საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს" - რამდენად რეალურია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად მიღება და რა ელის ჩვენს ქვეყანას?
"საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს" - რამდენად რეალურია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად მიღება და რა ელის ჩვენს ქვეყანას?

"ეს გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია, როცა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ი­ხუ­როს ხან­გრძლი­ვი დის­კუ­სია და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბა გა­და­წყდეს. უკვე ვე­სა­უბ­რე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელს, და­მა­ტე­ბით დახ­მა­რე­ბა­სა და ქვეყ­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­მავ­ლის­თვის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გმი­რულ ბრძო­ლა­ზე”,- ეს გან­ცხა­დე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ეკუთ­ვნის.

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­სას, თავ­და­პირ­ვე­ლი დაბ­ნე­უ­ლო­ბის შემ­დეგ, და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი გა­მო­ცო­ცხლდნენ და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გეს. გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი კერ­სტი კა­ლი­უ­ლა­დი სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას შო­რე­უ­ლად მი­იჩ­ნევ­და, თუმ­ცა ახლა მო­ცე­მუ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა. "უკ­რა­ი­ნა ერთ-ერთი ჩვენ­თა­გა­ნია და გვინ­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში იყოს", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა “ევ­რო­ნი­უს­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში, თუმ­ცა დაჩ­ქა­რე­ბულ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამს.

ხსე­ნე­ბუ­ლი იდეა პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ან­ჟეი დუ­დამ წა­მოჭ­რა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო ამ კონ­ტექ­სტში ისევ არ უხ­სე­ნე­ბი­ათ. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რას აკე­თებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმის­თვის, რომ თუ მარ­თლაც დად­გა დღის წეს­რიგ­ში უკ­რა­ი­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც გავ­რცელ­დეს. "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, გა­მო­ი­ყე­ნოს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი თხოვ­ნით მი­მარ­თოს ევ­რო­კავ­შირს, სა­ქარ­თვე­ლოს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ეს გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერ­თგვა­რად ფრთხილ ტაქ­ტი­კას არ­ჩევს, თუმ­ცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია და როცა დიდი შან­სია, ევ­რო­კავ­შირ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მი­ღე­ბა ჩვენ­ზეც გავ­რცელ­დეს, ამ შან­სის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

AMBEBI.GE ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეს ესა­უბ­რე­ბა:

- უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში შე­საძ­ლო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მი­ღე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რის ნა­წი­ლია და მე­ო­რეს მხრივ, რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­ზე ერ­თგვა­რი პა­სუ­ხი­ცაა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თუკი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა, ის ერ­თგვარ წყა­ლო­ბად არ აღ­ვიქ­ვათ, არა­მედ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ უკ­რა­ი­ნამ ეს წევ­რო­ბა იმ ცვლი­ლე­ბე­ბით და­იმ­სა­ხუ­რა, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­და... ჩვენ ვხე­დავთ და­სავ­ლე­თის გა­მო­ფხიზ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო მისი ნა­წი­ლი იყოს და ამ ერ­თი­ან "ქოლ­გა­ში“ მოხ­ვდეს. უკ­რა­ი­ნას­თან კონ­ფლიქ­ტი­თა და შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია რომ და­სუს­ტე­ბუ­ლია, ამას მათი ლი­დე­რე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბით ვხვდე­ბით. სან­ქცი­ე­ბის მთე­ლი რიგი პა­კე­ტია, მათ შო­რის swift-იდან გა­რი­ცხვაც და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამან მათ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნოს. ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი კარ­გად იაზ­რე­ბენ, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვაც უნდა ჩარ­თონ...

- რო­გო­რი პო­ლი­ტი­კა უნდა წარ­მარ­თოს სა­ქა­რათ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რათა ამ პრო­ცე­სის მიღ­მა არ დარ­ჩეს?

- უნდა წარ­მარ­თოს პრო­აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კა და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის ამ "ღია კარ­ში“ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვი­დეს. ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ბევ­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა, ამის­თვის ბევ­რი სის­ხლიც გა­ი­ღო და რე­ფორ­მე­ბიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა...

