უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან კვლავ საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, ლოკაციის შეცვლის მიზეზი ხალხის ჭარბი რაოდენობა გახდა. პარლამენტთან ასეულობით ადამიანია შეკრებილი და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
მანამდე აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. როგორც ცნობილია, ისინი თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები და მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობა უკრაინის დროში ფერებში გაანათეს.
ადგილზე გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები. ისმოდა შეძახილები: „უკრაინა, უკრაინა!“. ასევე აქციაზე იყო მოწოდება მთავრობის და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით - „წადით, წადით!“.
ფოტოები: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი
მთავარი ფოტო: Datuna Tchitchinadze
ბარემ სანქციებიც გამოაცხადეთ: გამორთეთ გათბობები, აღარ იბანაოთ მაგათი გაზის კალონკებით, ფქვილი აღარ იყიდოთ, პური აღარ ჭამოთ მაგათი ხორბლის ფქვილით გამომცხვარი, ჩამოიყვანეთ რუსეთში მყოფი ქართველები, იქედან აქ რომ ოჯახებს ინახავენ იქედან გამოგზავნილი ფულებით და ასე შემდეგ და ჩამოიშლება ამასობაში უომრად რუსეთის სახელმწიფო! უკრაინას მართლა გაუმარჯოს, მაგრამ თქვენ რისი მაქნისები ხართ ამ კატეგორიულობით, შედეგი არ გაინტერესებთ?
ისევ ნაცები.ამჯერად უკრაინის ტრაგედიას ამოფარებულები.არ დაიღალეთ ამათ დაკრულზე ცეკვით?გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას მისი დღევანდელი მთავრობის და მათთან მიტმასნილი ნაცების გარეშე.