პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იგი უკრაინაში მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - წერს ელისაშვილი "ფეისბუქში".
კომენტარებს ვკითხულობ და არ მიკვირს რატომ ერთხელ მაინც არ შედგა ნორმალური პარლამენტი. 10% –მაც კი არ იცის რას ნიშნავს პარლამენტარობა . თუმცა რა გასაკვირია, როცა თვითონ პარლამენტარად არჩეულმა კაცმა არ იცის თავისი მოვალეობა .
არაა შენი საქმე არსენობა და თუთაშხიობა ბიძია და დაეტიე სახლში, ისინი ჩუმად ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს და ინტერვიუებს არ არიგებდნენ