"ნატომ რუსეთს ძლიერი პასუხი გასცა, თუმცა ეს ომი ნატოსა და რუსეთს შორის ომად არ უნდა იქცეს, რადგან შედეგად კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება", - ამის შესახებ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN Turk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ნატომ ათი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მოამზადა, რომლებიც საოკუპაციო ძალებს ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს ომი უნდა დავასრულოთ. ამ პროცესში თურქეთის მონაწილეობას მივესალმები. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი უნდა დაასრულოს და რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან სრულად გაიყვანოს. ეს ომი უკრაინის საზღვრებს არ უნდა გასცდეს.
მინისტრ ჩავუშოღლუს შევხვდი, პრეზიდენტ ერდოღანსაც შევხვდები. მოსკოვსა და კიევს შორის მნიშვნელოვანი შუამავლობა სრულდება. უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის პრეზიდენტის ლიდერობამ. თურქეთიც მას მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ყველა მოკავშირისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ელის.
„რუსეთს საფასური უნდა გადავახდევინოთ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
და ძლიერი პასუხი რაში გამოიხატება, აღარ იხოცებიან უკრაინელები, გაჩერდა პუტინი? თუ სირიელი ბოევიკები რომ ჩართო,რომელიც მსხვერპლს ერთი-ორად გაზრდის მშვიდობიან მოასხლეობაში? , მივხვდი ალბათ ამაში "ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს" - ურსულა დონ დერ ლაიენი" , საინტერესოა ეგ ფინანსები რასაც რუსეთს უხდიდით, უხდით და კიდევაც გადაუხდით,მაგ ენერგომატარებლებში ,რას ხმარდება ნეტავ? ალბათ ქვეყნის განვითარებაში იდება, აბა არმიას ან ომის დაფინანსებას ხომ არ მოახმარს პუტინი!
მერკანტილური ნაძირლები ხართ, მეტი არაფერი!
ბოროტების დამარცხება მსხვერპლს მოითხოვს. დღეს ბოროტი ძალა უკრაინელებს ხოცავს. უკრაინელების სიცოცხლე ისევე მნიშვნელოვანია როგორც სხვა ევროპელების სიცოცხლე. თუ შეგიძლია ბოროტებასთან ბრძოლა და არ ბრძოლობ, მაშინ ლაჩარი ხარ. ნატო იმიზეზებს მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას. არავის არ უნდა ატომური ომი, მაგრამ იდგე და უყურო დანაშაულს და არ შეუშალო ხელი დამნაშავეს, ეს არანაკლები დანაშაულია.