სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან... ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი
"მოვუწოდებ, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან... ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი

ის, რომ მე აქ ცი­ხე­ში ვარ, პუ­ტინს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ამის გამო და­არ­ტყას სა­ქარ­თვე­ლოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან მო­ი­თხო­ვა, რომ კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ.

"ჩვენ არა­ვის გვსურს ომი, მე ძა­ლი­ან არ მინ­და ომი. მე ვიცი, რა არის ომი. იმის­თვის, რომ ომი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ, უკ­რა­ი­ნა­ში პუ­ტინ­მა "კბი­ლე­ბი უნდა წა­ი­ტე­ხოს“, ჩვენ სხვა შან­სი არ გვაქვს. ის, რომ მე აქ ცი­ხე­ში ვარ, პუ­ტინს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ამის გამო და­არ­ტყას სა­ქარ­თვე­ლოს. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ, თუნ­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ჩემს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე არ ვზრუ­ნავ, მო­ვუ­წო­დებ ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გა­მიშ­ვან ჩემს მე­გო­ბარ­თან და ჩემს მთა­ვარ­სარ­დალ ზე­ლენ­სკის­თან მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლას-კი­ევ­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, კი­ე­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ბედი ამ დღე­ებ­ში წყდე­ბა.

"კი­ე­ვი არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი, გარ­და იმი­სა, რომ არის ჩემი სახ­ლი. რომც აი­ღონ კი­ე­ვის ნა­წი­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათ შეძ­ლონ მთლი­ა­ნად დე­და­ქა­ლა­ქის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და ქვეყ­ნის და­პყრო­ბა, ეს არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. პუ­ტი­ნი უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

შენღა აკლიხარ ზელენსკის,მოდი გაუშვათ უკრაინის მიწის PH-ჯერ არ გაუშინჯავს,ნახოს როგორი სიმჟავის მიწაა,შეამოწმებს ცხვირით და ენით.გამიგია კარგი კარტოფილი მოდისო 

მიშას
0

მისი სახელია 1-ლი: "ქვეყნის შემარცხვენელი" მე-2: "ქვეყნის ჭირი"

ავტორი:

"მოვუწოდებ, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან... ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი

"მოვუწოდებ, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან... ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი

ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოითხოვა, რომ კიევში გამგზავრების საშუალება მისცენ.

"ჩვენ არავის გვსურს ომი, მე ძალიან არ მინდა ომი. მე ვიცი, რა არის ომი. იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, უკრაინაში პუტინმა "კბილები უნდა წაიტეხოს“, ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს. ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუნდაც უსაფრთხოების მიზეზიდან გამომდინარე, მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მოვუწოდებ ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას-კიევში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, კიევისა და საქართველოს ბედი ამ დღეებში წყდება.

"კიევი არის საქართველოს კონსტანტინოპოლი, გარდა იმისა, რომ არის ჩემი სახლი. რომც აიღონ კიევის ნაწილი, შეუძლებელია, მათ შეძლონ მთლიანად დედაქალაქის გაკონტროლება და ქვეყნის დაპყრობა, ეს არის შეუძლებელი. პუტინი უკვე დამარცხებულია იმიტომ, რომ ასეთი წინააღმდეგობაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა