საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა, რომ მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო"- ამერიკელი სენატორი
"პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც  ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა, რომ მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო"- ამერიკელი სენატორი

"რომ არა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ბა­ტონ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა რომ აეღო იმ დრო­ში, რა დრო­შიც ამას ფიქ­რობ­და, რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და, რომ მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ წა­სუ­ლი­ყო" - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ბენ კარ­დინ­მა სენ­ტა­ში, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამე­რი­კელ­მა კა­ნონ­მდე­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დს ჰკი­თხა თუ რა ნა­ბი­ჯებს დგამს მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­შინგტო­ნი.

"რა ნა­ბი­ჯებს ვდგამთ დღეს მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად, იმის აღი­ა­რე­ბით, რომ თუ გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­იც­ვლე­ბა და ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი და­ი­ჯე­რებს, რომ მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ის ყოყ­მა­ნის გა­რე­შე გა­დაკ­ვეთს ამ სა­ზღვრებს?! - იკი­თხა მე­რი­ლენ­დის შტა­ტის სე­ნა­ტორ­მა.

დე­მოკ­რატ­მა სე­ნა­ტორ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთს უკვე აქვს გა­დაკ­ვე­თი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის სა­ზღვრე­ბი და ის უკვე იმ­ყო­ფე­ბა ამ ქვეყ­ნე­ბის "სა­და­ვო რე­გი­ო­ნებ­ში“.

"ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არ არის სა­და­ვო, მაგ­რამ მხო­ლოდ ბა­ტონ პუ­ტინს სჯე­რა, რომ სა­და­ვოა. რა ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა იმის­თვის, რომ ეს ქვეყ­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ, რათა და­იც­ვან თავი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნი გა­და­წყვეტს, რომ ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში უფრო აგ­რე­სი­უ­ლად იმოქ­მე­დოს?“- ჰკი­თხა სე­ნა­ტორ­მა ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დს.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა კარ­დი­ნის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ [ქარ­თვე­ლებ­მა] რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­ი­ტა­ნეს წვლი­ლი ნა­ტოს ყვე­ლა სა­ხის ოპე­რა­ცი­ა­სა და წვრთნებ­ში და აგ­რეთ­ვე, მრა­ვა­ლი სამ­ხედ­რო წვრთნა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მი­ი­ღეს აშშ-სგან, რაც საკ­მა­ოდ დაჩ­ქარ­და 2008 წელს პუ­ტი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის შემ­დეგ“ - აღ­ნიშ­ნა ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის თქმით, ამ­ჟა­მად, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძლი­ე­რია და კვლა­ვაც მტკი­ცედ გრძელ­დე­ბა.

აშშ-ის კონ­გრე­სის ზედა პა­ლა­ტა­ში გან­ხილ­ვი­სას, კარ­დინს ნუ­ლან­დმა მოლ­დო­ვის შე­სა­ხე­ბაც უპა­სუ­ხა და დას­ძი­ნა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პუ­ტი­ნის ჯარი ოდე­სა­ში შე­ვი­დო­და, დარ­ჩე­ბო­და ძა­ლი­ან მცი­რე მან­ძი­ლი დნესტრის­პი­რე­თამ­დე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნუ­ლან­დის თქმით, "მოლ­დო­ვა იქ­ნე­ბო­და შემ­დე­გი“ .

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ისიც თქვა, რომ მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აშშ ცდი­ლობს გა­ზარ­დოს არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კუ­თხით მხარ­და­ჭე­რა, (რად­გან ისი­ნი მას­პინ­ძლო­ბენ უამ­რავ უკ­რა­ი­ნელ დევ­ნილს), არა­მედ ოფი­ცი­ა­ლურ კი­ში­ნი­ოვს სა­ზღვრი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სხვა სა­კი­თხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აღ­მო­უ­ჩი­ნოს დახ­მა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

დაოკდით ნუ აქეზებთ პუტინს ,ჩვენ ქვეყანას მივხედავთ თქვენი ჩარევის გარეშეც

კაი რა
0

რა ნაბიჯები იდგემვა და არაფერი, ას რაღაცა მილიონს გვაძლევენ წელიწადში, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს 

ავტორი:

"პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა, რომ მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო"- ამერიკელი სენატორი

"პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც  ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა, რომ მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო"- ამერიკელი სენატორი

"რომ არა უკრაინელების წინააღმდეგობა და ბატონ პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც ამას ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა, რომ მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო" - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა სენტაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის საკითხის განხილვისას განაცხადა.

ამერიკელმა კანონმდებელმა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს ჰკითხა თუ რა ნაბიჯებს დგამს მოლდოვასა და საქართველოს დასახმარებლად ოფიციალური ვაშინგტონი.

"რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვასა და საქართველოს დასახმარებლად, იმის აღიარებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება და ბატონი პუტინი დაიჯერებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ის ყოყმანის გარეშე გადაკვეთს ამ საზღვრებს?! - იკითხა მერილენდის შტატის სენატორმა.

დემოკრატმა სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს უკვე აქვს გადაკვეთილი საქართველოსა და მოლდოვის საზღვრები და ის უკვე იმყოფება ამ ქვეყნების "სადავო რეგიონებში“.

"ეს ტერიტორიები არ არის სადავო, მაგრამ მხოლოდ ბატონ პუტინს სჯერა, რომ სადავოა. რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ეს ქვეყნები საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა დაიცვან თავი იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პუტინი გადაწყვეტს, რომ ამ ორ ქვეყანაში უფრო აგრესიულად იმოქმედოს?“- ჰკითხა სენატორმა ვიქტორია ნულანდს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა კარდინის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხნის ურთიერთობა აქვს.

"წლების განმავლობაში, მათ [ქართველებმა] რეგულარულად შეიტანეს წვლილი ნატოს ყველა სახის ოპერაციასა და წვრთნებში და აგრეთვე, მრავალი სამხედრო წვრთნა და აღჭურვილობა მიიღეს აშშ-სგან, რაც საკმაოდ დაჩქარდა 2008 წელს პუტინის საქართველოში შეჭრის შემდეგ“ - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ამჟამად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ძლიერია და კვლავაც მტკიცედ გრძელდება.

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში განხილვისას, კარდინს ნულანდმა მოლდოვის შესახებაც უპასუხა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინის ჯარი ოდესაში შევიდოდა, დარჩებოდა ძალიან მცირე მანძილი დნესტრისპირეთამდე, ამ შემთხვევაში, ნულანდის თქმით, "მოლდოვა იქნებოდა შემდეგი“ .

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ისიც თქვა, რომ მოლდოვის პრეზიდენტის თხოვნების შესაბამისად, აშშ ცდილობს გაზარდოს არა მხოლოდ ქვეყნის ჰუმანიტარული კუთხით მხარდაჭერა, (რადგან ისინი მასპინძლობენ უამრავ უკრაინელ დევნილს), არამედ ოფიციალურ კიშინიოვს საზღვრისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სხვა საკითხების მიმართულებითაც აღმოუჩინოს დახმარება.