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მა­ინც ისაა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხოს, რაც "ევ­რო­პულ ოჯახ­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს და შემ­დეგ ეს ნება აღას­რუ­ლოს. რაც პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა უკ­რა­ი­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მი­ღე­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა, იმის შემ­დეგ ვამ­ბობ, რომ მთელ­მა ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა, მათ შო­რის, ყო­ფილ­მა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა, სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვი­თა და გან­ცხა­დე­ბით უნდა იმოქ­მე­დონ.

ევ­რო­პუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი დაძ­რუ­ლია და ის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა მო­სა­ლოდ­ნელ კა­ტაკ­ლიზ­მებს გა­და­ვურ­ჩეთ. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო იყოს ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის მიერ შე­სა­ბა­მი­სი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა და ა.შ. ვერ წა­მო­მიდ­გე­ნია, რომ ამა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბამ“ უარი თქვას.

ერ­თმა­ნეთ­თან ზურ­გის შექ­ცე­ვის დრო რომ არაა, ამის მა­გა­ლი­თა­დაც უკ­რა­ი­ნა გა­მოდ­გე­ბა, როცა პეტრე პო­რო­შენ­კოც, რო­მელ­ზეც საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის იბ­რძვის...

ფაქ­ტია, დღეს და­სავ­ლე­თის ერ­თი­ა­ნო­ბა სა­ნა­ქე­ბოა. ამავდრო­უ­ლად, რუ­სე­თი ისე­თი სა­ში­შია, რო­გორც არას­დროს. პუ­ტი­ნის­თვის სიკ­ვდილ - სი­ცო­ცხლის სა­კი­თხია - მას რუ­სეთ­ში მარ­ცხს არ აპა­ტი­ე­ბენ. და­სავ­ლე­თის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა ახლა და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბით უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა უნდა იყოს...

ჩვენს ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­პი­ტუ­ლან­ტურ გან­წყო­ბებს არ ვე­თან­ხმე­ბი. იმა­ზე ფიქ­რი, რუ­სე­თის­თვის რა უფრო გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ში­შით იმ მიზ­ნებ­ზე თქვა უარი, რის­თვი­საც ამ­დე­ნი წე­ლია იბ­რძვი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუ მო­ნო­ბას აპი­რებს, მა­შინ აზრი არა­ფერს აქვს...

უკ­რა­ი­ნამ და­ამ­ტკი­ცა, რომ მებ­რძო­ლი ერია და ჩვენც ამ სუ­ლის­კვე­თე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი ვართ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯებს არ ელო­დე­ბა და აქ­ტი­უ­რობს - ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი სწო­რედ თბი­ლი­სის მოვ­ლე­ნით იყო ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი.

  • დას­კვნის მა­გი­ერ:

და­ვე­ლო­დოთ, პო­ლო­ნე­თის პირ­ვე­ლი პი­რის იდე­ას რა გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა. ჯერ უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამავდრო­უ­ლად, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. 2008 წელს ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მხრი­დან სა­ჭი­რო სი­თა­მა­მის ვერ გა­მოვ­ლე­ნას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის "მა­პის“ არ მი­ნი­ჭე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, ბევ­რი ექ­სპერ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ვის­ტოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს უკავ­ში­რებ­და. და­ვე­ლო­დოთ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კი­დევ ერთი "ნიღ­ბის ჩა­მოხ­სნის“ შემ­დეგ, ახლა რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ვხე­დავთ, სან­ქცი­ე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რა­საც ბევ­რი სკეპ­ტი­კო­სი ვერ წარ­მო­იდ­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის­გან უფრო მეტს ვე­ლით - არა­ვის უნდა დარ­ჩეს გან­ცდა, რომ მათ პარტნი­ო­რე­ბის­თვის ბო­ლომ­დე არ და­ი­ხარ­ჯნენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს ელჩმა კელი დეგ­ნან­მა სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. "ვნა­ხეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი. გა­ვაგ­რძე­ლებთ უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ერ­თი­ა­ნო­ბას. ამ მო­მენ­ტში ერ­თი­ა­ნო­ბა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვუგ­ზავ­ნოთ რუ­სეთს. რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინარ­ჩუ­ნებს ერ­თი­ა­ნო­ბას ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და იმ პრინ­ცი­პე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ფრონტზე, რო­მელ­მაც ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნა“, - ბრძა­ნა მან.

