მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ რუს ოლიგარქებს - დასრულდა..." - რა პირობა მისცა ჯო ბაიდენმა პუტინსა და მსოფლიოს? აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები
"მივმართავ რუს ოლიგარქებს - დასრულდა..." - რა პირობა მისცა ჯო ბაიდენმა პუტინსა და მსოფლიოს? აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა კონ­გრეს­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ მისი გა­მოს­ვლის მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს:

  • "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ფიქ­რობ­და, უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბო­და და მსოფ­ლიო გა­დატ­რი­ალ­დე­ბო­და, მაგ­რამ ის შეხ­ვდა სიძ­ლი­ე­რის კე­დელს - უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს"

"ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნიზ­რა­ხა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს სა­ფუძ­ვლე­ბის შერ­ყე­ვა, მაგ­რამ მან არას­წო­რი გათ­ვლა გა­ა­კე­თა. მას ეგო­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბო­და და მსოფ­ლიო გა­დატ­რი­ალ­დე­ბო­და. ამის ნაც­ვლად, ის შეხ­ვდა სიძ­ლი­ე­რის კე­დელს, რო­მელ­საც არა­სო­დეს მო­ე­ლო­და ან წარ­მო­იდ­გენ­და. ის შეხ­ვდა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს", - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი და არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო.

“პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი და არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო. მან უარი თქვა დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე. ფიქ­რობ­და, რომ და­სავ­ლე­თი და ნატო არ უპა­სუ­ხებ­დნენ. ფიქ­რობ­და, რომ შე­ეძ­ლო ჩვე­ნი გა­ყო­ფა. პუ­ტი­ნი შეც­და, ჩვენ მზად ვი­ყა­ვით,"- აღ­ნიშ­ნა ჯო ბა­ი­დენ­მა.

  • "პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მათი უშიშ­რო­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა, მონ­დო­მე­ბა შთა­ა­გო­ნებს მსოფ­ლი­ოს"

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი მი­ე­სალ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "უშიშ­რო­ბა­სა და გამ­ბე­და­ო­ბას, რაც შთა­ა­გო­ნებს მსოფ­ლი­ოს“.

"პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მათი უშიშ­რო­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა, მონ­დო­მე­ბა შთა­ა­გო­ნებს მსოფ­ლი­ოს. მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფე­ბი ტან­კებს ბლო­კა­ვენ თა­ვი­ან­თი სხე­უ­ლე­ბით. ყვე­ლა, სტუ­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სამ­შობ­ლოს დამ­ცველ ჯა­რის­კა­ცე­ბად გა­და­იქ­ცა. მო­დით, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ამ დარ­ბაზ­ში ფეხ­ზე წა­მოვ­დგეთ და უტყუ­ა­რი სიგ­ნა­ლი გა­ვუგ­ზავ­ნოთ უკ­რა­ი­ნას და მსოფ­ლი­ოს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

  • ჯო ბა­ი­დენ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ უკ­რა­ი­ნის შეჭ­რა­ში "მხო­ლოდ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი არის დამ­ნა­შა­ვე" და პი­რო­ბა დადო, რომ რუ­სე­თის ლი­დე­რი "გა­და­იხ­დის მა­ღალ ფასს".

"რო­დე­საც დიქ­ტა­ტო­რე­ბი არ იხ­დი­ან ფასს თა­ვი­ან­თი აგ­რე­სი­ის გამო, ისი­ნი კი­დევ უფრო მეტ ქა­ოსს იწ­ვე­ვენ,"- აღ­ნიშ­ნა ჯო ბა­ი­დენ­მა.

მისი თქმით, პუ­ტი­ნის რე­ჟიმს მხარს უჭე­რენ ოლი­გარ­ქე­ბი და სხვა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი იშო­ვეს ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის­გან. ბა­ი­დე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი ოლი­გარ­ქე­ბის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სპე­ცი­ა­ლურ სა­მუ­შაო ჯგუფს ქმნის. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი გა­უს­ვა, რომ იმუ­შა­ვე­ბენ ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან რუ­სუ­ლი იახ­ტე­ბის, თვითმფრი­ნა­ვე­ბის, აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მიზ­ნით.

  • "მივ­მარ­თავ რუს ოლი­გარ­ქებ­სა და კო­რუმ­პი­რე­ბულ ლი­დე­რებს - დას­რულ­და! ჩვენ მო­ვა­კი­თხავთ თქვენს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მი­ღე­ბულ შე­მო­სავ­ლებს!"

“მივ­მარ­თავ რუს ოლი­გარ­ქებ­სა და კო­რუმ­პი­რე­ბულ ლი­დე­რებს, რომ­ლებ­მაც ამ სას­ტი­კი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი მო­იხ­ვე­ჭეს - დას­რულ­და! ვუ­ერ­თდე­ბით ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებს, რათა ვი­პო­ვოთ და ჩა­მო­ვარ­თვათ მათი იახ­ტე­ბი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბი. მო­ვა­კი­თხავთ თქვენს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შე­მო­სავ­ლებს," - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

  • ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, აშშ რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს ხუ­რავს

"ვა­ცხა­დებ, რომ ჩვენ შე­ვუ­ერ­თდე­ბით ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს და დავ­ხუ­რავთ ამე­რი­კის სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს რუ­სე­თის ყვე­ლა ფრე­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ ეს აკ­რძალ­ვა რუ­სე­თის კი­დევ უფრო მე­ტად იზო­ლი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს და მის ეკო­ნო­მი­კა­ზე კი­დევ უფრო დიდ ზე­წო­ლას მო­ახ­დენს.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიძია ჯო
4

გაუზარდე კიდევ სანქციები

საღოლ!
18

ბიძგვინაც არ დაგავიწყდეთ და მისი ზებრა პინგვინები!

ავტორი:

"მივმართავ რუს ოლიგარქებს - დასრულდა..." - რა პირობა მისცა ჯო ბაიდენმა პუტინსა და მსოფლიოს? აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

"მივმართავ რუს ოლიგარქებს - დასრულდა..." - რა პირობა მისცა ჯო ბაიდენმა პუტინსა და მსოფლიოს? აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. გთავაზობთ მისი გამოსვლის მთავარ გზავნილებს:

  • "ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა, მაგრამ ის შეხვდა სიძლიერის კედელს - უკრაინელ ხალხს"

"ვლადიმერ პუტინმა განიზრახა თავისუფალი სამყაროს საფუძვლების შერყევა, მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. მას ეგონა, რომ უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა. ამის ნაცვლად, ის შეხვდა სიძლიერის კედელს, რომელსაც არასოდეს მოელოდა ან წარმოიდგენდა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს", - განაცხადა ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმა წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო.

“პუტინის უკრაინაზე თავდასხმა წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. მან უარი თქვა დიპლომატიაზე. ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა. პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით,"- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

  • "პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს"

აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მოქალაქეები "უშიშრობასა და გამბედაობას, რაც შთააგონებს მსოფლიოს“.

"პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს ბლოკავენ თავიანთი სხეულებით. ყველა, სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერი მასწავლებლებით დამთავრებული, სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებად გადაიქცა. მოდით, თითოეული ჩვენგანი ამ დარბაზში ფეხზე წამოვდგეთ და უტყუარი სიგნალი გავუგზავნოთ უკრაინას და მსოფლიოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეჭრაში "მხოლოდ ვლადიმერ პუტინი არის დამნაშავე" და პირობა დადო, რომ რუსეთის ლიდერი "გადაიხდის მაღალ ფასს".

"როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ,"- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, პუტინის რეჟიმს მხარს უჭერენ ოლიგარქები და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებმაც მილიარდობით დოლარი იშოვეს ძალადობრივი რეჟიმისგან. ბაიდენის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქების დანაშაულების გამოსაძიებლად შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნის. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ იმუშავებენ ევროპელ მოკავშირეებთან რუსული იახტების, თვითმფრინავების, აპარტამენტების ჩამორთმევის მიზნით.

  • "მივმართავ რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს - დასრულდა! ჩვენ მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერად მიღებულ შემოსავლებს!"

“მივმართავ რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც ამ სასტიკი რეჟიმის პირობებში მილიარდობით დოლარი მოიხვეჭეს - დასრულდა! ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და ჩამოვართვათ მათი იახტები, ძვირად ღირებული აპარტამენტები, კერძო თვითმფრინავები. მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერ შემოსავლებს," - აღნიშნა ბაიდენმა.

  • ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

"ვაცხადებ, რომ ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს.