მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის გამო, ახალ სან­ქცი­ებს უწე­სებს. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი მო­ი­ცავს ფი­ნან­სურ სექ­ტორს, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორს, ტრან­სპორ­ტის სექ­ტორს და სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვებს რუ­სუ­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის.

"პირ­ველ რიგ­ში, ეს პა­კე­ტი მო­ი­ცავს ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის სა­ბან­კო ბაზ­რის 70%-ს და საკ­ვან­ძო სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებს, მათ შო­რის თავ­დაც­ვის სფე­რო­ში. მე­ო­რე, ჩვე­ნი სა­მიზ­ნეა ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც საკ­ვან­ძო ეკო­ნო­მი­კუ­რი სფე­როა და რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია რუ­სე­თის­თვის. ჩვე­ნი ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვა ნავ­თო­ბის სექ­ტორს და­ა­ზა­რა­ლებს. მე­სა­მე, ჩვენ ვკრძა­ლავთ რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­ყიდ­ვას. მე­ო­თხე, ჩვენ ვზღუ­დავთ რუ­სე­თის წვდო­მას მნიშ­ვნე­ლო­ვან ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე. ბო­ლოს: ვი­ზე­ბი. დიპ­ლო­მა­ტებს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჯგუ­ფებს და ბიზ­ნეს­მე­ნებს აღარ ექ­ნე­ბათ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი წვდო­მა ევ­რო­კავ­შირ­ში,“- აცხა­დებს ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი.

"სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად ერ­თი­ა­ნია ევ­რო­კავ­ში­რი“, - წერს ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი "ტვი­ტერ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temur
0

დარჩით ვინმე ვისაც ამ იმპოტენტების სჯერავს?

ევროპა-ამერიკა ბლეფია
0

არსად დაიკარგოთ თქვე უნამუსოებო

ავტორი:

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ევროკავშირი რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ახალ სანქციებს უწესებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციების პაკეტი მოიცავს ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკის სექტორს, ტრანსპორტის სექტორს და სავიზო შეზღუდვებს რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის.

"პირველ რიგში, ეს პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც შეეხება რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს და საკვანძო სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში. მეორე, ჩვენი სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, რომელიც საკვანძო ეკონომიკური სფეროა და რომელიც განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთისთვის. ჩვენი ექსპორტის აკრძალვა ნავთობის სექტორს დააზარალებს. მესამე, ჩვენ ვკრძალავთ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის მიყიდვას. მეოთხე, ჩვენ ვზღუდავთ რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე. ბოლოს: ვიზები. დიპლომატებს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს და ბიზნესმენებს აღარ ექნებათ პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში,“- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

"სანქციების პაკეტი აჩვენებს, თუ რამდენად ერთიანია ევროკავშირი“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი "ტვიტერზე“.