ყვე­ლა­ფე­რი ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო "ერ­თი­ან ჯაჭვს“ არ უნდა მო­წყდეს და ყვე­ლა რე­სურ­სი და­ხარ­ჯოს, რათა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თუნ­დაც კრი­ზი­სის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით შეძ­ლოს.

ავ­ტო­რი: ღვთი­სა­ვარ ან­თა­ძე

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,
0

https://www.youtube.com/watch?v=mSXYeDQqE_w

გიგი
1

რა სისულელეებს წერთ რაა ეს?? ევროკავშირი არა სამოთხე! ან უკრაინა კორუმპირებულს და ოლიგარქულს ვინ მიიღებს???? ))))))))))

ავტორი:

"საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს" - რამდენად რეალურია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად მიღება და რა ელის ჩვენს ქვეყანას?

"საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს" - რამდენად რეალურია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად მიღება და რა ელის ჩვენს ქვეყანას?

"ეს გადამწყვეტი მომენტია, როცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში მიღება გადაწყდეს. უკვე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, დამატებით დახმარებასა და ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე”,- ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, თავდაპირველი დაბნეულობის შემდეგ, დასავლელი ლიდერები გამოცოცხლდნენ და სხვადასხვა მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგეს. გასული წლის ბოლოს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულადი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორეულად მიიჩნევდა, თუმცა ახლა მოცემულობა შეიცვალა. "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ევრონიუსთან” ინტერვიუში, თუმცა დაჩქარებულ გაწევრიანებაზე დანამდვილებით არაფერი უთქვამს.

ხსენებული იდეა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ წამოჭრა, თუმცა საქართველო ამ კონტექსტში ისევ არ უხსენებიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იმისთვის, რომ თუ მართლაც დადგა დღის წესრიგში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება, ეს გადაწყვეტილება საქართველოზეც გავრცელდეს. "ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით", - ეს განცხადება ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაავრცელა.

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პრემიერი ღარიბაშვილი ერთგვარად ფრთხილ ტაქტიკას არჩევს, თუმცა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი დეკლარირებულია და როცა დიდი შანსია, ევროკავშირში დაჩქარებული მიღება ჩვენზეც გავრცელდეს, ამ შანსის არგამოყენება დაუშვებელია.

AMBEBI.GE ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრება:

- უკრაინის ევროკავშირში შესაძლო დაჩქარებული მიღება უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის ნაწილია და მეორეს მხრივ, რუსეთის ქმედებებზე ერთგვარი პასუხიცაა. მნიშვნელოვანია, რომ თუკი ეს გადაწყვეტილება მიიღება, ის ერთგვარ წყალობად არ აღვიქვათ, არამედ უნდა მივიჩნიოთ, რომ უკრაინამ ეს წევრობა იმ ცვლილებებით დაიმსახურა, რაც ამ ქვეყანაში მოხდა... ჩვენ ვხედავთ დასავლეთის გამოფხიზლების პოლიტიკას და სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველო მისი ნაწილი იყოს და ამ ერთიან "ქოლგაში“ მოხვდეს. უკრაინასთან კონფლიქტითა და შემდეგ განვითარებული მოვლენებით რუსეთის ფედერაცია რომ დასუსტებულია, ამას მათი ლიდერების რეაქციებით ვხვდებით. სანქციების მთელი რიგი პაკეტია, მათ შორის swift-იდან გარიცხვაც და შეუძლებელია, ამან მათზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს. ვფიქრობ, რომ ევროპელი მეგობრები კარგად იაზრებენ, რომ ამ ყველაფერში საქართველო და მოლდოვაც უნდა ჩართონ...

- როგორი პოლიტიკა უნდა წარმართოს საქარათველოს ხელისუფლებამ, რათა ამ პროცესის მიღმა არ დარჩეს?

- უნდა წარმართოს პროაქტიური პოლიტიკა და საქართველო ევროკავშირის ამ "ღია კარში“ აუცილებლად უნდა შევიდეს. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საერთო ევროპული ოჯახის წევრობა დაემსახურებინა, ამისთვის ბევრი სისხლიც გაიღო და რეფორმებიც განახორციელა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი დანიშნულება მაინც ისაა, საზოგადოებრივი ნების აკუმულირება მოახერხოს, რაც "ევროპულ ოჯახში“ გაწევრიანებას გულისხმობს და შემდეგ ეს ნება აღასრულოს. რაც პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის დაჩქარებული მიღების საკითხი დააყენა, იმის შემდეგ ვამბობ, რომ მთელმა ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის, ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა, საერთო ძალისხმევითა და განცხადებით უნდა იმოქმედონ.

ევროპული მატარებელი დაძრულია და ის აუცილებელია, რათა მოსალოდნელ კატაკლიზმებს გადავურჩეთ. საქართველოს მხრიდან შესაძლოა, საჭირო იყოს ხელმოწერების შეგროვება, პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღება და ა.შ. ვერ წამომიდგენია, რომ ამაზე "ქართული ოცნებამ“ უარი თქვას.

ერთმანეთთან ზურგის შექცევის დრო რომ არაა, ამის მაგალითადაც უკრაინა გამოდგება, როცა პეტრე პოროშენკოც, რომელზეც საქმეა აღძრული, ხელისუფლებასთან ერთად, საერთო მიზნისთვის იბრძვის...

ფაქტია, დღეს დასავლეთის ერთიანობა სანაქებოა. ამავდროულად, რუსეთი ისეთი საშიშია, როგორც არასდროს. პუტინისთვის სიკვდილ - სიცოცხლის საკითხია - მას რუსეთში მარცხს არ აპატიებენ. დასავლეთის უმთავრესი ამოცანა ახლა დამატებითი ძალებით უკრაინის დახმარება უნდა იყოს...

ჩვენს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კაპიტულანტურ განწყობებს არ ვეთანხმები. იმაზე ფიქრი, რუსეთისთვის რა უფრო გამაღიზიანებელი იქნება და მოსალოდნელი შიშით იმ მიზნებზე თქვა უარი, რისთვისაც ამდენი წელია იბრძვი, წარმოუდგენელია. თუ მონობას აპირებს, მაშინ აზრი არაფერს აქვს...

უკრაინამ დაამტკიცა, რომ მებრძოლი ერია და ჩვენც ამ სულისკვეთების მატარებლები ვართ. სასიამოვნოა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლების ნაბიჯებს არ ელოდება და აქტიურობს - ევროპის ქალაქებში მასშტაბური აქციები სწორედ თბილისის მოვლენით იყო ინსპირირებული.

  • დასკვნის მაგიერ:

დაველოდოთ, პოლონეთის პირველი პირის იდეას რა გაგრძელება მოჰყვება. ჯერ უკრაინის მიმართულებით და ამავდროულად, რამდენად იქნება აქტიური ძალისხმევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 2008 წელს ევროპელი ლიდერების მხრიდან საჭირო სითამამის ვერ გამოვლენას, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის "მაპის“ არ მინიჭებას უკავშირდებოდა, ბევრი ექსპერტი საქართველოში აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებს უკავშირებდა. დაველოდოთ, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი "ნიღბის ჩამოხსნის“ შემდეგ, ახლა რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვხედავთ, სანქციები ძალიან მრავალფეროვანია, რასაც ბევრი სკეპტიკოსი ვერ წარმოიდგენდა. შესაბამისად, საერთაშორისო მეგობრებისგან უფრო მეტს ველით - არავის უნდა დარჩეს განცდა, რომ მათ პარტნიორებისთვის ბოლომდე არ დაიხარჯნენ.

საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა საინტერესო განცხადება გააკეთა. "ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები. გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ ერთიანობას. ამ მომენტში ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რაც შეგვიძლია გავუგზავნოთ რუსეთს. რომ საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს ერთიანობას ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის ფრონტზე, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეგვინარჩუნა“, - ბრძანა მან.

ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველო "ერთიან ჯაჭვს“ არ უნდა მოწყდეს და ყველა რესურსი დახარჯოს, რათა დამოუკიდებლობის შემდეგ დასახული მიზნების განხორციელება თუნდაც კრიზისის ფონზე განვითარებული მოვლენებით შეძლოს.

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე