საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საქართველო იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც სანქცირებული ქვეყნების რიგს შევუერთდეთ"- ხათუნა ლაგაზიძე
"თუ საქართველო იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც სანქცირებული ქვეყნების რიგს შევუერთდეთ"- ხათუნა ლაგაზიძე

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო ე.წ. შავი ხვრე­ლის, ანუ იმ ქვეყ­ნის როლს ითა­მა­შებს, რო­მე­ლიც რუ­სეთს ბლო­კა­დი­დან თავ­დას­ხმა­ში მი­ეხ­მა­რე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოც სან­ქცი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის რიგს შე­უ­ერ­თდეს" - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, თუ ასე მოხ­დე­ბა, “სრუ­ლი კა­რას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა“ რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ამ დრომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო არ შეკ­რე­ბი­ლა, ლა­გა­ზი­ძე ამ­ბობს, რომ თუ ქვე­ყა­ნა რე­ა­ლუ­რი მუ­ქა­რის წი­ნა­შე დგას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამი­თაა შე­ბო­ჭი­ლი, ღიად თქმა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კის და­თეს­ვა სა­ჭი­რო არაა, თუმ­ცა “ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ერ­თი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სხე­უ­ლი არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს”.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის დღი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლად და­გეგ­მვით ორ­გა­ნოს, არ სცნობ­და. სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს შეკ­რე­ბა არის საჩ­ვე­ნებ­ლი და რე­ა­ლუ­რად პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა ამ საბ­ჭოს მიღ­მა ხდე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მა­შინ ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ერ ქვეყ­ნებს რა­ტომ აქვთ ეს საბ­ჭო­ე­ბი?! ან თუ ამ საბ­ჭოს შეკ­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა და ის არის ფორ­მა­ლუ­რი, უბ­რა­ლოდ შოუს მხა­რე, რა­ტომ მი­დის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბი მის შე­სა­ნა­ხად?! ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში არის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის თავი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მი­მართ ასა­ხავს ქვეყ­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ზო­გა­დად უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ. თუ რე­ა­ლუ­რი მუ­ქა­რის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა (ესეც არ გა­მოვ­რი­ცხოთ) და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამი­თაა შე­ში­ნე­ბუ­ლი და შე­ბო­ჭი­ლი, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეს ღიად ით­ქვას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამის გამო პა­ნი­კა ატყდეს, მაგ­რამ დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია არა პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, არა­მედ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ერ­თი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სხე­უ­ლი არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა ისევ ერ­თმა­ნე­თი და­ჭა­მოს. ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ქვეყ­ნის მტრო­ბა”,- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

სანამ ხუხას ძაბირაძეს საყვარელიძეს ლაგაზიძეს არეშიძეს და სიმონ კილაძეს არ ჩამოვაგდებთ, აქ არაფერი შეიცვლება ! ჩიტიაა კიდევ, თუ ჩიტაიაა, შარაშიძე , კიდევ ორიოდ ჟურნალისტი აქტივისტი უდუმაშვილივით , ჟორჟოლიანი, გორგოლია , არა გრიგოლია, ისა მინისტრის გვარი რომ აქვს თარგამაძე და რამიშვილი, ნოეს გვარით ვიმახსოვრებ, გასიებული რომაა, ეგეც ჩამოსაგდებია ! ამათ უნდა ესროლო ვარდები და მშვიდობიანი ტყაპა გაადენინო , ამაარტყა პანღური, მისცე ოყიანი თოხი და მძიმე ბარი , ფოცხი და იალა ყანაში -უსაქმური ენატლიკინა ტიკინა !

Მე
14

Ბიძინა სანამ გიზით მად, რუსეთისკენ მიექანებით. Რუსეთი თვითონაა განადგურებული და თქვენ რა მიგიხარიათ იქეთ,ვერაფრით ვერ გავიგე. Ბიძინე მოსპეთ მადედან,სანამ კიდევ ვარსებობთ,როგორც ერი!

ავტორი:

"თუ საქართველო იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც სანქცირებული ქვეყნების რიგს შევუერთდეთ"- ხათუნა ლაგაზიძე

"თუ საქართველო იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც სანქცირებული ქვეყნების რიგს შევუერთდეთ"- ხათუნა ლაგაზიძე

"იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ე.წ. შავი ხვრელის, ანუ იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოც სანქცირებული ქვეყნების რიგს შეუერთდეს" - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ასე მოხდება, “სრული კარასტროფა იქნება“ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

რაც შეეხება იმას, რომ ამ დრომდე საქართველოში უსაფრთხოების საბჭო არ შეკრებილა, ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა რეალური მუქარის წინაშე დგას და ხელისუფლება ამითაა შებოჭილი, ღიად თქმა და საზოგადოებაში პანიკის დათესვა საჭირო არაა, თუმცა “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ერთიანი საზოგადოებრივი სხეული არ ჩამოყალიბდეს”.

“ქართული ოცნება” პოლიტიკაში მოსვლის დღიდან უსაფრთხოების საბჭოს როგორც სტრატეგიულად დაგეგმვით ორგანოს, არ სცნობდა. საუბარი იმაზე, რომ უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არის საჩვენებლი და რეალურად პოლიტიკის შემუშავება ამ საბჭოს მიღმა ხდება, აბსოლუტურად არასერიოზულია. მაშინ ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ ქვეყნებს რატომ აქვთ ეს საბჭოები?! ან თუ ამ საბჭოს შეკრება არ გვჭირდება და ის არის ფორმალური, უბრალოდ შოუს მხარე, რატომ მიდის ბიუჯეტის ხარჯები მის შესანახად?! ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება აქვთ. უსაფრთხოების საბჭო ნებისმიერ ქვეყანაში არის უსაფრთხოების არქიტექტურის თავი.

ხელისუფლების დამოკიდებულება უსაფრთხოების საბჭოს მიმართ ასახავს ქვეყნის დამოკიდებულებას ზოგადად უსაფრთხოების მიმართ. თუ რეალური მუქარის წინაშე დგას ქვეყანა (ესეც არ გამოვრიცხოთ) და ხელისუფლება ამითაა შეშინებული და შებოჭილი, არ არის აუცილებელი ეს ღიად ითქვას და საზოგადოებაში ამის გამო პანიკა ატყდეს, მაგრამ დღეს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია არა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებაზე, არამედ ყველაფერს აკეთებს, რათა ერთიანი საზოგადოებრივი სხეული არ ჩამოყალიბდეს და პოლიტიკურმა სპექტრმა ისევ ერთმანეთი დაჭამოს. ეს არის უპასუხისმგებლობა და ქვეყნის მტრობა”,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.