშინდეთ, სიმართლის მხარეს, ღირსების მხარეს დავდგეთ ყოველთვის. თავი არ მოვიტყუოთ ხოლმე და არავის პროპაგანდის ქვეშ არ მოვყვეთ“, - განაცხადა მან.

ამასთან, მან მრევლს მოუწოდა "იზრუნონ საქართველოზე“.

"როდესაც ასეთი რთული პერიოდია, საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა რაღაც ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ. საქართველო ვისაც არ უყვარს, მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ ეყვარება“, - აღნიშნა მან და დასძინა: "ომი თუ იქნება, ჩვენც კაცები, უფროსები ვინც ვართ, ვიბრძოლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას კარგი საქართველო დავუტოვოთ, არ გავხდეთ მშიშრები რა, არ გავხდეთ ქალაჩუნები“.