მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისთვის ხდება ეს? მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით" - ქალი თავის ორ შვილთან ერთად რუსებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი "ჰუმანიტარული დერეფნით" ირპინის დატოვებას ცდილობდნენ
"რისთვის ხდება ეს? მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით" - ქალი თავის ორ შვილთან ერთად რუსებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი "ჰუმანიტარული დერეფნით" ირპინის დატოვებას ცდილობდნენ

უკ­რა­ი­ნა­ში ქალი თა­ვის ორ შვილ­თან ერ­თად, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა იმ დროს მოკ­ლეს, რო­დე­საც “ცე­ცხლის შე­წყვე­ტის“ შე­თან­ხმე­ბა მოქ­მე­დებ­და და "ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნით" ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

თუმ­ცა რუ­სებ­მა შე­თან­ხმე­ბა არ შე­ას­რუ­ლეს და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. 43 წლის ტა­ტი­ა­ნა პე­რე­ბე­ი­ნო­სი, თა­ვის 9 წლის გო­გო­ნას­თან და 18 წლის ვაჟ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნის იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის იყო, რომ­ლე­ბიც ირ­პი­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

ტა­ტი­ა­ნას მე­უღ­ლე სერ­გეი პე­რე­ბე­ი­ნო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცო­ლი­სა და შვი­ლე­ბის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს: "მა­პა­ტი­ეთ, რომ ვერ და­გი­ცა­ვით.“ კაცი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მის ოჯახს ორი ძაღ­ლი ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც ასე­ვე თავ­შე­სა­ფარ­ში მოკ­ვდნენ.

  • "რის­თვის ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? ან რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?“ - წერს სერ­გეი.

რო­გორც ის ჰყვე­ბა, ოჯა­ხი თა­ვი­დან დო­ნეცკ­ში ცხოვ­რობ­და, 2014 წელს კი სე­პა­რა­ტის­ტებს გა­ექ­ცნენ და კი­ევ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

ოთხი წლის წინ ირ­პინ­ში და­სახ­ლდნენ. რუ­სუ­ლი ჯა­რის შეჭ­რის შემ­დეგ ოჯა­ხი თავ­შე­სა­ფარ­ში იყო. მათ ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა მალე ვერ შეძ­ლეს, რად­გა­ნაც ტა­ტი­ა­ნას დედა ჰყავ­და ავად, რო­მე­ლიც წას­ვლას ვერ ახერ­ხებ­და და მას­ზე უნდა ეზ­რუ­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო, ისი­ნი ირ­პი­ნი­დან წას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა რუ­სე­ბის ტყვი­ას ვერ გა­და­ურჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

უფალმა ნათელში ამყოფოთ, მაგრამ რატომ, რისთვის ამხელა დანაკარგი, ამდენო ტკივილი...

ელისო
1

ნათელში იყოს მათი სულები.რამდენი ასეთი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა ამ უსამართლო ომს.დიდება უკრაინას

ავტორი:

"რისთვის ხდება ეს? მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით" - ქალი თავის ორ შვილთან ერთად რუსებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი "ჰუმანიტარული დერეფნით" ირპინის დატოვებას ცდილობდნენ

"რისთვის ხდება ეს? მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით" - ქალი თავის ორ შვილთან ერთად რუსებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი "ჰუმანიტარული დერეფნით" ირპინის დატოვებას ცდილობდნენ

უკრაინაში ქალი თავის ორ შვილთან ერთად, რუსმა სამხედროებმა იმ დროს მოკლეს, როდესაც “ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმება მოქმედებდა და "ჰუმანიტარული დერეფნით" ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობდა.

თუმცა რუსებმა შეთანხმება არ შეასრულეს და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. 43 წლის ტატიანა პერებეინოსი, თავის 9 წლის გოგონასთან და 18 წლის ვაჟთან ერთად, უკრაინის იმ მოქალაქეებს შორის იყო, რომლებიც ირპინის დატოვებას ცდილობდნენ.

ტატიანას მეუღლე სერგეი პერებეინოსი სოციალურ ქსელში ცოლისა და შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს: "მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით.“ კაცი ასევე აღნიშნავს, რომ მის ოჯახს ორი ძაღლი ჰყავდა, რომლებიც ასევე თავშესაფარში მოკვდნენ.

  • "რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ან რა იქნება შემდეგი?“ - წერს სერგეი.

როგორც ის ჰყვება, ოჯახი თავიდან დონეცკში ცხოვრობდა, 2014 წელს კი სეპარატისტებს გაექცნენ და კიევში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ოთხი წლის წინ ირპინში დასახლდნენ. რუსული ჯარის შეჭრის შემდეგ ოჯახი თავშესაფარში იყო. მათ ქალაქის დატოვება მალე ვერ შეძლეს, რადგანაც ტატიანას დედა ჰყავდა ავად, რომელიც წასვლას ვერ ახერხებდა და მასზე უნდა ეზრუნა.

მოგვიანებით, როდესაც ევაკუაცია დაიწყო, ისინი ირპინიდან წასვლას ცდილობდნენ, თუმცა რუსების ტყვიას ვერ გადაურჩნენ.