საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილი სუმი, საჰაერო ბრძოლები კიევის თავზე და უკრაინელების მიერ ჩამოყრილი მტრის თვითმფრინავები - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?
რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილი სუმი, საჰაერო ბრძოლები კიევის თავზე და უკრაინელების მიერ ჩამოყრილი მტრის თვითმფრინავები - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

გა­სულ ღა­მეს უკ­რა­ი­ნა­ში აფეთ­ქე­ბე­ბი არ შემ­წყდა­რა. რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა იე­რი­ში არა­ერთ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტზე მი­ი­ტა­ნეს. რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ ჩა­მოყ­რილ ბომ­ბებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გა­დავ­ხე­დოთ გა­სუ­ლი ღა­მის ომის ქრო­ნი­კას - რა ხდე­ბო­და უკ­რა­ი­ნის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას:

  • რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა სუ­მის ოლ­ქში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ბომ­ბეს, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა სუ­მის ოლ­ქში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ბომ­ბეს, და­ღუ­პულ­თა შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან, - ამის შე­სა­ხებ სუ­მის სა­ოლ­ქო სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ჟი­ვიც­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ სუმ­სა და ახ­ტირ­კა­ში, ასე­ვე სო­ფელ ბი­ტი­ცა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ბომ­ბა.

"და­ღუ­პულ­თა და დაჭ­რილ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მუდ­მი­ვად ახ­ლდე­ბა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ნან­გრე­ვებს ასუფ­თა­ვებს და ხან­ძარს აქ­რობს. ექი­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რე­ა­ლუ­რად "რუ­სუ­ლი მშვი­დო­ბა“ ჩვენ ამას არა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებთ", - აცხა­დებს დი­მიტ­რი ჟი­ვიც­კი.

ამას­თა­ნა­ვე, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს შო­რი­საც არის.

"ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი შე­ებ­რძოლ­ნენ მტრის ტექ­ნი­კის მთელ კო­ლო­ნას. არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ, რუს სამ­ხედ­რო­ებ­თან უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში ოთხი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა“, - გა­ნა­ცხა­და ჟი­ვიც­კიმ.

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თქმით, გვი­ან ღა­მით, ქა­ლაქ სუმ­ზე და მის მიმ­დე­ბა­რე გა­რე­უ­ბან­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად, და­ღუ­პულ­თა შო­რის ბავ­შვე­ბი არი­ან, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დმიტ­რო ჟი­ვიც­კიმ, რო­მე­ლიც სუ­მის რე­გი­ო­ნა­ლურ სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 23:00 სა­ა­თის შემ­დეგ, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­მა დარ­ტყმე­ბი ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ქა­ლაქ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

"სამ­წუ­ხა­როდ, და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბი, და­ი­ღუ­პა 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ბავ­შვებს კლა­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და ჟი­ვიც­კიმ.

  • უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ კი­ე­ვის ცაზე ორი რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დო

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მიერ კი­ე­ვის ცაზე ორი რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მოგ­დე­ბის ცნო­ბას უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს. ზა­ლუ­ჟ­ნის თქმით, ორი­ვე თვითმფრი­ნა­ვი სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლის დროს იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა 1-სა­ა­თი­ან ინ­ტერ­ვალ­ში მოხ­და, რის გა­მოც ზა­ლუ­ჟ­ნიმ უკ­რა­ი­ნის ან­ტი­სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი შე­ა­ქო.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თვითმფრი­ნა­ვი 20:30-ზე, ხოლო მე­ო­რე 21:30-ზე იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც UNIAN-ი იტყო­ბი­ნე­ბა, ომის 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოკუ­პან­ტე­ბის ჯარ­მა 46 თვითმფრი­ნა­ვი და 68 შვე­ულმფრე­ნი და­კარ­გა.

  • რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ ჟი­ტო­მი­რის ოლ­ქში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა

უკ­რა­ი­ნა­ში, ჟი­ტო­მი­რის ოლ­ქში, ჟი­ტო­მირ­სა და ჩერ­ნი­ა­ხოვ­ში ​ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გად ნავ­თო­ბის სა­ცა­ვებ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

მე­დი­ის ცნო­ბით, ​ჟი­ტო­მირ­ში გაჩ­ნდა ხან­ძა­რი 10 კუ­ბუ­რი მეტ­რი მო­ცუ­ლო­ბის ავ­ზში. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცით, მსხვერ­პლი არ არის.

სო­ფელ ჩერ­ნი­ა­ხოვ­ში კი იწ­ვო­და ორი ავზი. ახ­ლომ­დე­ბა­რე კერ­ძო სახ­ლე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯენი
2

მოუწევს მომავალი 100 წელი რუსებს უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურება კაი დიდი ფულების გადახდით. დაერხევათ ოლიგაქრებს, გაზის და ნავთობის გაყიდული ფული სუ უკრაინაში წავა. ასეული ტრილიონობით დოლარი. 

იბერიელი
27

70 წლის ვახტანგს - ვინც შენ კომპიუტერი გასწავლა იმას მიეცა ჩვენი ცოდვა 

ავტორი:

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილი სუმი, საჰაერო ბრძოლები კიევის თავზე და უკრაინელების მიერ ჩამოყრილი მტრის თვითმფრინავები - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილი სუმი, საჰაერო ბრძოლები კიევის თავზე და უკრაინელების მიერ ჩამოყრილი მტრის თვითმფრინავები - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

გასულ ღამეს უკრაინაში აფეთქებები არ შემწყდარა. რუსმა ოკუპანტებმა იერიში არაერთ დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. რუსული მხარის მიერ ჩამოყრილ ბომბებს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გადავხედოთ გასული ღამის ომის ქრონიკას - რა ხდებოდა უკრაინის სხვადასხვა ადგილას:

  • რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან, - ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ სუმსა და ახტირკაში, ასევე სოფელ ბიტიცაში საცხოვრებელი სახლები დაბომბა.

"დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური ნანგრევებს ასუფთავებს და ხანძარს აქრობს. ექიმები მუშაობენ. ასე გამოიყურება რეალურად "რუსული მშვიდობა“ ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ", - აცხადებს დიმიტრი ჟივიცკი.

ამასთანავე, მისი ინფორმაციით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებს შორისაც არის.

"ჩვენი ბიჭები შეებრძოლნენ მტრის ტექნიკის მთელ კოლონას. არიან დაჭრილები და სამწუხაროდ, რუს სამხედროებთან უთანასწორო ბრძოლაში ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, გვიან ღამით, ქალაქ სუმზე და მის მიმდებარე გარეუბანზე საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაღუპულთა შორის ბავშვები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დმიტრო ჟივიცკიმ, რომელიც სუმის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით, 23:00 საათის შემდეგ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქზე განახორციელეს.

"სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, ბავშვებს კლავენ“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

  • უკრაინულმა მხარემ კიევის ცაზე ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო

უკრაინული მხარის მიერ კიევის ცაზე ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოგდების ცნობას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზალუჟნის თქმით, ორივე თვითმფრინავი საჰაერო ბრძოლის დროს იქნა ლიკვიდირებული. არსებული ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდება 1-საათიან ინტერვალში მოხდა, რის გამოც ზალუჟნიმ უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალები შეაქო.

მისივე ინფორმაციით, ერთი თვითმფრინავი 20:30-ზე, ხოლო მეორე 21:30-ზე იქნა ლიკვიდირებული.

როგორც UNIAN-ი იტყობინება, ომის 11 დღის განმავლობაში ოკუპანტების ჯარმა 46 თვითმფრინავი და 68 შვეულმფრენი დაკარგა.

  • რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ჟიტომირის ოლქში ხანძარი გაჩნდა

უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში, ჟიტომირსა და ჩერნიახოვში ​ რუსეთის ფედერაციის ორი საჰაერო დარტყმის შედეგად ნავთობის საცავებში ხანძარი გაჩნდა.

მედიის ცნობით, ​ჟიტომირში გაჩნდა ხანძარი 10 კუბური მეტრი მოცულობის ავზში. წინასწარი ინფორმაცით, მსხვერპლი არ არის.

სოფელ ჩერნიახოვში კი იწვოდა ორი ავზი. ახლომდებარე კერძო სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.